,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2025 წლის 11 თებერვლის N2772/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის პოლიტიკისა და საინფორმაციო რესურსების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 23 თებერვლის N35/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე- 4 მუხლის:
ა) მე-7 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. დასაქმებულთა ინდივიდუალური ელექტრონული ფოსტის მისამართი შეიძლება შედგებოდეს ლათინური ასოებით სახელის, გვარის მონაცემებით სრულად ან/და ინიციალებით შემდეგი სახით: <სახელი.გვარი>@tsu.ge”. ერთზე მეტი იდენტური სახელისა და გვარის მქონე დასაქმებულისათვის ელ. ფოსტის მისამართი შეიძლება იყოს შემდეგი სახით: <სახელი_გვარი>@tsu.ge ან <ს.გვარი>@tsu.ge. აღნიშნული შესაძლო ვერსიების ამოწურვისას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი განიხილავს წინამდებარე დადგენილი წესისგან განსვავებული კრიტერიუმებით შესაბამისი ელ.ფოსტის შექმნას. ელექტრონული ფოსტის შექმნის თაობაზე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წერილობით მიმართავს უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტი. წერილობითი მიმართვაში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ლათინური ასოებით დასაქმებულის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. დასაქმებულისათვის ელექტრონული ფოსტა შექმნილად ითვლება საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ წერილობითი დადასტურებისას. წერილობითი დადასტურება მოიცავს შემდეგ მონაცემებს: დასაქმებულისათვის ელექტრონული ფოსტის შექმნის ფაქტზე ინფორმაციას, დასაქმებულის შექმნილი ელექტრონული ფოსტი მისამართს და პაროლს. უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტი წერილობითი დადასტურებისას მიღებულ ინფორმაციას უზიარებს დასაქმებულს დასაქმებულს ელექტრონული ფოსტის შექმნისას ავტომატურად ეგზავნება ინფორმირების შეტყობინება ელექტრონული ანგარიშის (ელექტრონული ფოსტა და მასთან დაკავშირებული რესურსები და სერვისები) სარგებლობის წესებთან და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის შესაძლო დამუშავების თაობაზე დანართი N2-ის შესაბამისად. აღნიშნული დანართით განსაზღვრული ინფორმირების შეტყობინება პერიოდულად დაექვემდებარება გადახედვას.
8. სტუდენტის (პროფესიული, ერთსაფეხურიანი, ინტეგრირებული, მასწავლებლის მომზადების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის, საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები) ელ. ფოსტის მისამართი შეიძლება შედგებოდეს სახელის, გვარის მონაცემებით სრულად ან/და ინიციალებით და პირადი ნომრის ბოლო სამი ციფრით შემდეგი სახით: „<სახელი.გვარი.პირადი ნომრის ბოლო სამი ციფრი@ფაკულტეტის აბრევიატურა.tsu.edu.ge“; სტუდენტის სახელის, გვარისა და პირადი ნომრის ბოლო სამი ციფრის დამთხვევისას ელ. ფოსტის შექმნისას პირადი ნომრის
11 ნიშნა რიცხვის ბოლო სამი ციფრის ნაცვლად გამოყენებული იქნება პირადი ნომრის მე-8, მე-9 და მე-10 ციფრები, ხოლო დამთხვევისას კი ანალოგიური წესით გაგრძელდება პირადი ნომრის პირველ სამციფრამდე. სტუდენტის ელექტრონული ფოსტის მისამართი განსაზღვრება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში სტუდენტის მონაცემების ასახვისას. უცხოელი სტუდენტებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული სტუდენტის მონაცემებით - <სახელი.გვარი.მითითებული რიცხვის ბოლო 3 ციფრი@ფაკულტეტის აბრევიატურა.tsu.edu.ge>. სტუდენტს ელექტრონული ფოსტის შექმნისას ავტომატურად ეგზავნება ინფორმირების შეტყობინება ელექტრონული ანგარიშის (ელექტრონული ფოსტა და მასთან დაკავშირებული რესურსები და სერვისები) სარგებლობის წესებთან და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის შესაძლო დამუშავების თაობაზე დანართი N3-ის შესაბამისად.აღნიშნული დანართით განსაზღვრული ინფორმირების შეტყობინება პერიოდულად დაექვემდებარება გადახედვას.
9. უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის სისტემა განკუთვნილია მხოლოდ საუნივერსიტეტო საქმიანობის, მათ შორის, საგანმანათლებლო, სასწავლო, ადმინისტრაციული და საკომუნიკაციო მიზნებისათვის. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დასაქმებულთა, სტუდენტთა, ჯგუფური ანდა შეზღუდული ჯგუფური უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტასთან მიმართებით განახორციელოს ტექნიკური მონიტორინგი მხოლოდ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ელექტრონული ფოსტის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის: მავნე პროგრამული კოდის (მაგ. „ვირუსების“) აღმოჩენისა და აღკვეთის, არასასურველი ელექტრონული გზავნილების (ე.წ „სპამის“) ფილტრაციისა და ელექტრონული საფოსტო ყუთის მოცულობის კონტროლის მიზნით.“;
ბ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემემდეგი შინაარსის 91 – 917 პუნქტები:
,,91. წინამდებარე ბრძანების მე-9 პუნქტში მითითებული მონიტორინგი ხორციელდება ავტომატიზებული ტექნიკური საშუალებებით და არ გულისხმობს უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ელექტრონული შეტყობინებების ან მათზე დართული დოკუმენტ(ებ)ის შინაარსის გაცნობას ან შემოწმებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
92. თითოეული შექმნილი ელექტრონული საფოსტო ყუთისა და მასთან დაკავშირებული რესურსებისა და სერვისებისთვის (ერთად წოდებული იგივე ელექტრონული ანგარიში) განსაზღვრულია 10 (ათი) ,,გბ“(„GB“) ლიმიტის მოცულობა, რომლის მონიტორინგსაც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ი. ელექტრონული ანგარიშების მოცულობის ლიმიტს განსაზღვრავს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი პერიოდულად განხორციელებული მონიტორინგის შედეგად. მონიტორინგის შედეგად, გამოვლენილი მოცულობის გადაჭარბებისას, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს შესაბამის ელექტრონულ ფოსტებზე გამაფრთხილებელი შეტყობინებების გაგზავნას. შეტყობინების შინაარსზე პასუხისმგებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც შეტყობინებაში განსაზღვრავს იმ გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაში ადრესატმა უნდა უზრუნველყოს შეტყობინებაში მითითებული ღონისძიებების განხორციელება. თუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებას არ მოჰყვა რეაგირება ამავე შეტყობინებაში განსაზღვრულ ვადაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი განმეორებით აგზავნის გამაფრთხილებელ შეტყობინებას ელ. ფოსტის საშუალებით შესაბამისი ვადისა და გასატარებელი ღონისძიებების მითითებით. თუ მეორე გამაფრთხილებელ შეტყობინებაზე რეაგირებისათვის განსაზღვრული ვადაში ადრესატმა არ უზრუნველყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ან/და არ მიმართა დამატებითი ვადის მოთხოვნის თაობაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, უფლება აქვს უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული ანგარიშის წაშლას. ანალოგიური წესი მოქმედებს არაინდივიდუალური/სამსახურებრივი ანგარიშთან დაკავშირებით. მოცემული წესისგან განსხვავებული გადაწყვეტილება იქნას მიღებული გამარფრთხილებელი შეტყობინებების გაგზავნის რაოდენობასა და რეაგირებისათვის გასნაზღვრულ ვადასთან დაკავშირებით, პროვაიდერი კომპანიის შეტყობინების ან სხვა ობიექტური გარემოების გამო. გარდა ამისა, წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით, ელექტრონული ფოსტის მოცულობის გაზრდის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
93. წინამდებარე ბრძანების მე-9 პუნქტში მითითებული მიზნების გარდა, უნივერსიტეტი ელ. ანგარიშის/ელ. ფოსტის მონიტორინგსა ან/და შესაბამისი ღონისძიებებს (მაგ. პაროლების შეცვლა) განახორციელებს არაავტორიზებული წვდომისგან დაცვისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, მათ შორის, უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების მიზნით.
94. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, უნივერსიტეტის საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფის, უნივერსიტეტის საქმიანობასთან
დაკავშირებული ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მოძიების, უნივერსიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, შესაძლებელია დასაქმებულის უნივერსიტეტის ელექტრონულ ანგარიშზე წვდომა.
95. დასაქმებულის ელექტრონულ ანგარიშზე არსებულ მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პერსონალის მართვის დეპარტამენტის წერილობით დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. მიმართვაში უნდა განისაზღვროს წვდომის კონკრეტული მიზანი, წვდომის აუცილებლობის დასაბუთება და წვდომისათვის საჭირო ვადა და წვდომაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრისა და მის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობისას).
96. ელექტრონულ ფოსტაზე წვდომის ფარგლები და ვადა თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად, მოთხოვნის მიზნის, აუცილებლობისა და პროპორციულობის, უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
97. ელექტრონულ ფოსტაზე წვდომის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტი შესაბამისი წერილობით დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლის, მიზნის ან საჭიროებისას, უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის რეკომენდაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
98.ელექტრონულ ანგარიშზე წვდომა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ ვადით და იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად. აღნიშნული წვდომა უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტმა შეიძლება უზრუნველყოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დასაბუთებული მიმართვის შესაბამისად, ან წვდომა მიენიჭოს უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს.
99. სტუდენტისათვის შექმნილი უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტისა და მასთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო ელექტრონული რესურსებითა და სერვისებით სარგებლობის უფლება მოქმედებს სტუდენტის სტატუსიდან გამომდინარე და განკუთვნილია საუნივერსიტეტო, საგანმანათლებლო, სასწავლო და საკომუნიკაციო მიზნებისათვის.
910.სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ან უნივერსიტეტის დასრულების შემთხვევაში სტუდენტს უწყდება უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტისა და აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო ელექტრონული რესურსებითა და სერვისებით სარგებლობის უფლება.
911. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ან უნივერსიტეტის დასრულების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე და მასთან
დაკავშირებულ საუნივერსიტეტო ელექტრონულ რესურსებსა და სერვისებზე მომხმარებლის წვდომის შეზღუდვას.
912. სტუდენტის ელექტრონული ფოსტის ანგარიში და მასში არსებული ინფორმაცია იშლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტიდან ან უნივერსიტეტის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთ) კალენდარული დღისა, შემდეგი პროცედურების დაცვით: (1) სტუდენტის უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის დასრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი/ბრძანება), გამოცემისთანავე უნივერსიტეტის შიდა პროცედურების დაცვით ეგზავნება/დაეწერება უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, ხოლო (2) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი მიღებული ინფორმაციიდან 45 კალენდარულ დღეში უზრუნველყოფს ელექტრონული ანგარიშების შეზღუდვას და წაშლას. უნივერსიტეტი იტოვეს უფლებას გამონაკლის შემთხვევაში დაადგინოს/განსაზღვროს განსხვავებული ვადები შესაბამისი ობიექტური გარემოების ანდა დასაბუთების საფუძველზე (მაგ., ელექრონული ანგარიშის შენახვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას).
913. უნივერსიტეტი, ელექტრონული ფოსტისა და უნივერსიტეტის საინფორმაციო რესურსების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უფლებამოსილია უზრუნველყოს
ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე წვდომის დროებითი შეზღუდვა ინციდენტის, არაავტორიზებული წვდომის, მავნე აქტივობის ან ინფორმაციული უსაფრთხოების სხვა საფრთხის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.
