საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ"  და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტების, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7  მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების  მე-3  მუხლის   მე-8  პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.აღუდგეთ  სტუდენტის სტატუსი 2025-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების  შემდეგ სტუდენტებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5); 
ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   ბრძანების   დაინტერესებულ  პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1114/01-04      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის (არქეოლოგის განხრით) უფროსი სპეციალისტის შტატგარეშე ( გამოსაცდელი ვადით) პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე  მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’,  ,,ზ’’  და  “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის    პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’   და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი  საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), მუზეუმის დირექტორის  მაია  გურაბანიძის 2025 წლის 6 ოქტომბრის N24945/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის (არქეოლოგის განხრით) უფროსი სპეციალისტის შტატგარეშე (გამოსაცდელი ვადით) პოზიციაზე.

2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზრაურება თვეში განისაზღვრება 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3.აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) კულტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს :
ა) საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ;
ბ) დამახასიათბელი სპეციფიური ICOM (სამუზეუმო საერთაშორისო საბჭო ) - ის ცოდნა ეთიკური კოდექსი;
გ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე;

5.   აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: 
ა) შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი; 
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ ვიტარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი.
6.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის (არქეოლოგის განხრით) უფროსი სპეციალისტის შტატგარეშე ( გამოსაცდელი ვადით) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა) პალეონტოლოგიური მასალების გამოვლენა და შეკრება;
ბ) პალეონტოლოგიური მასალების კლასიფიცირება და სათანადო წესით აღრიცხვა;
გ) სააღრიცხვო დოკუმენტების სათანადო წესით გაფორმება და დაცვაშენახვა;
დ) პალეონტოლოგიური მასალების სათანადო წესით შენახვა და დაცვა;
ე) სარესტავრაციო-საკონსერვაციო მასალების ნუსხის შედგენა;
ვ) პალეონტოლოგიის თემებზე დროებითი გამოფენების მომზადება;
ზ) მკვლევართა მიღება, რეგისტრაცია და მომსახურება;
თ) პალეონტოლოგიურექსპედიციებში მონაწილეობა;
ი)   პალეონტოლოგიის თემატიკის სხვადასხვა საკითხების კვლევა, მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში და შრომების პუბლიკაცია;
კ) პალეონტოლოგიის საკითხებზე ვიზიტორების საექსკურსიო მომსახურება;
ლ) პალეონტოლოგიური მასალების ციფრულ ფორმატში მოქცევა;

7.კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკიმენტების ასლები .
ე)  კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა   ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის საფუძველზე  საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად; 
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 23 ოქტომბრიდან  2025 წლის 27 ოქტომბრის  ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა  მიეთითოს - მუზეუმის (არქეოლოგიის განხრით)უფროსი სპეციალისტი შტატგარეშე(გამოსაცდელი ვადით).
10.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის (არქეოლოგიის განხრით) უფროსი სპეციაისტის შტატგარეშე (გამოსაცდელი ვადით) პოზიციაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11.    ბრძანება   ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის (არქეოლოგიის განხრით) უფროსი სპეციაისტის შტატგარეშე
(გამოსაცდელი ვადით) პოზიციაზე გამოცხადების  შესახებ’’  განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12.   ბრძანების  უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13.  საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 10 ნოემბრისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,   შესყიდვების  განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,მუზეუმი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 325/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტის (წინგნის მკერავი) შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე  მუხლის პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის    ,,ა’’,  ,,ზ’’  და  “ი"    ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-15   მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   დამხმარე პერსონალის სამსახურში  მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ,  ოქმი    N7; 26.12.2023წ), გამომცემლობის დირექტორის კახაბერ რუსიძის  2025  წლის  17 ოქტომბრის N26331/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   გამომცემლობის სპეციალისტის  (წინგნის    მკერავი)        შტატგარეშე პოზიციაზე.

