Website is working in a trial mode

(Old version)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    კურსის მიზანია,  მოამზადოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ სხვადასხვა კატეგორიის სურსათის ეტიკეტირების მიმართ დადგენილი მოთხოვნები, ასევე სურსათის ეტიკეტზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების და სურსათში ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების დამატების   ზოგადი პრინციპები, მოთხოვნები და პროცედურები. განახორციელონ ეტიკეტის წარდგენის (პრეზენტაციის), რეკლამის კონტროლი სურსათის ბაზარზე განთავსების სხვადასხვა ეტაპზე.

     

    კურსი განკუთვნილია როგორც დიპლომირებული, ასევე საბაზო განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან  გამომდინარე  აინტერესებთ აღნიშნული პროგრამის გავლა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები სურსათის უვნებლობის სფეროში.

     

    კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: მინიმუმ განათლების საბაზო საფეხური და ასაკი 18 წელი.

     

    კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

    • სხვადახვა კატეგორიის სურსათის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები;
    • მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების წესები და ტერმინთა განმარტებები;
    • სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის წარდგენის პრინციპები;
    • ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობები;
    • სურსათის წარმოებისთვის საჭირო ინგრედიენტების მიმართ არსებული მოთხოვნები;
    • ალერგიის ან მომატებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის ეტიკეტირების პრინციპები;
    • ვარგისიანობის მინიმალური ვადები;
    • სურსათის კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
    • საბოლოო მომხმარებლისათვის განკუთვნილი სურსათის წარდგენის (პრეზენტაციის) ან რეკლამის დროს ეტიკეტზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესი;
    • მოთხოვნები სურსათში ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების დამატების ზოგადი პრინციპების, მოთხოვნებისა და პროცედურების მიმართ, სურსათში ნორმირებას დაქვემდებარებული ნუტრიენტები;
    • სხვადასხვა კატეგორიის სურსათისა და საკვებდანამატების ეტიკეტირების  მიმართ არსებული მოთხოვნები.

     

    კურსის ავტორები და ტრენერები:

    გიორგი მიქაძე - მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;

    ქეთევან დადიანი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

     

    კურსის მოცულობა: 12 სთ. 

     

    კურსის ღირებულება: 130 ლარი.

     

    კურსზე რეგისტრაცია

     

    კურსის  დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

     

    საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).  კურსის კურატორი: ტელ.: 555 603080.; 599318133; ელ.ფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge

     

    ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.