Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის მიზანი: ჰოლდინგის მასშტაბით საგადასახადო აუდიტისა და ფინანსური კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, დადგენილი პერიოდულობით, საგადასახადო აუდიტის წარმართვა და მიღებულ შედეგებზე რეპორტების მომზადება;
  • ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის შემოწმებაში და საგადასახადო კონსულტაციებში ჩართულობა, წერილობითი რეკომენდაციების გაცემა და მათი მონიტორინგი;საგადასახადო დოკუმენტაციისა და პროგრამული აღრიცხვის შესაბამისობის ანალიზში ჩართულობა;
  • პროფესიული სიახლეების გაცნობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის/თანამშრომლებისთვის რეკომენდაციის გაცემა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.



ცოდნა და გამოცდილება:

  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით;
  • საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ACCA-ის ჩაბარებული წიგნები ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
  • საგადასახადო აუდიტისა და საკონსულტაციო სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.



პიროვნული მახასიათებლები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • რისკების მენეჯმენტი.



სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;

მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 2ა / პეკინის გამზ. 34;

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, Snap Fitness აბონიმენტი.


გისურვებთ წარმატებას!

 

Apply now