2. ბრძანების   პირველი  პუნქტით  განსაზღვრულ   სპეციალისტის პოზიციაზე   შრომის ანაზღაურება თვეში   განისაზღვრება    9 5 0 (ცხრაასორმოცდათი)   ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა   და   საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო 09:00 სთ- დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3.აპლიკანტი   უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: საბაზო განათლება;

4.აპლიკანტს   მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: 
ა) შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი; 
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ ვიტარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი.
5.      სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტის (წინგნის  მკერავი)  შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა)დაბეჭდილი და დაკეცილი გვერდების წიგნად შეკერვა ან ბლოკად ჩაწებება. 
ბ) ნაბეჭდი და ელექტრონული წიგნების  დაკაბადონება.
გ) კორექტურის  შეტანა, საჭიროების  შემთხვევაში    ტექსტის აკრეფა,  სქოლიოების, საძიებლების აკრეფა;
დ) საილუსტრაციო მასალის დამუშავება.
ე)  ნახაზების და დიაგრამების აგება.

6.  კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს  ცნობა  ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.7. კონკურსში   მონაწილეობის  მსურველი   აპლიკანტის   შერჩევა  განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე  საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის  დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი  შეტყობინების  საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან  გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8.  ბრძანებით  მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 23 ოქტომბრიდან 2025 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  - გამომცემლობის სპეციალისტის (წინგნის მკერავი) სპეციალისტი შტატგარეშე პოზიცია.
9.   სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტის (წიგნის მკერავი) შტატგარეშე პოზიციაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის  მუშაობის წესი (დანართი 1);
10. ბრძანება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეიალისტის (წიგნის მკერავი) შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’  განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 10 ნოემბრისა.
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  გამომცემლობა).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 326/02-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-2   პუნქტის, „კორუფციის  წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-13 მუხლის,  მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების,  28-ე  მუხლის,   29-ე  მუხლის   მე-2  პუნქტის, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების  - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური   პერსონალის სამსახურში  მიღებისა  და კონკურსის ჩატარების      ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.),  თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის  №29/2024   დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის   აკადემიური პერსონალის (პროფესორი,  ასოცირებული პროფესორი,  ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ),  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  2 ოქტომბრის № 14/04 ერთობლივი ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2025 წლის 15 ოქტომბრის  N26120/27 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ  პროფესორად 7 (შვიდი)  წლის ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,   რომელსაც  აქვს  არანაკლებ 3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.   კონკურსი  გამოცხადდეს  2025 წლის 20 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 21 ნოემბრიდან 2025 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ აკადემიურ  საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრისა.
4.   კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:


აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ასირიოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)
ქართული ლიტერატურის  ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ახალი ქართული ლიტერატურის  ისტორიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ფოლკლორისტიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

თარგმანისა    და    ლიტერატურული    ურთიერთობების         სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)
ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ახალი ქართული ენის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („გ“კატეგორია)

თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური  ენა)
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია

კლასიკური   ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა  და   ნეოგრეცისტიკის  სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტი
კლასიკური ფილოლოგიის კათედრა 
ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

საქართველოს ისტორიის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ფილოსოფიის ისტორიის  კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ეთიკისა და რელიგიის ფილოსოფიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

თეორიული ფილოსოფიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)


ხელოვნების ისტორიისა და თეორიის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი კავკასიის ხალხთა ისტორიის  კათედრა

ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

5. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე ასარჩევმა  კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)  კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო  ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების   ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ)    სამეცნიერო-პედაგოგიური    მუშაობის   გამოცდილების    დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6.   საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2025 წლის 21 ნოემბრიდან 2025 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით, 9:30-დან 17 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7.   ასოცირებული  პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ  აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების  დანართი 1-ის მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით     გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი  აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური  ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 250/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის  საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  „ზ“   ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით  დამტკიცებული სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის  მე-2 და მე-8 პუნქტების და თსუ-ის სტუდქალაქის  სტუდენტური სერვისების  განყოფილების უფროსის ზაზა  წაქაძის  2025 წლის 13 ოქტომბრის N25889/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის  საერთო საცხოვრებელში  სარგებლობის  უფლების   მოპოვების  მიზნით , გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია  ბაგების  საერთო საცხოვრებლის  50 (ოცდაათი) და ლისის საერთო საცხოვრებლის 30 (ოცდაათი) ადგილზე.

