eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2026 წლის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის შესახებ

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2026 წლის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი (BSG).

 

კონკურსის მიზანია ბაკალავრიატის სტუდენტთა სამეცნიერო ინტერესების გაღვივება, ინოვაციური იდეებისა და შემოქმედებითი მიდგომების წახალისება, კვლევითი უნარებისა და სამეცნიერო პოტენციალის განვითარება, აგრეთვე, საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის პროცესებში მათი ჩართულობის ზრდა და სამეცნიერო კარიერის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ძირითად პერსონალს წამყვან ორგანიზაციასთან ერთად. ძირითადი პერსონალი უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი სტუდენტისგან, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და სწავლობენ საქართველოში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, აქტიური სტუდენტის სტატუსით. პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი.

 

საპროექტო განაცხადის ტიპია ინსტიტუციური. თითოეული პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის განსაზღვრულია შემდეგი ვადები:

 

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS): 2026 წლის 30 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის 18:00 საათამდე — http://gmus.rustaveli.org.ge;

 

ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა: 2026 წლის 17 ნოემბრის 18:00 საათამდე;

 

ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები: 2026 წლის 3 და 10 ნოემბერს, 16:00 საათზე. შეხვედრების ბმულები ხელმისაწვდომი იქნება ფონდის ვებგვერდზე, კონკურსის შესაბამის გვერდზე.

 

პროექტების შეფასება, გამარჯვებულების გამოვლენა და საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება დაგეგმილია 2026 წლის დეკემბერში.

 

კონკურსის პირობები, მარეგულირებელი დოკუმენტები და განაცხადის მოსამზადებლად საჭირო დანართები განთავსებულია ფონდის ვებგვერდზე — https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/fondi-atskhadebs-bakalavriatis-studentebistvis-2026-tslis-miznobriv-sagranto-konkurss

განაცხადის მომზადებამდე აუცილებელია აღნიშნული დოკუმენტების დეტალურად გაცნობა.

 

დამატებითი კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: bsg-26@rustaveli.org.ge.

 

კონკურსის კოორდინატორი: ქეთევან გორგაძე  ტელ.: +995 32 2 200 220, შიდა ნომერი: 44 02.

 

გთხოვთ, ხელი შეუწყოთ კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თქვენი უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და ბაკალავრიატის სტუდენტებს შორის, მათ შორის, უნივერსიტეტის ვებგვერდისა და სხვა საინფორმაციო არხების მეშვეობით.

 

თარიღი: 02/11/2026