კურსი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სექტორში ხარისხის მართვის მოწინავე ტექნოლოგიების მიწოდებას მსმენელთათვის ორგანიზაციის ეფექტურობისა და ეფეტიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის. კერძოდ, შეასწავლოს მსმენელს ლინ მენეჯმენტისა და სამედიცინო სამსახურის ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები, განუვითაროს მსმენელს პრაქტიკული უნარ-ჩვევები სამუშაო ადგილზე სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარჯთეფექტური მეთოდების წარმატებულად წარდგენა/დანერგვისთვის; განუვითაროს მსმენელს პერსონალური თუ გუნდური პასუხისმგებლობა-ანგარიშვალდებულება სამუშაო ადგილზე, საუკეთესო შედეგებისადმი სწრაფვა და პრობლემური საკთხის გადაჭრისადმი ინოვაციური მიდგომა. საზოგადოდ, ხელი შეუწყოს ორგანიზაციაში უწყვეტი გაუმჯობესების კულტურის დამკვიდრებას უკეთესი კლინიკური და ფინანსური შედეგების მისაღწევად.
კურსის სამიზნე აუდიტორიაა:
- სამედიცინო პროვაიდერების და სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მენეჯერები, ადმინისტრატორები, განყოფილების ხელმძღვანელები, ექიმები, ექთნები.
- ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მიმწოდებლები.
- ფარმაცევტული ქსელის მენეჯერები.
- პროგრამაში ჩართვის წინაპირობა:
- არსებულ პოზიციაზე არანაკლებ ნახევარწლიანი სამუშაო გამოცდილება და წინასწარი გასაუბრება. ხელმძღვანელის მხარდაჭერა სასურველი წინაპირობაა.
წინასწარი გასაუბრებით ფასდება შემდეგი კომპონენტების მიხედვით:
- აქვს სამუშაო ადგილზე საკუთარი და გუნდური შედეგიანობის გაუმჯობესების მკაფიო მოტივაცია.
- აქვს სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი და მზაობა.
- აქვს პასუხისმგებლობა დაუთმოს საჭირო დრო მეცადინეობას სასწავლო კურსის მთელი მიმდინარეობის მანძილზე (დასწრება და საშინაო დავალება).
- შეუძლია სამუშაო ადგილზე არსებული გასაუმჯობესებელი საკითხის (საკუთარი პროექტის) მოკლე ფორმულირება.
შეფასების კრიტერიუმები:
აქვს - 1 ქულა
შეუძლია - 2 ქულა
შეუძლია არამკაფიოდ ფორმულირება - 1 ქულა
არ აქვს/არ შეუძლია - 0 ქულა
მაქსიმუმი 5 ქულა, მინიმუმი 4 ქულა.
პროგრამაში ჩართვის წინაპირობას წარმოადგენს წინასწარ გასაუბრებაში მინიმუმ 4 ქულის დაგროვება. აპლიკანტი, რომელიც ვერ დააგროვებს 4 ქულას, გამოეთიშება მისაღებ კონკურსს.
პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად, კურსდამთავრებულს განვითარებული აქვს შემდეგი კომპეტენციები:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულმა იცის:
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თანამედროვე პრინციპები;
- ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ხარისხის გაუმჯობესების საბაზისო ინსტრუმენტები;
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები, ხარისხის წარმატებულად მართვის განმაპირობებელი ფაქტორები;
- ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკის საერთაშორისო მაგალითები და მათი ეკონომიური სარგებლიანობა;
- თვითდისციპლინის როლი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებში („დაიწყე შენით“ პრინციპი);
- გუნდური შეჭიდულობის მნიშვნელობა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
- კურსდამთავრებულს შეუძლია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარების გამოყენება ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში, კერძოდ:
- ხარსხის გაუმჯობესების სისტემური ხედვა ორგანიზაციულ ჭრილში და საკუთარი როლის/ფუნქციის განსაზღვრა სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად;
- სამუშაო პროცესების ანალიზი, დანაკარგებისა და არაეფექტური პროცესების აღმოჩენა და მათ აღმოფხვრაზე მიმართული დასაბუთებული ღონისძიებების შემუშავება/წარდგენა ხელმძღვანელთან;
- გაუმჯობესებაზე მიმართული ხარჯთეფექტური ბიზნეს ქეისის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
- ხარისხის გაუმჯობესების პროცესში მონაცემთა შეგროვება და მათი მიზნობრივი გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად;
- სამედიცინო მომსახურებაზე პერსონალური და გუნდური პასუხისმგებლობის აღება მულტიდისციპლინურ სამუშაო გარემოში;
დასკვნის გაკეთების უნარი
კურსდამთავრებულს შეუძლია:
- სამედიცინო მომსახურების ხარისხში არსებული ნაკლოვანებების ანალიზი და ანალიზზე დაფუძნებული დასკვნების გაკეთება;
- გაუმჯობესების პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების ანალიზი და ანალიზზე დაფუძნებული გონივრული არგუმენტაცია ახალი გადაწყვეტილების მისაღებად;
- პრაქტიკაში არსებული მიზეზ-შედეგობრივი მონაცემების ლოგიკური დაკავშირება და მათი გაანალიზება.
კომუნიკაციის უნარი:
კურსდამთავრებულს შეუძლია:
- სერვისების მიწოდების ხარისხის თემატიკასთან დაკავშირებული ცოდნის პროაქტიული გაზიარება კოლეგებისთვის;
- გუნდში და პროფესიულ წრეში ხარისხის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია;
- ხარისხის გაუმჯობესების პროცესში დამუშავებული და დასაბუთებული მონაცემების დამოუკიდებლად წარდგენა გუნდში, ხელმძღვანელობასთან თუ სხვა დაინტერესებული აუდიტორიისათვის.
სწავლების ენა: ქართული ან ინგლისური
კურსის მოცულობა: 28 საათი
კურსის ღირებულება: 400 ლარი.
თსუ-ის თანამშრომლებისათვის კურსის ღირებულება შეადგენს 200 ლარს.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 930 920
ცენტრი იტოვებს უფლებას შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი ობიექტურად გამოწვეული მიზეზების გამო, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება ყველა დარეგისტრირებულ მსმენელს.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
კურსს გაუძღვება: ლელა სტურუა, თსუ მოწვეული სპეციალისტი. მედიცინის მაგისტრი. ჯანდაცვის ხარისხის მართვის სერტიფიცირებული პროფესიონალი (IHI, ჯანდაცვის გაუმჯობესების ინსტიტუტი, აშშ) ლინ ექვსი სიგმა მწვანე ქამრის მფლობელი.