- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- რაოდენობრივი მაჩვენებლები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების განყოფილებასთან თანამშრომლობის ფარგლებში,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
აცხადებს აპლიკანტთა წინასწარ შერჩევას ჰარვარდის საზაფხულო სკოლის 2025 წლის პროგრამაში მონაწილეობისთვის!
- ჰარვარდის საზაფხულო სკოლა (HSS), დაარსებული 1871 წელს, არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ძველი აკადემიური საზაფხულო პროგრამა.
- კურსებს უძღვებიან ჰარვარდის პროფესორები, გამოჩენილი მოწვეული მეცნიერები და ინდუსტრიის ექსპერტები.
- პარტნიორობის უპირატესობები მოიცავს პროფესიული კავშირების შექმნის შესაძლებლობებს, მხარდაჭერას სტუდენტურ ვიზაზე განაცხადის გაკეთების პროცესში და სხვა სტუდენტურ უპირატესობებს სწავლის პერიოდში და შემდგომ.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე (სწავლების სამივე საფეხურის) აპლიკანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ წინაპირობებს:
1. აკადემიური წინაპირობა:
- აქვთ GPA არანაკლებ 3.2-სა სწავლების მიმდინარე საფეხურზე (2025-26 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მონაცემებით)
2. თსუ-ს მიერ ნაწილობრივად დაფინანსებულ პროგრამაზე განაცხადის გაკეთება არ შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც:
- 2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულს სემესტრში სარგებლობენ თსუ-ს მიერ ადმინისტრირებული გაცვლითი პროგრამით
- 2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულს სემესტრში ასრულებენ სწავლას თსუ-ში
- 2025 წელს თსუ-ს დაფინანსებით მონაწილეობა მიიღეს ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში
3. ენობრივი კომპეტენცია:
აპლიკანტები უნდა ფლობენ ინგლისურის ენის ცოდნის დამადასტურებელ შემდეგ დოკუმენტთაგან ერთ-ერთს (რომელიც გაცემულია არაუადრეს 2024 წლის 1 იანვრისა):
- TOEFL – 100 ქულა ინტერნეტზე დაფუძნებულ TOEFL iBT ტესტზე, მათ შორის TOEFL iBT Home Edition-ის ვერსიაზე.
- საერთაშორისო ინგლისური ენის ტესტირების სისტემა (IELTS) აკადემიური* – 7.0, მათ შორის IELTS აკადემიური ონლაინ ტესტი.
- PTE Academic ტესტი (PTEA) – 70
- Duolingo ინგლისურის ტესტი (DET) – 125
შენიშვნა: პროგრამაში მონაწილეობის მოსაკრებლის, ცხოვრებისა და კვების სრულად გადახდის ბოლო თარიღია 2026 წლის 11 მაისი.
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.