eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ფრაიბურგის კათოლიკური გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (KH Freiburg) წარმომადგენლებს: სტეფანი ბოჰლენს (რექტორი); ან კელნერს (პროფესორი);ნაომი ჰიროის (საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი) უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა სოციალური მუშაობის მიმართულებით მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ კვლევებს, სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებას, აკადემიური გაცვლების გაგრძელებასა და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში თანამშრომლობას.

 

თსუ-სა და KH Freiburg-ს შორის თანამშრომლობა 2020 წელს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით დაიწყო, ხოლო შემდგომ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა. პარტნიორობის შედეგად წარმატებით განვითარდა სტუდენტებისა და პროფესორების აკადემიური მობილობა, ერთობლივი კვლევები და სასწავლო პროექტები.

 

თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია თსუ-ის სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამაში არჩევითი კურსის - „კვლევაზე დაფუძნებული პროექტი და პრაქტიკა“ - დანერგვა, რომელშიც დღემდე 120-მდე ქართველმა და გერმანელმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

თარიღი: 27/10/2026