geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რევაზ კვერენჩხილაძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1928

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1952 წლიდან მუშაობს საქართველოს მწერალთა კავშირში, 1952-1960 წლებში მუშაობდა მწერალთა სასახლის დირექტორად, 1960 წლიდან წლების მანძილზე იყო საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის ბიბლიოთეკის გამგე, შეთავსებით მუშაობდა ლიტერატურის კონსულტანტად, საქმეთა მმართველად. 1952 წლიდან აქვეყნებს ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს, მოგვიანებით მისი კვლევის მთავარი საგანი გახდა ორი მიმართულება: საქართველოს მწერალთა კავშირის (შემოქმედებითი ორგანიზაციის) ისტორია და, მეორე მხრივ, 100-ზე მეტი რეპრესირებული მწერლის ბედი. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 06/08/2021
კატეგორია: ფილოლოგი