ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას კურსზე "მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ექსტენსიური კურსი".
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- საგნის სწავლებისთვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა;
- კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება;
- სხვადასხვა ტიპის , სტილისა და ჟანრის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება შინაარსობრივი, იდეური, ფუნქციური თვალსაზრისით;
- ქართული მწერლობის განვითარების პერიოდების მიმოხილვა;
- ლიტერატურისმცოდნეობითი ტერმინები;
- ზოგადი ცნობები ენის შესახებ;
- ფონეტიკა, მორფოლოგია,ნსინტაქსი, ლექსიკოლოგია, სტილისტიკა.
კურსი შედგება ორი მოდულისაგან:
I მოდული: I-VI კლასები
ღირებულება ერთი მსმენელისათვის - 720 ლარი; ეტაპობრივად გადახდის შემთხვევაში თვეში - 180 ლარი;
მოცულობა - 64 საათი;
II მოდული: VII-XII კლასები
ღირებულება ერთი მსმენელისათვის - 720 ლარი; ეტაპობრივად გადახდის შემთხვევაში თვეში - 180 ლარი;
მოცულობა - 64 საათი;
მსმენელს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი მოდული ან ორივე ერთად.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი14-64); 577420528.
ელფოსტა: lali.chelidze@tsu.ge