Website is working in a trial mode

(Old version)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სამაგისტრო პროგრამის დასახელება: საზოგადოებრივი ჯანდაცვა (Public Health)

    მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი (MA in Public Health)

    სწავლების ძირითადი დარგი/სპეციალობა:საზოგადოებრივი ჯანდაცვა

    პროგრამის მოცულობა კრედიტებით  - 120 ECTS კრედიტი

    სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: ნატა ყაზახაშვილი, MD PHD, თსუ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი

     

     

    სამაგისტრო  პროგრამის  საკვალიფიკაციო  დახასიათება:

    საზოგადოებრივი ჯანდაცვა წარმოადგენს შედარებით ახალ, ძალზე სწრაფად მზარდ დისციპლინას. იგი შეისწავლის თუ რა ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები; აგრეთვე ჯანდაცვის სისტემის მოწყობის და მართვის საკითხებს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მენეჯმენტის უმნიშვნელოვანეს საკითხებში მაგისტრანტთა ღრმა და საფუძვლიანი სწავლება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავება, კერძოდ: საქართველოს ძირითადი დემოგრაფიული და სოციალური მიმართულებების, ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის, ჯანდაცვის განვითარების სტრატეგიული გეგმის, ჯანდაცვის პრიორიტეტების, სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მოწყობის, სისტემის სტრუქტურის, პირველადი ჯანდაცვის სისტემის მართვის, ჰოსპიტალური მენეჯმენტის, მოსახლეობის სპეციფიკური ჯგუფების ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოსახლეობის საჭიროების შეფასების, სამედიცინო სერვისების სამედიცინო ბაზარზე მიწოდების, სამედიცინო მომსახურების შესყიდვის, ჯანდაცვის კანონმდებლობის და სხვათა შესახებ.