Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტ ოთარ რუსიშვილისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და თსუ სასწავლო დეპარტამენტის უფროსის წარდგინების (№29368/02 26.11.10) საფუძველზე

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეუჩერდეს სტუდენტის სტატუსი 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე სემესტრის სტუდენტ ოთარ რუსიშვილს (სახელმწიფო დაფინანსება – 100 %)  ავადმყოფობასთან დაკავშირებით.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
3. დადგენილების დაინტერესებული პირისთვის გაცნობის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს დაინტერესებული პირისთვის გაცნობის მომენტიდან.

 

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 137/2010

პროფესორ მაქსიმილიან რაიზერისათვის   სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,პ“ პუნქტის და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის №29383/02 წარდგინების საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის,  გამოჩენილ გერმანელ მეცნიერს, ევროპის რადიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტს, მიუნხენის უნივერსიტეტის კლინიკური რადიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს, მიუნხენის  უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ცენტრის თავმჯდომარეს პროფესორ მაქსიმილიან რაიზერს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება;


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;  
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 136/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სასწავლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოქმედ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებში:


ა) ქართველური ენათმეცნიერების 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №1 შესაბამისად.
ბ) გერმანული ფილოლოგიის 2009–2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №2 შესაბამისად.
გ) არაბისტიკის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №3 შესაბამისად.
დ) მედიევისტიკის 2009–2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №4 შესაბამისად.
ე) მედიევისტიკის 2010–2011 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №5 შესაბამისად.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 135/2010

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში“ დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით

 


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და თსუ სასწავლო დეპარტამენტის უფროსის წარდგინების (№29302/02  26.11.10)  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის:


ა) პირველ მუხლს მე–5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–51 პუნქტი:


“51. თსუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვა ფორმდება რექტორსა და კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე რექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით.”

 

ბ) მე-9 მუხლს მე–51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–52 პუნქტი:

 


“52. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს, რომლებიც ჩაირიცხნენ თსუ-ში, თუ მიმდინარე სემესტრში ფაკულტეტი ვერ სთავაზობს სემესტრულად დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლას, მიეცეს უფლება, სწავლის საფასური გადაიხადოს ამ დადგენილების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით.”

 

2.  დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 134/2010

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტ ოთარ გიგოლაშვილისთვის სასწავლო კურსის “მენეჯმენტის საფუძვლები” აკადემიური რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების თაობაზე

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “ს” ქვეპუნქტისა და სასწავლო დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 8 ნოემბრის №27949/02 წარდგინების საფუძველზე:

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. მიეცეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტ ოთარ გიგოლაშვილს სასწავლო კურსის “მენეჯმენტის საფუძვლები” გავლის მიზნით აკადემიური რეგისტრაციის გავლის უფლება.


2. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 133/2010

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მაძიებელთა სწავლების პროცესის მარეგულირებელი წესის“ დამტკიცების თაობაზე

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
02.05.2011, №40/2011 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  1-ლი   პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს თანდართული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მაძიებელთა სწავლების პროცესის მარეგულირებელი წესი“.


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
3. დადგენილების   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 132/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე  მუხლის პირველი პუნქტისა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 2 ივლისის №60/01-01 ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის №27200/02 დასკვნის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაკრომოლეკულების ქვემიმართულებით  აკადემიური პერსონალის შესარჩევი  კომისიის შედეგები და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ იქნას  მარინე ქარჩხაძე.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 131/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2012 წლის 29 ოქტომბრის №99/2012 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე  მუხლის პირველი პუნქტისა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 2 ივლისის №60/01-01 ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის №27200/02 დასკვნის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაკრომოლეკულების ქვემიმართულებით  აკადემიური პერსონალის შესარჩევი  კომისიის შედეგები და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ იქნას  მარინე ქარჩხაძე.

11. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ მარინე ქარჩხაძეს გაუგრძელდეს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე. (29.10.2012, №99/2012)


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 131/2010

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის  №36/2010 დადგენილებაში - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი” ცვლილების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,ა) დასკვნითი სემესტრული გამოცდის ჩატარების სავალდებულო ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს, ასეთ შემთხვევაში გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ თითოეულ კომპონენტში სტუდენტი მიიღებს ამ კომპონენტისათვის  (წერა/ზეპირი) დადგენილ ქულათა 50%-ზე მეტს. დოქტორანტურაში დასკვნითი სემესტრული გამოცდის ფორმატს ადგენს შესაბამისი სასწავლო კურსის ავტორი/ავტორები;“


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
3. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 130/2010

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის 91–ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 34–ე მუხლის მე–3 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის 91–ე დადგენილებაში და დადგენილების მე–5 და მე–6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


“5. თსუ სრულ ან ასოცირებულ პროფესორად 6 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.“
6. თსუ ასისტენტ–პროფესორად 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი“.

