Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა  აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 03.10.2016, №26/01/02-01-75 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილების პირველი პუნქტის VIII ნაწილის „ა1“ ქვეპუნქტი (იაშა (იაკობ) მესხია - სრული პროფესორი).


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 119/2016

ნაპო კვარაცხელიასთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 21.09.2016, №34524/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესისა და ფილოსოფიის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და განსაკუთრებული ღვაწლისათვის ასოცირებულ პროფესორ ნაპო კვარაცხელიას მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


რექტორი გიორგი შარვაშიძე 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 118/2016

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016  წლის 4 ივლისის №118/01-01 და 2016  წლის 15 ივლისის №126/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 25 ივლისის №81/2016 დადგენილება, აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №74/2016 დადგენილების პირველი, მე-2, მე-4 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 21.09.2016, №34547/02; 21.09.2016, №34530/02; 21.09.2016, №34531/02; 22.09.2016, №35019/02) და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების დასკვნების (წერილები: 22.09.2016, №35019/02; 21.09.2016, №34548/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა)  დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა.ი“  და „ა.ა.კ“ ქვეპუნქტები:


„ა.ა.ი) ირინე დემეტრაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ა.ა.კ) მაია გურგენიძე - ასისტენტ-პროფესორი;“


ბ) დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ბ.გ“ ქვეპუნქტი:


„ბ.ბ.გ) თამარ ჭუმბურიძე - ასისტენტ-პროფესორი;“


გ)  დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ბ.ბ“ ქვეპუნქტი:


„გ.ბ.ბ) ნინო ქავთარაძე - ასისტენტ-პროფესორი;“


დ)  დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ.გ“ ქვეპუნქტი:


„გ.დ.გ) ნინო ჭრიკიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


ე)  დადგენილების პირველი პუნქტის XI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:


„ნ) ქეთევან ქუთათელაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ო) ალექსანდრე ბოშიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
პ) ლერი თავაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ჟ) ნათია ფიფია - ასისტენტ-პროფესორი;“


ვ)  დადგენილების პირველი პუნქტის XIII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:


„ე) კონსტანტინე ფიცხელაური - ასისტენტ-პროფესორი;“


ზ) დადგენილების პირველი პუნქტის XVII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:


„ვ) თეო ჯალაღანია - ასისტენტ-პროფესორი;“


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ზ“ და „ა.ა.თ“, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ვ“, „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის „გ.ბ.ა“ ქვეპუნქტი, „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის „გ.დ.ბ“, XI ნაწილის „ი“, „კ“ და „მ“, XIII ნაწილის „გ“ და XVII ნაწილის „ე“ ქვეპუნქტები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 117/2016

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მეორე და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016  წლის 22 ივნისის №104/01-01 და 2016 წლის 27 ივნისის №107/01-01  ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №73/2016 დადგენილების მე-3 და მე-4 პუნქტები)  გადაწყვეტილებებისა (წერილები: 19.09.2016, №33790/02; 20.09.2016, №34303/02) და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების დასკვნების (წერილები: 19.09.2016, №33789/02; 20.09.2016, №34303/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა)  დადგენილების პირველი პუნქტის VII ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი:


„ა.დ) ქრისტინა გიორგაძე - ასისტენტ-პროფესორი;“


ბ) დადგენილების პირველი პუნქტის VII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტები:


„ბ.ე) მარინა ტრაპაიძე - ასოცირებული პროფესორი;
ბ.ვ) ელენე კაცაძე - ასისტენტ-პროფესორი;“


გ) დადგენილების პირველი პუნქტის VII ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ“ ქვეპუნქტი:


„ე.ვ) ნინო თაყაიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


დ) დადგენილების პირველი პუნქტის VIII ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:

 

„ა.ე) ზელიმხან კერესელიძე - ასისტენტ-პროფესორი;“


ე) დადგენილების პირველი პუნქტის VIII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი:


„ბ.დ) ბუციკო ჩხარტიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


ვ) დადგენილების პირველი პუნქტის VIII ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ და „გ.ვ“ ქვეპუნქტები:


„გ.ე) გიორგი ბურჯანაძე - ასისტენტ-პროფესორი;
გ.ვ) ქეთევან მენაბდე - ასისტენტ-პროფესორი;“


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილების პირველი პუნქტის VII ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“, „ე“ ქვეპუნქტის „ე.დ“, VIII ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტები.
3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6.  წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 116/2016

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცებული საარჩევნო კომისიის 23.09.2016, №35229/02 წერილის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩეულ იქნეს გიორგი შარვაშიძე.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 115/2016

