Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტის, 293 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1" ქვეპუნქტის, 235 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის 2017 წლის 24 ოქტომბრის №19081/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე დამტკიცდეს თამარ წუწუნავა.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დირექტორის უფლებამოსილება ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის  ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 125/2017

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებისა და თსუ-ს რექტორის 2017 წლის 13 სექტემბრის №174/01-01, №175/01-01 და №176/01-01  ბრძანებების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის პროფესორების, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) გია ლობჟანიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ალექსანდრე ალადაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ზურაბ ჩხაიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ზურაბ ცაგარელი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ბეჟან წინამძღვრიშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ია კირვალიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 124/2017

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №18776/10 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების I  ნაწილის „გ“ პუნქტის 331 ქვეპუნქტით დამტკიცებულ №281 დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 281).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 123/2017

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტის, 293 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1" ქვეპუნქტის, 235 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის 2017 წლის  6 ოქტომბრის №17544/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე დამტკიცდეს ქეთევან ებრალიძე.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დირექტორის უფლებამოსილება ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 122/2017

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტის, 293 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1" ქვეპუნქტის, 235 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის 2017 წლის 10 ოქტომბრის №17882/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე დამტკიცდეს ნინო ფარცვანია.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დირექტორის უფლებამოსილება ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 121/2017

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 4 ოქტომბრის №17275/10 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების პირველი პუნქტის IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი.


2. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 120/2017

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა  აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 4 ოქტომბრის №17275/10 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილების პირველი პუნქტის XII ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.


2.   დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 119/2017

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 12 ოქტომბრის №18067/10 და №18076/10 წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის 82 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ–ფრანგული)“ (დანართი 191);
ბ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-20 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება“ (დანართი 20);
გ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 144-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ახალი და უახლესი ისტორია“ (დანართი 144).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 118/2017

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა  და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 

2020 წლის 30 ივლისის №77/2020 დადგენილებით

 

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 2017 წლის 13 ოქტომბრის №18122/31-02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება (დანართი №1).


2.  ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის პირველი ივნისის №229 დადგენილება.


3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 117/2017

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო  და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2017 წლის 4 სექტემბრის №165/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ნინო წერეთელი -  თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნესტან ციციშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ მისერაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ოთარ ბაქანიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკრაინისტიკის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ე) თამარ ვეფხვაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) დავით გოცირიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ ციციშვილი - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) სოფიო ჩხატარაშვილი - უკრაინისტიკის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი).

 

2.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის (კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის კათედრები) ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ნანა ტონია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) სოფიო შამანიდი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ქეთევან ნადარეიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ვალერიან ასათიანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ე) ზაზა ხინთიბიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) იამზე გაგუა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ეკატერინე კობახიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაკა ქამუშაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის (ფრანგული ლიტერატურა, იტალიური ფილოლოგია) კათედრის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ბელა ხაბეიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ქეთევან გაბუნია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) სალომე კენჭოშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ხათუნა წიკლაური - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი;
ე) ქეთევან გალობელი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ციური ახვლედიანი - თსუ-ს ემერიტუსი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) დარეჯან ლაბუჩიძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარინე კობეშავიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

4. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის კავკასიური ენების კათედრის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ცირა ბარამიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანა მაჭავარიანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაია ლომია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) რევაზ აბაშია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) მანანა ბუკია - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) რამაზ ქურდაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მერაბ ნაჭყებია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ივანე ლეჟავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

5. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის არაბისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) დარეჯან გარდავაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მარიამ ნანობაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნანი გელოვანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) თამარ მოსიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) მაია ანდრონიკაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) გოჩა ჯაფარიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნინო დოლიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნინო ეჯიბაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
8. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 116/2017

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, 32-ე მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2017 წლის 16 ოქტომბრის №18291/27 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. თსუ-ს რექტორის 2017 წლის 4 სექტემბრის №165/01-01  ბრძანებით  კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრასა და დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის (ფრანგული ლიტერატურა) კათედრაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 115/2017

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის №85/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 16 ივნისის №119/01-01 ბრძანებისა და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2017 წლის 13 ოქტომბრის №18158/30 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის №85/2017 დადგენილებაში და დადგენილების მე-6 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო-სააპელაციო კომისიის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ბ) მარი წერეთელი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 114/2017

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2024 წლის 29 მარტის №45/2024 დადგენილებით

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №20 სხდომის ოქმისა  და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 13 ოქტომბრის №18192/10 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება (დანართი №1).


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის №118/2012 დადგენილება.
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს არა უგვიანეს 2017 წლის 15 დეკემბრისა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებისა.
8. დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტები ძალაში შედის 2017 წლის 15 დეკემბერს.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 113/2017

სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის №16130/10 წერილის საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის ანკეტა-კითხვარი (დანართი №1).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 112/2017

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტის, 293 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1" ქვეპუნქტის, 235 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 2017 წლის 22 სექტემბრის №16206/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე დამტკიცდეს მანანა კაკაბაძე.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დირექტორის უფლებამოსილება ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 111/2017

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
2018 წლის 17 ოქტომბრის  №208/2018
დადგენილებით
 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2017 წლის 24 ივლისის №142/01-01 ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 4 სექტემბრის №96/2017 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 21.09.2017, №17562/10-02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს ბიძინა მაცაბერიძე.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 110/2017

“სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების ცალკეული მუხლების მოქმედების შეჩერების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ და „ჩ“ ქვეპუნქტების, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის №18 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. აკადემიური საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის №18 სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შეჩერდეს “სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის 21 და მე-3 მუხლების მოქმედება ერთი სემესტრით.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 109/2017

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017  წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით სპეციალური ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 7 სექტემბრის №14870/10 წერილის საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით სპეციალური ანკეტა-კითხვარი (დანართი №1).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 108/2017

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 5 სექტემბრის №14667/10, 2017 წლის 8 სექტემბრის №14978/10 და 2017 წლის 14 სექტემბრის №15382/10 და №15397/10 წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 87-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი 87);
ბ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 89-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი 89);
გ) IV ნაწილის „გ“ პუნქტის 92-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „სამართალი“ (დანართი 92);
დ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 94-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ (დანართი 94);
ე) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 95-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „სტომატოლოგია“ (დანართი 95);
ვ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 96-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 96);
ზ) V ნაწილის „გ“ პუნქტის 97-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ოკუპაციური თერაპია“ (დანართი 97);
თ) V ნაწილის „დ“ პუნქტის 98-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (დანართი 98);
ი) V ნაწილის „ე“ პუნქტის 99-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კლინიკური და ტრანსლიაციური მედიცინა“ (დანართი 99);
კ) V ნაწილის „ე“ პუნქტის მე-100 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ (დანართი 100);
ლ) V ნაწილის „ვ“ პუნქტის 1001 ქვეპუნქტით დამტკიცებული ინტერდისციპლინური სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამა „ტრანსლაციური ბიო-მედიცინა (მიმართულება - „ჰეპატოლოგია“)“ (დანართი 282);
მ) VII  ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 225);
ნ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 198-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კლინიკური ნეიროფსიქოლოგია“ (დანართი 232).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 107/2017

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტის, 293 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1" ქვეპუნქტის, 235 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის 2017 წლის 6 სექტემბრის №14764/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის  სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე დამტკიცდეს გრიგორ ტატიშვილი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დირექტორის უფლებამოსილება ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 106/2017