“პროფესიული კომპეტენციების ევოლუცია ცოდნის სწრაფი ცვალებადობის პირობებში” (ინეზა ვაწაძე, მარინე ხავთასი) და “მასწავლებლის ავტორიტეტის ტრანსფორმაცია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში - სცენის კერპიდან კულისების მენტორამდე” (სოფიო კაკაურიძე) - ამ თემებით იყო თსუ პროფესიული განათლების ცენტრი წარმოდგენილი ბათუმში გამართულ პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენციაზე ,,პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“.
კონფერენციაში, რომელიც კოლეჯების ,,ბლექსისა“ და ,,ახალი ტალღის“ ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო კოლეჯები, პროფესიული განათლების მიმწოდებელი უმაღლესი სასწავლებლები და სპეციალური სტუმრები 4 ქვეყნიდან: გერმანია, საფრანგეთი, იტალია და უნგრეთი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, ცენტრის ხელმძღვანელის მოადილე ინეზა ვაწაძე, ხარისხის უზრუნველყოფის და სასწავლო პროცესის მართვის მენეჯრები სოფიო კაკაურიძე და მარინე ხავთასი.