,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, რიფლეი, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 50-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში.
შპს ,,აი სი არ ტრეიდ"-ში ვაცხადებთ 1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას 2 მიმართულებით:
1. კომერციული განვითარების მიმართულება - მხარს უჭერს მარაგების მართვის სისტემის სწორ ფუნქციონირებას და მუშაობს ბრენდის ჭრილში მაღაზიების სასაქონლო მარაგების ეფექტიან გადანაწილებაზე; ამზადებს გაყიდვების ანალიზის და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს სხვადასხვა გუნდებთან.
2. ბიზნესის მხარაჭერის მიმართულება - სტაჟიორი ჩართული იქნება კომპანიის საოპერაციო პროცესებში და მხარს დაუჭერს როგორც გაყიდვების, ისე მარკეტინგული და მარაგების მართვის სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.
სტაჟირებისათვის საჭირო უნარები:
- სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
- ქართული ენის - სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენა - კარგად
რას გთავაზობთ:
- “აი სი არ ტრეიდის“ პროფესიონალთა გუნდთან ერთად ბიზნეს პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
- წარმატებული კარიერის შესაქმნელად აუცილებელი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას და პროფესიულ კავშირებს;
- სამუშაო პროცესში სწავლებას. პერსონალური განვითარების გეგმის, უკუკავშირისა და პროფესიონალ მენტორებთან მუშაობის საშუალებით, თქვენი პროფესიული განვითარების სწრაფ პროცესს;
- 1 წლიან ანაზღაუარებად სტაჟირებას;
- სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში), სალექციო საათების გათვალისწინებით;
- 1000 GEL Gross თვიურ ანაზღაურებას.
წარმატებული სტაჟიორები მიიღებენ შეთავაზებას დასაქმების შესახებ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 15 ივლისი, 2025
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული