eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა ეკონომიკის ფაკულტეტზე პერსონალის მე-13 საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია, ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლები, თსუ კანცლერი ლაშა საღინაძე პერსონალის მე-13 საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი აკადემიური და კვლევითი პროექტების განვითარების, ასევე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის გაფართოების შესაძლებლობებს.

 

ფაკულტეტის დეკანმა მერაბ ხოხობაიამ ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ფაკულტეტზე მიმდინარე საერთაშორისო პროექტები და თანამშრომლობის მიმართულებები გააცნო, დაათვალიერებინა ბლუმბერგის ფინანსური ბაზრების ლაბორატორია.

თარიღი: 30/10/2026