სასერტიფიკატო კურსი „კომპიუტერის პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფა“ განკუთვნილია მათთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეიძინონ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა ოპერაციული სისტემების შესახებ, სურთ დამოუკიდებლად განახორციელონ ოპერაციული სისტემის ინსტალირება, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვადასხვა პარამეტრების მომართვა. სისტემაში წარმოქმნილი პრობლემებში გარკვევა და აღმოფხვრა. აგრეთვე დაინტერესებულები არიან შეიძინონ ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ლოკალურ და გლობალურ ქსელში სამუშაოდ.
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: მსმენელები უნდა ფლობდნენ კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევებს.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ექნება შესაძლებლობა გახდეს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტი, ფლობდეს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს. შეძენილი ცოდნა დაეხმარება მათ ეფექტურად და კვალიფიციურად იმუშაონ სხვადასხვა ოპერაციულ სისტემასთან.
კურსს უძღვება: მაკა ოდილაძე
კურსის მოცულობა: 24 საათი;
კურსის ღირებულება: 120 ლარი;
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ თსუ უწვეტი განათლების ცენტრში:
ტელ.: 222 36 52, email: tsulll@tsu.ge, Facebook: თსუ უწყვეტი განათლება - TSU LLL
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (თსუ პირველი კორპუსის გვერდით)
ტრენინგის დასრულებისას გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.