 

2.  დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილების გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 129/2010

ლინდა ნკობლონგ ეგბესათვის სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის ქვეანგარიშზე ჩარიცხული სწავლის საფასურის  დაბრუნებისა და ნინო ქარჩავასათვის გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული“ კოდექსის 94–ე მუხლის მე-3 და მე–6 ნაწილების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის და სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის   დირექტორის 2010 წლის 1 ნოემბრის №27306/02 წარდგინების  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:  


 
1. დაუბრუნდეს ლინდა ნკობლონგ ეგბეს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის ქვეანგარიშზე ჩარიცხული სწავლის საფასური.   


2. აღდგეს ნინო ქარჩავას სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზეზით  გაშვებული ვადა და მიენიჭოს თსუ ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსი.


3. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 128/2010

2010-2011 სასწავლო წელს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში შესაბამის სამაგისტრო პროგრამების  ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის, საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს: 

 

1. 2010-2011 სასწავლო წელს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში შესაბამის სამაგისტრო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში ჩაირიცხონ  კონკურსანტები, რომლებმაც უცხო ენის გამოცდაში მიიღეს შეფასება არანაკლებ 40 ქულისა, სპეციალობაში – არანაკლებ 91 ქულისა.


2. დადგენილების პირველი პუნქტით მაგისტრატურაში ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე უნდა დაადასტურონ  უცხო ენის ცოდნა შესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუწყდებათ მაგისტრანტის სტატუსი.


3. ამ კატეგორიის მაგისტრანტებზე არ ვრცელდება საუნივერსიტეტო დაფინანსება;


4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
5. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
7. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 127/2010

აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებაში „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ დამატების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით

 

,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63–ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე–9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„51. მაგისტრანტისათვის სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, თუ მას მიმდინარე სემესტრში ფაკულტეტი ვერ სთავაზობს სემესტრულად დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (25–35/30–30 კრედიტი) სრულად გავლას, მიეცეს  უფლება, სწავლის საფასური გადაიხადოს ამ დადგენილების მე–10 მუხლის მე–3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით.“

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.

3. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 126/2010

2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტებზე ორი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის,  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოქმედდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა სამედიცინო მოლეკულურ ბიოლოგიაში 4 სტუდენტისათვის.

 

2. მედიცინის ფაკულტეტის  სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (ხელმძღვანელი: პროფ. ნ. ყაზახაშვილი) ამოქმედდეს 4  სტუდენტისათვის. 

 

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

6. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 125/2010

„2008–2009 წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 7 ოქტომბრის №142  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ კოდექსის 63-მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 


1. შევიდეს ცვლილება „2008–2009 წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 7 ოქტომბრს დამტკიცებულ №142 დადგენილებაში და ფსიქიატრიაში სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელად მითითებული იქნას თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი ნაცვლად გიორგი ნანეიშვილისა.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;  

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 124/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2010 წლის 21 ოქტომბრის  №26540/02 წარდგინების საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე  გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორებს მაკა ქამუშაძეს და ნინო ჩახუნაშვილს.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე).
3. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 123/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილების მე–7 მუხლისა და  რექტორის 2010  წლის 9 სექტემბრის  №82/01–01  ბრძანების საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (ახალი ბერძნული ფილოლოგიის და განათლების მეცნიერებების მიმართულება) საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) ქეთევან ჭკუასელი – თსუ სრული  პროფესორი  ( კომისიის  თავმჯდომარე)
ბ) ივანე მინდაძე – თსუ ასოცირებული პროფესორი
გ) თამარ  მეიფარიანი –  პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტის დირექტორი  
დ) ანი  ჩიქოვანი – თსუ ასოცირებული  პროფესორი (კომისიის მდივანი)
ე) ქეთევან ნადარეიშვილი – თსუ  ასოცირებული პროფესორი  


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და  დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 122/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის  თანამდებობაზე კანდიდატის  შერჩევის  შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,მ“ პუნქტის საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის   თანამდებობაზე შერჩეული იქნას ნინო დურგლიშვილის კანდიდატურა.


2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;   
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 121/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის  შერჩევის  შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,ე“ პუნქტის საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შერჩეულ იქნას დავით ჩომახიძის კანდიდატურა.


2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.  
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 120/2010

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 


”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის1–ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისდა კანონის 34–ე მუხლის მე–3 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. შევიდეს ცვლილებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებში:


ა) გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №1 შესაბამისად.
ბ) ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №2 შესაბამისად.
გ) ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №3 შესაბამისად.
დ) ბრიტანეთმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №4 შესაბამისად.
ე) არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები ჩამოყალბდეს დანართი №5 შესაბამისად.
ვ) ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №6 შესაბამისად.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 119/2010