Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გენდერის კვლევის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №112/2012 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ და „წ“ ქვეპუნქტების, თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 27 ივნისის №12210/10 და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019 წლის 27 ივნისის №12213/30 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გენდერის კვლევის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №112/2012 დადგენილება.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 85/2019

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის - პალეონტოლოგია-პალეოანთროპოლოგია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის - არქეოლოგია, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის-მულტილინგვური განათლება - დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის პირველი ივლისის №12408/10, №12437/10, №12406/10 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის პირველი ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - მულტილინგვური განათლება, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები - პალეონტოლოგია-პალეოანთროპოლოგია, არქეოლოგია და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

ა)  I  ნაწილის  „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 332 ქვეპუნქტი: 

„332. პალეონტოლოგია-პალეოანთროპოლოგია (დანართი 297);“;

ბ) VI  ნაწილის  „ვ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1891 ქვეპუნქტი: 

„1891. არქეოლოგია (დანართი 298);“;

გ) VII  ნაწილის  „ზ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 ქვეპუნქტი: 

„221. მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამა (დანართი 299);“.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 84/2019

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 28 ივნისის №12248/10, 2019 წლის პირველი ივლისის №12382/10, №12403/10, №12414/10 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის პირველი ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) I  ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი 15);
ბ) I  ნაწილის „გ“ პუნქტის 26-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 26);
გ) III  ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 81);
დ) III  ნაწილის „ბ“ პუნქტის 832 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის უნივერსიტეტის  - ლიონ 2 (საფრანგეთი) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი““ (დანართი 289);
ე) VI ნაწილის „ბ“ პუნქტის 105-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა  „(აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სტუდენტებისათვის)“ (დანართი 105);

ვ) VI ნაწილის „ბ“ პუნქტის 105-ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„105. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (აფხაზურენოვანთათვის/აზერბაიჯანულენოვანთათვის/სომხურენოვანთათვის/ოსურენოვანთათვის) (დანართი 105).“.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 83/2019

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №75/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის №153/2017 დადგენილების, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის პირველი ივლისის №12383/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის პირველი ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს: 

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №75/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1).

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 82/2019

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის №33/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის №153/2017 დადგენილების, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის პირველი ივლისის №12383/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის პირველი ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს: 

1. შევიდეს ცვლილება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის №33/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1).

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 81/2019

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2021 წლის 18 იანვრის №8/2021 დადგენილებით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019 წლის  27 ივნისის №12184/30 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის პირველი ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა  და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 23 იანვრის №7/2017 დადგენილება.
3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 80/2019

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2021 წლის 18 იანვრის №8/2021 დადგენილებით

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2020 წლის 22  ივნისის №56/2020 დადგენილებით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019 წლის  27 ივნისის №12184/30 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის პირველი ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება (დანართი №1). (№56/2020, 22.06.2020)

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა  და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 23 იანვრის №7/2017 დადგენილება.

3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 80/2019

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019-2020 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2019 წლის 31 იანვრის №11/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 28 ივნისის №12248/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის პირველი ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019-2020 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2019 წლის 31 იანვრის №11/2019 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1). 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 79/2019

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2019  წლის 15 მაისის №116/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №58/2019 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 28.06.2019, №12293/31-05) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის პირველი ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ: 

ა) კერძო სამართლის  მიმართულება:

გიორგი რუსიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;

ბ) კონსტიტუციური სამართლის მიმართულება:

ირაკლი კახიძე - ასოცირებული პროფესორი; 

გ) სისხლის სამართლის მიმართულება:

ლავრენტი მაღლაკელიძე - ასოცირებული პროფესორი. 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.   დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 78/2019

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ და „წ“ ქვეპუნქტების, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019 წლის 28 ივნისის №12301/26 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის პირველი ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილება.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 77/2019

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის №31/2014 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ და „წ“ ქვეპუნქტების, თსუ-ს რექტორის მოადგილის 2019 წლის 28 ივნისის №12317/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის პირველი ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის №31/2014 დადგენილება.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 76/2019

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2019 წლის 3 ივნისის №10264/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 17 ივნისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილება.
3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 75/2019

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2021 წლის 24 მაისის №42/2021 დადგენილებით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2019 წლის 3 ივნისის №10264/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 17 ივნისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება (დანართი №1). (24.05.2021; №42/2021)

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილება.

3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.

4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე

რექტორი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 75/2019

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2019 წლის 19 აპრილის №94/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის  (აკადემიური საბჭოს 2019 წლის 13 მაისის №52/2019 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 13.06.2019, №11916/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 17 ივნისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს კახაბერ ლორია.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 74/2019

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №140/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 431 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს ფორმირების (წევრების შერჩევისა და კრიტერიუმების  დამტკიცების) წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №117/2018 დადგენილების, თსუ-ს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს 2019 წლის 14 ივნისის №11282/10  წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 17 ივნისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №140/2018 დადგენილებაში და პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„თ) ნინო ოკრიბელაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი;“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში  (მისამართი:  ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 73/2019

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019 წლის 12 ივნისის №11073/28  წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 17 ივნისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 28 მაისის №128/01-01  ბრძანებით ბიოლოგიის დეპარტამენტის ადამიანისა  და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 72/2019

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019 წლის 10 ივნისის №10855/27 წერილისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 17 ივნისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. თსუ-ს რექტორის 2019 წლის 7 ივნისის №138/01-01 ბრძანებით აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრასა და არქეოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის არქეოლოგიის კათედრაზე გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობისათვის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 71/2019

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო  და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2019 წლის 7 ივნისის №138/01-01, №139/01-01, №140/01-01 ბრძანებებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 17 ივნისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტში (აღმოსავლეთის ისტორიისა და თურქოლოგიის კათედრები) პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

საკონკურსო კომისია:

ა) გოჩა ჯაფარიძე -  თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ელისაბედ ბჟალავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნანი გელოვანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მირიან მახარაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) შალვა გაბესკირია - თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;

საკონკურსო-სააპელაციო კომისია:

ა) დარეჯან გარდავაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მზისა ბუსკივაძე - თსუ-ს ენების ცენტრის მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნანა გელაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტში (არქეოლოგიის კათედრა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

საკონკურსო კომისია:

ა) გურამ გრიგოლია - თსუ-ს ემერიტუსი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ზვიად კვიციანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარინე ფუთურიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) კონსტანტინე ფიცხელაური - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
ე) ვაჟა სადრაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;

საკონკურსო-სააპელაციო კომისია:

ა) გივი ინანიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი,   არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ალექსანდრე ნონეშვილი - ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მერაბ ძნელაძე - პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტმენტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი (კომისიის მდივანი).

3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტში (ბიზანტინისტიკის კათედრა) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

საკონკურსო კომისია:

ა) თინათინ დოლიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანა ტონია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ანა ჩიქოვანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის მდივანი);
დ) ლევან გიგინეიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) თამარ ოთხმეზური - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

საკონკურსო-სააპელაციო კომისია:

ა) ანა ხარანაული - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ქეთევან ნადარეიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაკა ქამუშაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 70/2019

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019 წლის 4 ივნისის №10345/26 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის  დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 დეკემბრის №117/2014 დადგენილება.
3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 69/2019

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2025 წლის 31 მარტის №16/2025 დადგენილებით

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
29.07.2021, №68/2021; 03.10.2022, №89/2022 და
16.07.2024, №86/2024 დადგენილებებით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019 წლის 4 ივნისის №10345/26 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის  დებულება (დანართი №1).  (29.07.2021, №68/2021; 03.10.2022, №89/2022;16.07.2024, №86/2024)