გერდ ვინტერისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 16.09.2016, №33038/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საქმეში დამსახურებისა და საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორს გერდ ვინტერს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 114/2016

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 26 ივნისის №4 სხდომის  ოქმის,  თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 22.06.2016, №103/01-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №72/2016 დადგენილება) გადაწყვეტილებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 15.09.2016, №32207/02), თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 16.09.2016, №33122/02 წერილისა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 19 სექტემბრის №42 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში:

 

ა) დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„I.  თეორიული ეკონომიკის კათედრა.“


ბ) დადგენილების პირველი პუნქტის X ნაწილის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„X.  ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრა.“


2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა)   დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:


„ე)  თამარ ათანელიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


ბ)   დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:


„დ) მანანა ლობჟანიძე - ასისტენტ-პროფესორი;
ე)   მარინა ტაბატაძე - ასისტენტ-პროფესორი;“


გ) დადგენილების პირველი პუნქტის III ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:


„ე)  თამარ ლაზარიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


დ)  დადგენილების პირველი პუნქტის IV ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:


„ი)  ლალი ხურცია - ასისტენტ-პროფესორი;
კ)   გიორგი გაფრინდაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


ე) დადგენილების პირველი პუნქტის V ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:


„ე)  ლია თოთლაძე - ასისტენტ-პროფესორი;“


ვ) დადგენილების პირველი პუნქტის VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:


„თ) ეკატერინე გულუა - ასისტენტ-პროფესორი;“


ზ)  დადგენილების პირველი პუნქტის VII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:


„ი)  დავით ასლანიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
კ)    ნატო კაკაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


თ) დადგენილების პირველი პუნქტის VIII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:


„ზ)  ლეილა ქადაგიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


ი)  დადგენილების პირველი პუნქტის IX ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:


„ე)  მაია ვეშაგური - ასისტენტ-პროფესორი;“


კ)  დადგენილების პირველი პუნქტის X ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:


„თ)  მარიამ ვარდიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


ლ)  დადგენილების პირველი პუნქტის XI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:


„ე) ვალერი არღუთაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ვ)    მერაბ ხოხობაია - ასისტენტ-პროფესორი;“


მ)  დადგენილების პირველი პუნქტის XIV ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:


„ზ)  ლელა ჯამაგიძე - ასისტენტ-პროფესორი;“


3.  ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „დ“, II  ნაწილის „ბ“ და „გ“, III ნაწილის „დ“,  IV  ნაწილის „ვ“, „ზ“ და „თ“, V ნაწილის „დ“, VI ნაწილის „ვ“, VII ნაწილის „ზ“ და „თ“, VIII ნაწილის „ვ“, IX ნაწილის „დ“, X ნაწილის „ე“, „ვ“ და „ზ“,  XI ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
7.  წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 113/2016

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მეორე და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016  წლის 22 ივნისის №104/01-01 და 2016 წლის 27 ივნისის №107/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №73/2016 დადგენილების მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 14.09.2016, №31765/02; 16.09.2016, №32667/02; 16.09.2016, №32666/02; 16.09.2016, №32718/02) და აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №73/2016 დადგენილების მე-6 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი:16.09.2016, №32718/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა) დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:


„ა.ე) გურამ კაშმაძე - ასისტენტ-პროფესორი;“


ბ) დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ზ“ და „ბ.თ“ ქვეპუნქტები:


„ბ.ზ) ფრიდონ დვალიშვილი - ასოცირებული პროფესორი;

ბ.თ) გელა ბესიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


გ) დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი:


„გ.ვ) ზურაბ მოდებაძე - ასისტენტ-პროფესორი;“


დ) დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ე“ ქვეპუნქტი:


„დ.ე) ლიანა ლორთქიფანიძე - ასისტენტ-პროფესორი;“


ე) დადგენილების პირველი პუნქტის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“, „ა.ზ“ და „ა.თ“  ქვეპუნქტები:


„ა.ვ) ვლადიმერ ოდიშარია - ასისტენტ-პროფესორი;
ა.ზ) ნანა ოდიშელიძე - ასისტენტ-პროფესორი;
ა.თ) არჩილ ყიფიანი - ასისტენტ-პროფესორი;“


ვ) დადგენილების პირველი პუნქტის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი:


„ბ.ზ) თინათინ დავითაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


ზ) დადგენილების პირველი პუნქტის IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი:


„ა.დ) გიორგი ბრეგვაძე - ასისტენტ-პროფესორი;“


თ) დადგენილების პირველი პუნქტის IV ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტები:


„გ.დ) ეთერ დავითაია - ასისტენტ-პროფესორი;
გ.ე) თამარ ალექსიძე - ასისტენტ-პროფესორი;“


ი) დადგენილების პირველი პუნქტის IV ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ“ ქვეპუნქტი:


„ე.ვ) ცეცილია დონაძე - ასისტენტ-პროფესორი;“


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“, „ბ.ე“ და „ბ.ვ“, „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“, „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ“, III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.ე“, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“, IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ და „ე“ ქვეპუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 26 სექტემბრიდან, გარდა პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „გ.ვ“, „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „გ.დ“ და „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ე.ვ“ ქვეპუნქტებისა, რაც ძალაში შევიდეს 2016 წლის 5 ნოემბრიდან.