914. უნივერსიტეტი უფლებამოსილია ავტომატიზებული ტექნიკური საშუალებებით მოახდინოს მავნე, არასასურველი ან ინფორმაციული უსაფრთხოების საფრთხის შემცველი ელექტრონული შეტყობინებების დაბლოკვა, ფილტრაცია ან ცალკე განთავსება/წაშლა.
915.ინფორმაციული უსაფრთხოების საფრთხის არსებობის შემთხვევაში ელექტრონულ ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა ან ანგარიშის დაბლოკვა შესაძლებელია დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუ წინასწარმა ინფორმირებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ინციდენტის შესწავლას ან შესაბამისი საფრთხის აღმოფხვრას.
916.საფრთხის აღმოფხვრის ან შესაბამისი გარემოებების შესწავლის შემდეგ ელექტრონულ ანგარიშზე წვდომის აღდგენის, მისი შემდგომი შეზღუდვის ან სხვა შესაბამისი ღონისძიების განხორციელების საკითხი გადაწყდება გამოვლენილი რისკისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
917.უნივერსიტეტი დასაქმებულისა და სტუდენტის ინფორმირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის წინამდებარე წესის, ელექტრონული ანგარიშის სარგებლობის, მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების შესაძლო დამუშავების მიზნების,სამართლებრივი საფუძვლების, შენახვის ვადების, ელექტრონულ ანგარიშზე წვდომის, დაბლოკვისა და წაშლისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ. ინფორმირება გახორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისას,კერძოდ,ელექტრონული ანგარიშის შექმნის შემდგომ, აგრეთვე ელექტრონული ფოსტით სარგებლობის პერიოდში წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობების არსებითი ცვლილების ან სხვა გარემოების შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმირების შეტყობინების გაგზავნას კომპეტენციის შესაბამისად უზრუნველყოფს
უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტი, სასწავლო დეპარტამენტი ან/და შესაბამისი ფაკულტეტი.“;
გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტი ელექტრონული ფოსტის ანდა უნივერსიტეტის შიდასაქმისწარმოების მიზნებისათვის არსებული პროგრამის საშუალებით უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წერილობით ინფორმირებას შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისთანავე. უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი დასაქმებულისათვის შექმნილი ელექტრონული ანაგრიშის შეზღუდვასა და წაშლას უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარულ დღეში.
დ) მე-14 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 და 142 პუნქტები:
,,141. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის, უნივერსიტეტის დასრულების შესახებ უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გამოცემისათანავე უზიარდება უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, რომელიც ინფორმაციის მიღებიდან 45 კალენდარულ დღეში უზრუნველყოფს სტუდენტისათვის შექმნილი ელექტრონული ანგარიშის შეიზღუდვასა და წაშლას.
142. წინამდებარე მუხლის მე-14 და მე-141 პუნქტებით დადგენილი ვადისგან განსხვავებული ვადა შეიძლება განისაზღვროს გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული ელექტრონული ანგარიშის მოქმედ მდგომარეობაში დატოვება აუცილებელია ან წაშლა გაუმართლებელი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების, უნივერსიტეტის კანონიერი ინტერესის დაცვის ან მონაცემთა დამუშავების სხვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გამო. ამ პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, შესაბამისი პირის ან სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტის ანგარიშის მოქმედ მდგომარეობაში დატოვება და წაშლის ვადის გახანგრძლივება. წერილობით მიმართვაში უნდა მიეთითოს ელექტრონული ანგარიში, შენახვის კონკრეტული მიზანი, და შენახვისათვის საჭირო ვადა. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის, მიზნისა და ვადის (დამატებითი) შეფასების საჭიროების შემთხვევაში საკითხი გადაწყდება უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან კონსულტაციის საფუძველზე. ელექტრონული ანგარიშის დამატებითი შენახვა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი მიზნის მისაღწევად განსაზღვრული ვადით და არ წარმოადგენს ყოფილი დასაქმებულის, სტუდენტის ან კურსდამთავრებულის უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის ან მასთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო ელექტრონული რესურსებითა და სერვისებით ყველა შემთხვევაში სარგებლობის უფლების შენარჩუნების საფუძველს. ამ პუნქტით განსაზღვრული ანგარიშის შენახვის ვადის ამოწურვისთანავე შესაბამისი ანგარიში წაიშლება გონივრულ ვადაში, თუ მათი შემდგომი შენახვის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.“;
ე) მე-16 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18 პუნქტები:
,,17. უნივერსიტეტის ელექტრონული ანგარიშით სარგებლობისას შესაძლო პერსონალურ მონაცემები დამუშავდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. უნივერსიტეტი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვისათვის უზრუნველყოფს პერიოდულად ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის და არამარტო, უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის რეკომენდაციების გათვალისწინებას, მონაცემთა დამუშავების მიზნის პროპორციულად მონაცემების მოცულობის, ფორმის, მონაცემების წვდომის, ფუნქციონალების/როლების, უსაფრთხოების ზომების მიღებას, უფლებამოსილი პირების განსაზღვრას, მათ გადამზადებას, მონაცემთა სუბიექტების ინფორმირებას, თანხმობის აღებასა და გამოთხოვას.
