eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში ღონისძიება ჩატარდა

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ვარდისფრად განათდა, რითაც მხარი დაუჭირა ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო მოძრაობას.

 

თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, მედიცინის ფაკულტეტმა და ონკოლოგიისა და პალიატიური მედიცინის კათედრამ გამართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიება „ვარდისფერი ოქტომბერი — ადრეული აღმოჩენა სიცოცხლეს გადაარჩენს!“

 

ოქტომბრის თვე მსოფლიოში აღინიშნება, როგორც „ვარდისფერი ოქტომბერი“ (Pink October) — ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვე. ამ კაპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობის მიზანია საზოგადოების, განსაკუთრებით ქალების, ინფორმირება ადრეული დიაგნოსტიკის, სკრინინგისა და პრევენციის მნიშვნელობის შესახებ.

 

საინფორმაციო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. 

თარიღი: 27/10/2026