Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ლანდშაფტმცოდნეობა

გეოგრაფია მოიცავს როგორც ცალკე დარგობრივ, ისე კომპლექსურ დისციპლინებს. კომპლექსური დისციპლინების რიცხვს მიეკუთვნება ლანდშაფტმცოდნეობა. იგი სწავლობს ბუნებრივ - ტერიტორიულ კომპლექსებს (ბტკ), მათი ფორმირების, განლაგების, განვითარებისა და დინამიკის კანონზომიერებებს. ლანდშაფტის კვლევა უნდა ეყრდნობოდეს ბტკ-ების სივრცე-დროითი ანალიზისა და სინტეზის კონცეფციასაც. პროფ. ნიკოლოზ ბერუჩაშვილის ლანდშაფტური სინთეზის სივრცე - დროითი კონცეფცია ჯერ-ჯერობით ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ბუნების სხვადასხვა კომპონენტებსა და სხვადასხვა ბტკ-ებს სწავლობს ერთიანი მეთოდოლოგიით, რაც საშუალებას იძლევა ბტკ-ების მდგომარეობები შესწავლილ იქნეს, როგორც საველე, ექსპედიციური, ასევე სტაციონარული და სხვა სახის კვლევების საფუძველზეც (სივრცე-დროითი მოდელირება). სახელმძღვანელოს პირველი გამოცემა თსუ-ს სტამბაში 1992 წელს დაიბეჭდა. მეორე გამოცემა არის ორიგინალის სრული ასლი - ავტორის სტილი დაცულია.

isbn : 978-9941-36-421-1
ფასი: 0₾



მსგავსი წიგნები