Website is working in a trial mode

(Old version)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ტრენინგ-მოდულის მიზანია, დაეხმაროს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს   სწავლების პროცესის დაგეგმვასა და გაუმჯობესებაში. კურსის ძირითადი ამოცანაა თანამედროვე საუნივერსიტეტო კურიკულუმის და სილაბუსის შემუშავების ძირითადი პრინციპების სწავლება, ბოლონიის პროცესის, საქართველოს კანონმდებლობისა და სააკრედიტაციო მოთხოვნების შესაბამისად. სწავლისა და სწავლების თეორიების გააზრება უმაღლესი განათლების კონტექსტში;

     

    ტრენინგ-მოდულის ავტორი და ტრენერი: პროფესორი ირინე დარჩია, უმაღლესი განათლების ექსპერტი

     

    კურსი განკუთვნილია:

    • უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისათვის;
    • უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტებისათვის;
    • სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

     

    კურსის მიზანია:

     

    • დაეხმაროს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს  სწავლების პროცესის დაგეგმვასა და გაუმჯობესებაში;
    • მსმენელებს გააცნოს ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ძირითადი პროცესები, საუნივერსიტეტო კურიკულუმის და სილაბუსის შემუშავების ძირითადი პრინციპები;
    • შეასწავლოს სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პოცესის დაგეგმვის პრინციპები;

     

    ტრენინგ-მოდულის მოცულობა: 15 საათი

     

    ღირებულება: 200 ლარი

    კორპორატიული დაკვეთის შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

     

    კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

     

    საკონტაქტო ინფორმაცია:  თსუ   უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).  ტელ.:  2250484 (შიდა ნომერი 1464 ან1466), ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge


    რეგისტრაციის ბმული