საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვით მმართველობის არჩევნები გადავადდა და ახალ თარიღად, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მ.შ. ბრძანებით, 2021 წლის 6 ნოემბერი განისაზღვრა (შესაბამისი სამართლებრივი საკითხების გათვალისწინებით).

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 12 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, რაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ჯგუფის მიერ გასაჩივრდა. სარჩელის განხილვის დასრულებამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ არჩევნების თარიღის გადავადება მოითხოვა. თვითმმართველობის არჩევნებში თსუ-ის 7 ფაკულტეტზე 140 დელეგატს აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობა სამივე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს შეუძლია. არჩევნებს 2 არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება - "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია" და "დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება".

 

იხილეთ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მიზნით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N9

 

თარიღი: 11/10/2021