Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზოგადი პირობები:

  • სტაჟირების დაწყების სასურველი პერიოდი: ივლისი;
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე;
  • ხელზე ასაღები ანაზღაურება სტაჟირების განმავლობაში: 500 ლ;
  • სამუშაო განრიგი: ინდივიდუალური, წინასწარ შეთანხმებული ლექციების და გამოცდების გათვალისწინებით (ოფისის სამუშაო განრიგია: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30);
  • ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;


სტაჟიორი გაეცნობა და მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში:

  • ყოველწლიურად, ასევე ყოველი ექვსი თვის ჭრილში მოგება-ზარალის უწყისის, ბალანსის, კაპიტალისა და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისების მომზადებაში ჩართულობა; საჭიროებისამებრ სხვა სახის ფინანსური რეპორტების აწყობა;
  • ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • დარიცხვების შემოწმება და ბუღალტრული ბაზების სისრულისა და გამართულობის კონტროლში ჩართულობა;
  • ჰოლდინგის მასშტაბით მიმდინარე ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზში ჩართულობა
  • ფინანსური აუდიტის პროცესში აუდიტორებთან ურთიერთობა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • პროფესიული სიახლეების გაცნობა;


აუცილებელი მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
  • MS Office (MS Excel - ძალიან კარგად ცოდნა);


გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;



გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.



კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.



გისურვებთ წარმატებას!

 

Apply now