 


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 112/2016

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის "ქ" ქვეპუნქტისა და თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის  12.09.2016, №30539/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში:

 

ა) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი     და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.’’

 

ბ) მე-6 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 

,,31. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თსუ-დან წასული გაცვლითი   საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის აკადემიური რეგისტრაცია  გულისხმობს სასწავლო კურსებზე/კვლევით კომპონენტზე დარეგისტრირებას, უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ ქვეყანაში და უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებაში დადგენილი წესით. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო   დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესითა  და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების თსუ-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით (მემორანდუმით) განსაზღვრული პირობებით.’’


 
გ) ამოღებულ იქნეს მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი;

 

დ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,თ) საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX- ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება დისერტაციის, სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის, შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის მიმართ.’’

 

ე) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. შეფასების სისტემა უშვებს: 


ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91 - 100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81 - 90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71 - 80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61- 70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51 - 60 ქულა.
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ  ჩააბარა – მაქსიმალური   შეფასების  41 - 50  ქულა,  რაც   ნიშნავს,  რომ  სტუდენტს 
ჩასაბარებლად  მეტი  მუშაობა  სჭირდება  და  ეძლევა  დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით 
გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური  შეფასების  40  ქულა და  ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის 
მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.’’

 

ვ) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 

„21. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტისათვის    მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტს უფლება ეძლევა გადამუშავებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი წარადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტი კარგავს იგივე სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის წარდგენის უფლებას.“

 

ზ) ამოღებულ იქნეს მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი;

 

თ) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები:

 

„5. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.

6. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.

7. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.“

 

2.  დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას. 
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.   დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 

 

პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 111/2016

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №72/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 25 აგვისტოს №86/2016 დადგენილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №72/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 25 აგვისტოს №86/2016 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №72/2016 დადგენილებაში და ამოღებულ იქნას დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის „დ“ ქვეპუნქტი.“


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


პროფესორი  დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 110/2016

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 12.09.2016, №30838/02 და 16.09.2016, №32986/02 წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა)  VI ნაწილის „ე“ პუნქტის 174-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა ,,კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია’’ (დანართი 174);
ბ) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 225);
გ) VII ნაწილის „ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“ (დანართი 230).


2.  დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 109/2016

 “ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის  მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 17 ივნისის №99/01-01 და №100/01-01 ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 25 ივლისის №79/2016 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილები: 17.09.2016, №33093/02; 16.09.2016, №33065/02; 16.09.2016, №33092/02; 16.09.2016, №33024/02; 16.09.2016, №33094/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და “ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა) დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.კ“ და „ა.ლ“ ქვეპუნქტები:


„ა.კ) ხათუნა კაჭარავა - ასისტენტ-პროფესორი;
ა.ლ) მაგდა მემანიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


ბ) დადგენილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ და „გ.ვ“ ქვეპუნქტები:


„გ.ე) ზვიად აბაშიძე - ასისტენტ-პროფესორი;
გ.ვ) თამარ ქარაია - ასისტენტ-პროფესორი;“


გ) დადგენილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ვ“, „დ.ზ“ და „დ.თ“  ქვეპუნქტები:


„დ.ვ) გიორგი კვინიკაძე - ასისტენტ-პროფესორი;
დ.ზ) ვლადიმერ ჩხაიძე - ასისტენტ-პროფესორი;
დ.თ) დავით სიჭინავა - ასისტენტ-პროფესორი;“


დ) დადგენილების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ე“ ქვეპუნქტი:


„ე.ე) შორენა თურქიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


ე) დადგენილების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ე“ ქვეპუნქტი:


„ვ.ე) სალომე ნამიჭეიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


ვ) დადგენილების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი.ბ“ ქვეპუნქტი:


„ი.ბ) ზურაბ აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი;“


2. ამოღებულ იქნეს “ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.ე“, „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“, „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“, „დ.ბ“ და „დ.გ“, „ე“ ქვეპუნქტის „ე.დ“ და „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ბ“ და “ვ.გ“ ქვეპუნქტები.
3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 108/2016

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებაში:


ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული  №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 3. აკადემიური საბჭოს სტატუსი


1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის კოლეგიური, აკადემიური (საგანმანათლებლო – სამეცნიერო) საქმიანობის მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც არჩეულია პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა:
ა) ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრი – პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი;
ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი.
3. აკადემიური საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.
4. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. 
5. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
6. აკადემიურ საბჭოში არჩეული ფაკულტეტების წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას 2 წლის გასვლის შემდეგ.
7. აკადემიურ  საბჭოში  ვადამდე  უფლებამოსილებაშეწყვეტილი  წევრის ნაცვლად არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტარდება წილისყრა. წილისყრის წესსა და პირობებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო.
8. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე პირი აირჩევა აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.“


ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 

„მუხლი 4. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა


1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან და საბჭოს სრულუფლებიან წევრებად ითვლებიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.
2. აკადემიურ საბჭოში თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან აირჩევა ერთი წარმომადგენელი, ხოლო თითოეული ფაკულტეტიდან სამი წარმომადგენელი.
3. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილება წყდება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.“


გ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“, „კ2“, „კ3“, „კ4“ და „კ5“ ქვეპუნქტები:


„კ1) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო  საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;
2) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;
3) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების წესს;
4) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;
5) ფაკულტეტის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო    და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;“


დ) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი; 


ე) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


„ჩ) იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ (გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად რეორგანიზებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისა) და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“


ვ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


„ჰ1) ქმნის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიებს, ამტკიცებს მათ შემადგენლობასა და კომისიის მუშაობის შედეგებს, ირჩევს აკადემიურ პერსონალს თანამდებობაზე;“ 


ზ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2.  აკადემიური  საბჭოს  დადგენილება  მიიღება  ამ  რეგლამენტის  მე–5  მუხლის  პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ1“, „კ2“, „კ3“, „კ4“, „კ5“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „უ“, „ქ“, „ღ“,  „ყ“,  „ჩ“, „ც“, „ძ“, „წ“, „ჭ“, „ხ“, „ჯ“, „ჰ“, „ჰ1“, „ჰ2“, „ჰ3“, „ჰ4“, „ჰ5“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, ასევე რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის არჩევის/გათავისუფლებისა და ამ რეგლამენტის მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის საკითხებზე.“


თ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


„5. ბიულეტენის შევსებისას აკადემიური საბჭოს წევრი შემოხაზავს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას/არჩევანს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება/არჩევანია მოცემული. ამ წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად  ითვლება.“


ი) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი;


კ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


„1. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ ოქმს აწარმოებს აკადემიური საბჭოს  მდივანი.
2. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს სხდომის მდივანი.“


ლ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: 


„21. აკადემიური საბჭოს მდივნის არ ყოფნის შემთხვევაში, სხდომის მდივნის მოვალეობას რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის დავალებით ახორციელებს რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს თანამშრომელი.“


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 107/2016

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  08.09.2016, №30036/02 წერილის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VII  ნაწილის „ვ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „219“-ე ქვეპუნქტი: 


„219. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მულტილინგვური განათლება“ (დანართი 273).”


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 106/2016

ამალია მოსერისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 02.09.2016, №28874/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და სამეცნიერო ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ათენისა და კემბრიჯის  უნივერსიტეტების პროფესორს, დოქტორ ამალია მოსერს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 105/2016

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016  წლის 4 ივლისის №118/01-01 და №119/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №74/2016 დადგენილების მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები) გადაწყვეტილებების (წერილები: 09.09.2016, №30221/02; 09.09.2016, №30150/02; 09.09.2016, №30253/02; 09.09.2016, №30349/02; 08.09.2016, №30128/02; 09.09.2016, №30177/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა)  დადგენილების პირველი პუნქტის  I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ“ ქვეპუნქტი:


„ა.ზ) ნინო დოლიძე - ასისტენტ-პროფესორი;“


ბ) დადგენილების პირველი პუნქტის  I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ ქვეპუნქტი:


„გ.ე) თამარ ალფენიძე - ასისტენტ-პროფესორი;“


გ)  დადგენილების პირველი პუნქტის VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:


„დ) ივანე ლეჟავა - ასოცირებული პროფესორი;“


დ)  დადგენილების პირველი პუნქტის XII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი:


