საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ინსტიტუტის მიზნებია: 1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სასწავლო პროგრამის წარმართვა ქართული ლიტერატურის ისტორიისა და ზეპირსიტყვიერების მიმართულებით. ქართული ლიტერატურის ისტორიის უმთავრესი მონაკვეთების (ძველი, ახალი, უახლესი) და ქართული ზეპირსიტყვიერების სრული კურსის სასწავლო პროგრამების მომზადება და სწავლების ორგანიზება ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტთათვის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დონეებზე. სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულების სტუდენტთათვის, უპირატესად ჰუმანიტარული მიმართულების ფაკულტეტის და, ასევე, სტუდენტთა სურვილის შემთხვევაში, სხვა ფაკულტეტის სტუდენტთათვის სასწავლო კურსების მომზადება და სწავლების ორგანიზება. 2. ქართული ლიტერატურის ისტორიის და ზეპირსიტყვიერების მიმართულებით სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის დაგეგმვა და წარმართვა: სტუდენტთა სამეცნიერო მოხსენებების ხელმძღვანელობა, სესიების და კონფერენციების ორგანიზება. 3. ინსტიტუტის ბაზაზე და თანამშრომელთა მონაწილეობით ყოველწლიურად ჩატარება საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლისა უცხოელ და ქართველ სტუდენტთა მოსამზადებლად ქართველოლოგიური საქმიანობისათვის. ყოველწლიურად ჩატარება ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსისა საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტებისა და დამამთავარებელი კლასების მოსწავლეთათვის. ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების მიმართულებებია: 1. ინსტიტუტი სისტემატურად ატარებს საუნივერსიტეტო და საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო კონფერენციებს და სიმპოზიუმებს, არა მხოლოდ ინსტიტუტის თანამშრომელთა, არამედ საქართველოს სხვა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებისა და უცხოეთის ჰუმანიტარული ცენტრების წარმომადგენელთა მონაწილეობით. კერძოდ, ქართველოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმები; კ. კეკელიძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო სესია; თემატური სამეცნიერო სესიები მიძღვნილი ქართული მწერლობის კლასიკოსებისა და ცნობილ მეცნიერთა საიუბილეო დღეებისადმი. 2. ინსტიტუტის ბაზაზე დაარსებულია და ინსტიტუტის თანამშრომელთა საქმიანობით რეგულარულად გამოდის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „ქართველოლოგი“, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული, ქართულ და ინგლისურ ენებზე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ პერიოდულად გამოიცემა ჟურნალი „ლიტერატურული კვლევები“. 3. ინსტიტუტის თანამშრომელთა ცალკეული ჯგუფების მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო პროექტები, რომელთა შედეგები ქვეყნდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.