Website is working in a trial mode

(Old version)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ფიზიკა
    საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელები:

    თსუ  პროფესორი ა. უგულავა (კოორდინატორი)
    თსუ  პროფესორი ნ. შათაშვილი
    თსუ  პროფესორი ა. შენგელაია
    თსუ  პროფესორი თ. მძინარაშვილი 

     

    საბაკალავრო  პროგრამაზე  ”ფიზიკა”  ხორციელდება  მოტივირებული სტუდენტების  წახალისების  შემდეგი  მექანიზმი:  ფიზიკაში/მათემატიკაში ეროვნული  გამოცდების  შედეგებისა  და  პირველი  სემესტრის  განმავლობაში მიღწეული  წარმატებების  საფუძველზე  პირველი  სემესტრიდანვე  ყალიბდება  „წინმსწრები“  ჯგუფი,  რომელიც  გაივლის  ზოგადი  ფიზიკის  კურსებს წინმსწრები  გრაფიკით  (იხ.  კურიკულუმში  *-ით  მონიშნული  შენიშვნა). მაგალითისთვის,  2012  წელს  მათ  პირველ  სემესტრში  გაძლიერებულად მიეწოდათ  ”ფიზიკის  შესავალი”-ს  პრაქტიკული  დავალებები,  მეორე სემესტრში  ერთდროულად  ისწავლეს  ”მექანიკა”  და  ”მოლეკულური  ფიზიკა” (მაშინ  ყველა  სხვა  ჯგუფი  გადის  მხოლოდ  ”მექანიკას”).  მესამე  სემესტრში წინმსწრები  ჯგუფი  ისწავლის  ”ელექტრომაგნეტიზმს”,  მაშინ  როცა არაწინმსწრები  ჯგუფები  ”მოლეკულურ  ფიზიკა”-ს  გაივლიან  და  ა.შ.  იგეგმება აგრეთვე თეორიული ფიზიკის სავალდებულო საგნების წინმსწრები გრაფიკით სწავლებაც.  რა  თქმა  უნდა,  განხორციელდება  შიდა-მობილობა  წინმსწრებ ჯგუფსა  და  არაწინმსწრებ  ჯგუფებს  შორის:  სპეციალობის  სავალდებულო საგნების  წარმატებით  ჩაბარების  შემთხვევაში  (81  ქულა  და  მეტი)  და  საგნის პროფესორის  რეკომენდაციით  სტუდენტი  შეიძლება  გადავიდეს  წინმსწრებ ჯგუფში  და  პირიქით,  თუ  სტუდენტი  ვერ  ძლევს  წინმსწრებ  პროგრამას,  ის გადადის არაწინმსწრებ ჯგუფში. შედეგად ამ მექანიზმით წინმსწრები ჯგუფის სტუდენტებს დარჩებათ მეტი დრო და შეექმნებათ მეტი სტიმული სამეცნიერო მუშაობისათვის,  კერძოდ,  საბაკალავრო  ნაშრომის  სრულყოფილი  სამეცნიერო პუბლიკაციის სახით წარმოდგენისთვის.