„ბ.დ) თეა ქარჩავა - ასისტენტ-პროფესორი;“


ე)  დადგენილების პირველი პუნქტის XII ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ და „გ.ზ“ ქვეპუნქტები:


„გ.ვ) თამარ ანთაძე - ასისტენტ-პროფესორი;
გ.ზ) ზაალ გოგენია - ასისტენტ-პროფესორი;“


ვ)  დადგენილების პირველი პუნქტის XV ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:


„ე) მაია ქვრივიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

ვ) ირაკლი ჩხაიძე - ასისტენტ-პროფესორი;“


ზ) დადგენილების პირველი პუნქტის XVI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:


„გ) მიხეილ ბარნოვი - ასისტენტ-პროფესორი;“


თ)  დადგენილების პირველი პუნქტის XVIII ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ა.გ“ ქვეპუნქტი:


„ა.გ) ვლადიმერ ასათიანი - ასისტენტ-პროფესორი;“


ი)  დადგენილების პირველი პუნქტის XVIII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „გ“ ქვეპუნქტი:


„გ) ლელა წიფურია - ასისტენტ-პროფესორი;“


კ)  დადგენილების პირველი პუნქტის XIX ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:


„დ) ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფია
დ.ა) ნანა გულიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;“


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“, I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“,  XII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“, XII ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ და „გ.ე“, XV ნაწილის „დ“, XVI ნაწილის „ბ“, XVIII ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“, XVIII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და XIX ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.   დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 104/2016

თეა ჯუღელისათვის ასისტენტ-პროფესორად არჩევის ვადის შეწყვეტის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების (თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა და დოქტორანტურიდან ამორიცხვა) საფუძველზე, გამოიცა უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 16 ივნისის #990/01-04 ბრძანება თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო აკადემიურმა საბჭომ 2014 წლის 30 სექტემბერს მიიღო დადგენილება #103/2014, რომლითაც თეა ჯუღელთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა მისი არჩევის დადგენილებიდან ამოღების სახით.

 

თეა ჯუღელის მიერ გასაჩივრდა 2014 წლის 30 სექტემბრის №103/2014 წლის დადგენილება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თეა ჯუღელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა, განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ. სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტი და უნივერსიტეტს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აკადემიურ თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. 

 

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი: ,,...აკადემიური საბჭოს 2012 წლის პირველი მარტის №14/2012 დადგენილებაში შევიდა იმდაგვარი ცვლილება, რომ დადგენილებიდან ამოღებული იქნა მითითება იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე თეა ჯუღელის არჩევის შესახებ, შესაბამისად, მიჩნეული უნდა იქნას, რომ სადავო აქტის გამომცემმა ორგანომ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე თეა ჯუღელის არჩევა მიიჩნია უკანონოდ, რის შესახებაც სადავო აქტი უნდა მოიცავდეს შესაბამის ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას სზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო აქტში არ არის მითითება იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც ასაბუთებენ თეა ჯუღელის არჩევის უკანონობას იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე... სადავო არ არის ის გარემოება, რომ თეა ჯუღელს დოქტორანტის სტატუსი გააჩნდა როგორც 2012 წლის მარტში ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის დროს, ისე 2014 წლის სექტემბერში სადავო აქტის გამოცემის დროს... სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს სადავო აქტში უნივერსიტეტის მიერ გამოხატულ პოზიციას იმის შესახებ, რომ სტუდენტის სტატუსი პირს უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის დროს, არამედ ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მაგრამ ამასთან, მიაჩნია, რომ აღნიშნული არგუმენტი არ ქმნის სადავო აქტის ფაქტობრივი დასაბუთებულობის საფუძველს, ვინაიდან დადგენილია, რომ თეა ჯუღელს დოქტორანტის სტატუსი გააჩნდა მთელი სადავო პერიოდის განმავლობაში... იმდენად, რამდენადაც მისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 18 მარტის №619/01-04 ბრძანება ბათილად არის ცნობილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და შესაბამისად, მისი გამოცემის დღიდან ბათილია ამ აქტის საფუძველზე დამდგარი ყველა სამართლებრივი შედეგი, ხოლო თეა ჯუღელისათვის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის მიერ ახალი აქტის 2014 წლის 16 ივნისის №990/01-04 ბრძანების გამოცემის დროს თეა ჯუღელი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი 2014 წლის 28 თებერვლიდან...სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სრულიად დაუსაბუთებელია და შესაბამისი გარემოებების გამოკვლევაზე დაფუძნებული არ არის სადავო აქტის ის ნაწილი, სადაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თეა ჯუღელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად განიხილავს მის არაკვალიფიციურობას; კერძოდ, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაკავებულ თანამდებობასთან თეა ჯუღელის შეუსაბამობას აფუძნებს მხოლოდ ახალ საკანონმდებლო რეგულაციაზე მითითებას იმდენად, რამდენადაც თეა ჯუღელს არ გააჩნია დოქტორის აკადემიური ხარისხი; აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ახალი ადმინისტრაციული წარმოების პირობებში უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს ყველა ის ფაქტობრივი მონაცემი, რასაც აფუძნებს პოზიციას თეა ჯუღელის არაკვალიფიციურობისა და დაკავებულ თანამდებობასთან მისი შეუსაბამობის შესახებ. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციული წარმოების პირობებში აქტის გამოცემის დავალება, რის შედეგადაც დავა არსებითად არ არის გადაწყვეტილი, გამორიცხავს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთებულობას.’’
უნივერსიტეტმა განიხილა წინამდებარე საკითხი და უნდა აღინიშნოს შემდეგი:
პირველ რიგში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად აღიქვა და გაიგო 2012 წლის პირველი მარტის №14/2012 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შინაარსი. დავა მიმდინარეობს კანონიერად დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე და სადავო არ არის თეა ჯუღელის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა. უნივერსიტეტს არ მოუხდენია თეა ჯუღელის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არჩევის კანონიერების საკითხის განხილვა, არამედ განიხილა სტუდენტის (დოქტორანტის) სტატუსის შეწყვეტის მიზეზით მის მიერ დაკავებულ აკადემიურ თანამდებობაზე (ასისტენტ-პროფესორი) ყოფნის შეუძლებლობის საკითხი, რაც დაადგინა და გამოხატა #103/2014 დადგენილებით, რომლის სათაურიც იყო ასეთი: ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 1 მარტის №14/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.’’ ხსენებული დადგენილებიდან მისი ამოღება განაპირობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამ და აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს იმ პერიოდზე, როდესაც მას ჰქონდა დოქტორანტის სტატუსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხსენებული გადაწყვეტილების მიღებისას მას შეწყვეტილი ჰქონდა დოქტორანტის (სტუდენტის) სტატუსი.
როგორც სასამართლომ მიუთითა, თეა ჯუღელს დოქტორანტის სტატუსი გააჩნდა მთელი სადავო პერიოდის განმავლობაში, რაც ასევე მცდარი მოცემულობაა, ვინაიდან თეა ჯუღელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი შეუწყდა 2013 წლის 18 მარტს (რექტორის ბრძანება №619/01-04), ხოლო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი მოიპოვა თითქმის 1 წლის შემდეგ - 2014 წლის 28 თებერვალს. 
თავდაპირველი დავის დასრულების შემდეგ, (უნივერსიტეტსა და თეა ჯუღელს შორის სასამართლო დავა წარმოებდა სტუდენტის სტატუსისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე)  სასამართლოს მითითებები სრულად გაითვალისწინა უნივერსიტეტმა (სადისერტაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, იმსჯელა კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებებზე და უნივერსიტეტმა სასამართლოს დავალების შესაბამისად, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება) და რექტორის 2014 წლის 16 ივნისის №990/01-04 ბრძანებით თეა ჯუღელს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება თანმდევი შედეგი იყო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და სასამართლომ არც კი იმსჯელა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე, როგორც ცალკე არსებულ საკითხზე.
