თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აგრძელებს საბავშვო ღონისძიებების სერიას - „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვებს“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში მასპინძლობენ თანამედროვე საბავშვო მწერლები, პოეტები და მთარგმნელები, რომლებიც საუბრებენ ლიტერატურაზე, იმართება დისკუსიები. მოსწავლეებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, გაეცნონ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ, უძველეს ნაბეჭდ წიგნებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ამჯერად 55-ე საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები ეწვივნენ, რომელთაც საბავშვო მწერალმა და პოეტმა გივი ჩიღვინაძემ უმასპინძლა. მოსწავლეებს იგი თავისი შემოქმედებიდან ლექსებსა და მოთხრობებზე ესაუბრა.
ღონისძიების მთავარი მიზანია მოზარდებში წიგნისადმი სიყვარულის გაღრმავება და კითხვის პოპულარიზაცია იყო.