Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლექცია-დისკუსია - „საქართველო და ახლო აღმოსავლეთი 1918-1921 წლებში.“

27  მაისს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921)  შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა მართავს ლექცია-დისკუსიას  - „საქართველო და ახლო აღმოსავლეთი 1918-1921 წწ-ში.“
ლექციის ფარგლებში მიმოვიხილავთ თურქეთისა და ირანის პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას,  კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელობას I მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში.

მომხსენებლები :
სანდრო ბაკურაძე- აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, თურქეთის პოლიტიკისა და უახლესი ისტორიის მიმომხილველი. სანდრო ბაკურაძე 2010-2014 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქოლოგიას, ხოლო 2015-2018 წლებში სწავლობდა ანკარის ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის  თურქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.       

ნიკო ქელბაქიანი - აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. ნიკო ქელბაქიანი 2012-2016  წლებში სწავლობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ირანისტიკის მიმართულებით,  ხოლო 2016-2017 წლებში  ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლაში ირანის კვლევების მიმართულებით.

მოდერატორი:
გიორგი ჯავახიშვილი - ისტორიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921)  შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

 შეხვედრა გაიმართება ZOOM-ის საშუალებით.
 

Join Zoom Meeting

https://us04web.zoom.us/j/8764717617?pwd=MzNUWm13NlZjTXg0WXAwM0RRQ1hIZz09

Meeting ID: 876 471 7617

Passcode: 1920