მეორე შემთხვევაში, ანუ იმ პირობებში, როდესაც ძალაშია: 1. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილება 2. თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება, სასამართლომ უნივერსიტეტს დაავალა ემსჯელა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებაზე იმის გათვალისწინებით, რომ თეა ჯუღელი 2014 წლის 28 თებერვლიდან გახდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (სადავო საკითხის გადაუწყვეტლად) ბათილად ცნობა არ გამორიცხავს უნივერსიტეტის ვალდებულებას იმსჯელოს დავის წარმომშობ გარემოებებზე, ანუ უნივერსიტეტი ვალდებული იყო ემსჯელა სწორად მოიქცა თუ არა, როდესაც თეა ჯუღელს 2013 წლის 18 მარტს შეუწყვიტა სტუდენტის სტატუსი და აღნიშნულის საფუძველზე, მასთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობაც. 
საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5-წლიანი ვადის გასვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან დაწესებულების წესდებით განსაზღვრული სხვა საფუძველი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან. აღნიშნული ბრძანების მიზნისა და დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა ის გარემოება, რომ ნორმაში ნახსენები 12 თვის განმავლობაში სტუდენტს აქვს გარანტია ისარგებლოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის უფლებით, თუმცა აღნიშნული ნორმა არ აწესებს შრომით გარანტიებს და ვერც დააწესებდა, ვინაიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი გამოცემულია სხვა (არა შრომითსამართლებრივ) ნორმატიულ საფუძვლებზე დაყრდნობით და შესაბამისად, ამ ნორმატიულ საფუძვლებში არსებული დებულებების შესასრულებლად. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, კანონქვემდებარე აქტები გამოიცემა კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად. შესაბამისად, ზემოხსენებული №10/ნ  ბრძანება გამოიცა განათლების უფლების რეალიზებისათვის და ემსახურება ამ უფლებით სარეგებლობას (ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველ მუხლშიც /,,რეგულირების სფერო“/ სწორედ ესაა აღნიშნული).  შესაბამისად, უნივერსიტეტი ვალდებულია გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებს, რაც არსებობდა 2013 წლის 18 მარტს და არა იმ გარემოებებს, რაც წარმოიშვა თავდაპირველი გადაწყვეტილების მიღების დღიდან 11 თვის შემდეგ, ვინაიდან უნივერსიტეტს სასამართლოს მიერ დაეკისრა ახალი აქტის გამოცემა იმავე საქმეზე და არა აღდგენის საკითხის განხილვა. მითუმეტეს, რომ თეა ჯუღელს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ 2014 წლის 16 ივნისის ბრძანება სადავოდ არ გაუხდია, რითაც დგინდება, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქმედება - მისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იყო სწორი და კანონშესაბამისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან უდავოა, რომ თეა ჯუღელს უნდა შეწყვეტოდა სტუდენტის სტატუსი 2013 წლის 18 მარტს (არსებობდა ამის კანონიერი საფუძვლები და იმის მიუხედავად უნივერსიტეტმა იმ დროს საკმარისად დაასაბუთა თუ არა გადაწყვეტილება, მთავარია, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი და კანონშესაბამისი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე), უდავოა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაც კანონშესაბამისია. დასკვნის სახით რომ ითქვას, თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი წარმოიშვა 2013 წლის 18 მარტს, რაც გახდა ასევე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველიც, ამდენად, მიუხედავად დროის გასვლისა და ბათილად ცნობილი აქტებისა, უნივერსიტეტმა დღესაც გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს 2013 წლის 18 მარტს არსებულ გარემოებებს. თეა ჯუღელისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა თანმდევი შედეგია მისთვის თავდაპირველად სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა.    
რაც შეეხება სასამართლოს მითითებას თეა ჯუღელის არაკვალიფიციურობის საკითხზე უნივერსიტეტის მსჯელობის ვალდებულებას, უნდა აღინიშნოს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს ხარისხიანი განათლება. ამავეს ითვალისწინებს უნივერსიტეტის წესდების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურიდან თეა ჯუღელი ამოირიცხა იმის გამო, რომ მან ვერ დაძლია დოქტორანტურის პროგრამა კანონით დადგენილ ვადაში. უნივერსიტეტის ინფორმაციით, თეა ჯუღელს არც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაუსრულებია სწავლა ამ დრომდე. ამდენად, უნივერსიტეტს, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან, საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული დანიშნულებიდან გამომდინარე, მოეთხოვება ახალგაზრდა თაობის მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადება. ეს მიზანი შეუძლებელია მიღწეული იყოს იმ პირობებში, როდესაც თავად სწავლების, ანუ სტუდენტთა მომზადების დონე არადამაკმაყოფილებელი იქნება. მართალია, ყოველივე ეს კონკრეტულ შეფასებაზეა დამოკიდებული და განზოგადებულად ამის თქმა რთულია, თუმცა ერთი რამ აუცილებელად არის გასათვალისწინებელი: ნებისმიერი უნივერსიტეტი დაინტერესებულია ჰყავდეს კვალიფიციური პედაგოგი, რათა ამ უკანასკნელმა, ობიექტური შესაძლებლობის ფარგლებში, იმ მიზნის განხორციელება შეძლოს, რასაც საუნივერსიტეტო სწავლება ჰქვია. ეს იდეა კი განუხორციელებელი იქნება იმ ვითარებაში, როდესაც პედაგოგი თავად ვერ ახერხებს დადგენილ დროში უმაღლესი იურიდიული განათლების ბოლო საფეხურის დასრულებას და ვერ ხდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. დღევანდელი კანონმდებლობა (მიუხედავად იმისა, რომ იგი წარსულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს და უკუძალა არ ექნება) პირდაპირ მიუთითებს იმ მოთხოვნაზე, რომ ასისტენტ-პროფესორი, ანუ სწავლების პროცესში ჩართული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის წარმომადგენელი, აუცილებლად აკადემიური ხარისხის მფლობელი პირი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ამით ხაზგასმულია პედაგოგისადმი წაყენებული კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი, რომლის არსებობაც მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების მიღების წინაპირობაა. შესაბამისად, უნივერსიტეტის დოქტორანტობა, როგორც ყველაზე მინიმალური სტანდარტი ხარისხიანი განათლების მიცემისა, იყო მნიშვნელოვანი წინაპირობა ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად და ამ თანამდებობის შესანარჩუნებლად. 
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 31-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების  საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. თეა ჯუღელისათვის ასისტენტ-პროფესორად არჩევის ვადა შეწყდეს 2013 წლის 20 მარტს.


2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოიცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა. 


3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დადგენილება ძალაში შედის დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობისთანავე.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

 

პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 103/2016

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მეორე და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016  წლის 22 ივნისის №104/01-01  ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №73/2016 დადგენილების პირველი და მე-8 პუნქტები) გადაწყვეტილებების (წერილები: 08.09.2016, №29880/02; 09.09.2016, №30151/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა) დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ა.მ“, „ა.ნ“, „ა.ო“  და „ა.პ“  ქვეპუნქტები:


„ა.მ) ანა დანელია - ასისტენტ-პროფესორი;
ა.ნ) შალვა ზვიადაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ა.ო) გივი ნადიბაიძე - ასისტენტ-პროფესორი;
ა.პ) გიორგი ჭელიძე - ასისტენტ-პროფესორი;“


ბ) დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „გ.ზ“  ქვეპუნქტი:


„გ.ზ) რუსლან სურმანიძე - ასისტენტ-პროფესორი;“


გ) დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ე.დ“  ქვეპუნქტი:


„ე.დ) მაია სვანაძე - ასისტენტ-პროფესორი.“


დ) დადგენილების პირველი პუნქტის VI ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ა.ზ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტები:


„ა.ზ) მარიამ ახალკაციშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ა.თ) კახა ქოიავა - ასისტენტ-პროფესორი;“


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ზ“, „ა.თ“, „ა.ი“, „ა.კ“, I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ და VI ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 26 სექტემბრიდან, გარდა პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტით დამტკიცებული „ა.ნ“ ქვეპუნქტისა, რაც ძალაში შევიდეს 2016 წლის 5 ნოემბრიდან.

 


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 102/2016

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მასწავლებლის მომზადების“ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016  წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით სპეციალური ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 12.09.2016, №30913/02 წერილის საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მასწავლებლის მომზადების“ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით სპეციალური ანკეტა-კითხვარი (დანართი №1). 


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.   დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

პროფესორი  დარეჯან  თვალთვაძე
რექტორის  მოვალეობის  შემსრულებელი     
აკადემიური  საბჭოს  თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 101/2016

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 16 მარტის №43/2015 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016  წლის 1 ივლისის №116/01-01 და №117/01-01 ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 25 ივლისის №80/2016 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილი: 25.08.2016, №27802/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 16 მარტის №43/2015 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა) დადგენილების  პირველი პუნქტის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ და  „ა.ე“ ქვეპუნქტები:


„ა.დ) ელენე კვანჭილაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ა.ე) ლია ჩხიკვიშვილი - ასისტენტ-პროცესორი.“


ბ) დადგენილების  პირველი პუნქტის I ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე“ ქვეპუნქტი:


„ბ.ე) ვლადიმერ გამსახურდია - ასისტენტ-პროფესორი.“


გ) დადგენილების  პირველი პუნქტის I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ ქვეპუნქტი:


„გ.დ) მარიამ ფანჯიკიძე - ასისტენტ-პროფესორი.“


დ) დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:


„ვ) სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგია და კონსულტირება


ვ.ა) ნინო ლაბარტყავა - ასისტენტ-პროფესორი;
ვ.ბ) სოფიო თევდორაძე - ასისტენტ-პროფესორი;


ზ) ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირება


ზ.ა) თეონა ლოდია - ასისტენტ-პროფესორი;“


ე) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის II ნაწილი:


„II. განათლება


ა) პედაგოგიკა


ა.ა) ზაქარია ქიტიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ა.ბ) ეფემია ხარაძე - ასისტენტ-პროფესორი;“


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ”  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების პირველი პუნქტის XX ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „ბ.ვ“ და „ბ.ლ“ ქვეპუნქტები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.   დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 100/2016