Website is working in a trial mode

(Old version)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სასერტიფიკატო კურსის მიზანია, მოამზადოს სურსათის უვნებლობის მართვის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ სურსათის უვნებლობის მიმართ არსებული მოთხოვნები, სურსათის უვნებლობაზე მოქმედი პოტენციური საფრთხეები (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური) სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოში დანერგონ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული   საკონტროლო  წერტილების (HACCP) სისტემა და განახორციელონ კონტროლი და შიდა აუდიტი დანერგილი სისტემის ეფექტური ფუნქციონირების შესაბამისობის დადგენის მიზნით.

     

    კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან  გამომდინარე აინტერესებთ აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ მათი კომპეტენციები ზოგადად სურსათის უვნებლობისა და სურსათის უვნებლობის მართვის  სფეროში.

     

    კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: საშუალო განათლების საბაზო საფეხური და მინიმალური ასაკი 18 წელი.

     

    კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

    • სურსათის უვნებლობაზე მოქმედ პოტენციური საფრთხეების შესახებ (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური);
    • სურსათის უვნებლობის მართვის სისტემებთან დაკავშირებული ქართული და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო მოთხოვნები;
    • საერთაშორისო სტანდარტებით (ISO 22000; FSSC 22000) სერტიფიცირების საკითხები;
    • სურსათის ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფორმები და მეთოდები.

     

    შეძლებენ:

    • მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
    • მონაწილეობას სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (HACCP) დანერგვის პროცესში;
    • უკვე დანერგილი სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის შიდა აუდიტის განხორციელებას;
    • სისტემის მუდმივი გაუმჯობესაბისათვის ზრუნვას;
    • სურსათის საწარმოების საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებისთვის მომზადებას;
    • სხვადასხვა პროფილის საწარმოში სურსათის უვნებლობაზე მოქმედი პოტენციური საფრთხეების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური) აღმოცენების, გამოვლენისა და პრევენციის მიმართ სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებას;
    • შეუსაბამობების და მათი გამომწვევი ფაქტორების ამოცნობას და სურსათის ბიზნესოპერატორისათვის შესაბამისი რჩევებისა და რეკომენდაციების მიწოდებას;
    • კომუნიკაციის დამყარებას ბიზნესოპერატორებთან, ამ სფეროში მოღვაწე და დაინტერესებულ სხვა სუბიექტებთან.

     

    სასერტიფიკატო კურსის ავტორები და ტრენერები:

    გიორგი მიქაძე - მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;

    ქეთევან დადიანი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

     

    კურსის მოცულობა:  36  საათი.

     

    კურსის ღირებულება:  500 ლარი.

     

    კურსზე რეგისტრაცია

     

    კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

     

    საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 555603080.; 599318133; ელ.ფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge

     

    ცენტრი უფლებას იტოვებს,საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.