Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დასაქმების შესაძლებლობები - შეხვედრა „გუდვილთან“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ჰიპერმარკეტების ქსელის „გუდვილი“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.

 

დასაქმების შესაძლებლობები „გუდვილში“, საინტერესო ვაკანსიები, კარიერული განვითარების პერსპექტივები, ასევე რჩევები და რეკომენდაციები დამსაქმებლისგან, თუ როგორ უნდა მოემზადონ გასაუბრებისთვის, როგორ შექმნან ეფექტური რეზიუმე და მოტივაციის წერილი და წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა და პროფესიული უნარები - ეს ის თემებია, რაზეც სტუდენტებთან ტრენინგ-მენეჯერმა მიხა ყორშიამ და რეკრუტერებმა ნინო გიორგაძემ და ნინი ალიბეგაშვილმა ისაუბრეს.

 

შეხვედრას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის“ საფინანსო სერვისები“ და „ბუღალტრული აღრიცხვა“ სტუდენტები, პროგრამის ხელმძღვანელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თარიღი: 26/06/2025