18. უნივერსიტეტი ელექტრონული ფოსტის სარგებლობის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამის პროვაიდერ კომპანიასთან თანამშრომლობასა და სერვისის მიღებას. უნივერსიტეტის მიერ ელექტრონული ფოსტისა და მასთან დაკავშირებული რესურსებით სარგებლობისას შესაძლებელია დამუშავდეს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია. შესაბამისად, უნივერსიტეტსა და პროვაიდერს შორის ფორმდება მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. უნივერსიტეტი კი, თავის მხრივ, ახორციელებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, შიდა რეგულაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაცემთა დამუშავებასა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებებს, ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღებას, მათ შორის და არამარტო, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებისა და შესაბამისი გარემოების არსებობისას, თანხმობის აღებითა და გამოთხოვით, რეკომენდაციებით, შიდა მარეგულირებელი რეგულაციებითა და მონაცემთა დამუშავებისას შესაძლო და თანმდევი საფრთხეების განსაზღვრისა და იმ მექანიზმების, უსაფრთხოების ზომების მიღებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დაცვას უკანონო დამუშავების, შემთხვევითი დაკარგვის, განადგურების ან წაშლისაგან, მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებას, თანხმობის აღებას, გამაფრთხილებელი შეტყობინებების გაგზავნას, უფლებამოსილებების შესაბამისად ფუნქციონალებისა და წვდომების განსაზღვრასა და პერსონიფიცირებული მომხმარებლების შექმნას.“.
2. ბრძანებას პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. დამტკიცდეს დანართი N2 - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ანგარიშით სარგებლობისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმირების შეტყობინება შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში” და დანართი N3 - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ანგარიშით სარგებლობისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმირების შეტყობინება სტუდენტთან სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში” (დანართი N2, დანართი N3)’’.
3. საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტმა, ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა, უზრუნველყოს იმ პირთა უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის ანგარიშების იდენტიფიცირება და წაშლა, რომელთაც ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის შეწყვეტილი აქვთ უნივერსიტეტთან შრომითი ურთიერთობა ან სტუდენტის სტატუსი, ან დასრულებული აქვთ უნივერსიტეტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტულ ანგარიშშისშემდგომი შენახვისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით ან წინამდებარე წესით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის ანგარიშითა და მასთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო ელექტრონული რესურსებითა და სერვისებით სარგებლობის უფლება უწყდებათ ამ ბრძანების ძალაში შესვლისთანავე. კონკრეტული ანგარიშის შენახვის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა ყველა შემთხვევაში არ წარმოადგენს შესაბამისი პირის უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის ანგარიშის აქტიურ მდგომარეობაში დატოვების ან მასთან დაკავშირებულ საუნივერსიტეტო ელექტრონულ რესურსებსა და სერვისებზე წვდომის შენარჩუნების საფუძველს.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე