Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2015 წელს 30 მარტიდან დაარსდა ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო კლუბი. კლუბში გაწევრიანდა 30-მდე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, რომელთა ინტერესს წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითი უნარების გაღრმავება, კველვითი ინტერესების და იდეების გაზიარება და ფსიქოლოგიის სფერეოში არსებული თანამედროვე კვლევევის გაცნობა და ანალიზი.

 

სტუდენტური კლუბის შეხვედრები ეწყობოდა თვეში ორჯერ. ყოველ შეხვედრაზე მინიმუმ ორი სტუდენტი წარმოადგენს საკუთარი კვლევის (ან კვლევითი პროექტის) პრეზენტაციას. პრეზენტაციის შემდეგ იმართება დისკუსია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხსენებელს კრიტიკულად გადააფასოს საკუთარი კვლევა და შეატანის ცვლილება სამომავლო ან მიმდინარე კვლევით პროექტებში. ყოველი შეხვედრის დროს განიხილება ერთი ახალი კვლევა (ჩატარებული დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტში), როგორც თანამედროვე სტანდარტებით ჩატარებული კვლევის მოდელი.

 

სტუდენტური სამეცნიერო კლუბი ეხმარება სტუდენტებს: 
 

  • საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო კვლევითი პროექტების მომზადებაში, აძლევს რა მათ საშუალებას წარადგინონ კვლევითი პროექტი ნებისმიერ ეტაპზე და მიიღონ უკუკავშირი აუდიტორიისაგან
  • გაეცნონ და გაანალიზონ ფსიქოლოგიის სფეროში არსებული თანამედროვე მიღწევები
  • განავითარონ პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარი


კლუბის წევრი შეუძლია გახდეს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს, ვისაც აინტერესებს სამეცნიერო კვლევები და სურს გაიღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით.

მსურევლებს მოეთხოვებათ აქტიური ჩართულობა  კლუბის მუშაობაში: შეკრებებზე დასწრება, პრეზენტაციების მომზადება და დისკუსიაში ჩართულობა. შეხვედრების განრიგი და აქტივობები განხილული იქნება საინფორმაციო შეხვედრაზე.

 

სამეცნიერო კლუბის ხელმძღვანელი: მაია მესტვირიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დეპარტამენტი

ელ. ფოსტა: maia.mestvirishvili@tsu.ge, 

ტელ.: +995 593 312 411