2. ონლაინ რეგისტრაცია განხორციელდეს სტუდენტის პორტალზე 2025 წლის 16
ოქტომბერს 11:00 საათიდან.

3.  ონლაინ რეგისტრაციის   დასტრულების  დრო უნივერისტეტის სტუდენტებს ეცნობოთ კანონმდებლობითა და უნივერისტეტის შიდა რეგულაციებით დადგენილი წესით, რეგისტრაციის დასრულებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.

4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების  გატარება.

5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება.

6. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე  ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

7.  კონტროლი წინამდებარე  ბრძანების  შესრულებაზე  დაევალოს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრს.


8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 320/02-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  საშტატო განრიგით განსაზღვრულ პროფესორის ასისტენტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს კანონის 23-ე  მუხლის პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის    ,,ა’’,  ,,ზ’’  და  “ი"    ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,  ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  23 ივლისის  N11/04 ერთობლივი ბრძანების,   ,,სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N7; 26.12.2023წ), ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2025 წლის პირველი ოქტომბრის N24589/29 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ  პროფესორის ასისტენტის შესარჩევად.

2. ბრძანების   პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1130 (ათასასოცდაათი ) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა    და      საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.აპლიკანტი   უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უნდა  ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).
4.აპლიკანტი   უნდა  იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
ბ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი;

6.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ პროფესორის ასისტენტის  პოზიციაზე დასაქმების  შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი  ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:
•       პროფესორ-მასწავლებლების ინფორმირება ფაკულტეტზე საორგანიზაციო და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
• კათედრის სხდომის ოქმების და სხდომის ოქმებიდან ამონაწერის წარმოება; 
•       კათედრის ხელმძღვანელისათვის კათედრის აკადემიური პერსონალისა  და მოწვეული პედაგოგების დატვირთვების განაწილებაში დახმარება;
•     ფორმა N5,  ფორმა N3  მომზადება და მიწოდება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში;
•       პროფესორ-მასწავლებელთა CV -ების, სერტიფიკატებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოწმობების შეგროვება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისთვის გადაცემა;
• ფაკულტეტის ადმინისტრაციიდან და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურიდან შემოსულ წერილებზე მყისიერი რეაგირება და დროული ინფორმირება დანიშნულებისამებრ;
•   საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო  სამეცნიერო კონფერენციებში  მონაწილეობის მსურველთა   ინფორმირება,  კათედრაზე   ჩატარებული   შიგა   ტურის  ორგანიზება,
გაფორმება და გადაცემა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურისთვის;
•          კათედრის     მაგისტრანტების, დოქტორანტების, მოდულის სტუდენტების საჭიროებისამებრ ინფორმირება, საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა და ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება.
•     საკონსულტაციო საათების გრაფიკის შედგენა, კათედრის ლექცია-სემინარების ცხრილის შედგენა.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  კონკურსით   გამოცხადებული ვაკანსიის  დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში  უნდა  წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და  ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”. 
8. კონკურსში     მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა   განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის  დოკუმენტები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის  მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით  მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2025 წლის 23 ოქტომბრიდან 2025 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა მიეთითოს  - “ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  პროფესორის ასისტენტის პოზიცია”.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  პროფესორის ასისტენტის შერჩევის მიზნით
შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო  კომისიის   შემაჯამებელი   ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 10 ნოემბრისა.
14. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება,
პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა    აუდიტის   სამსახური,    საზოგადოებასთან    ურთიერთობის     დეპარტამენტი,
ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 321/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სპეციალისტის (შტატგარეშე)  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სალომე დუნდუას  2025 წლის 6 ოქტომბრის  N24982/30 და  2025 წლის 10 ოქტომბრის N 25542/30  წერილების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის (შტატგარეშე) შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;

შერჩეული კანდიდატი დასაქმდება ხელშეკრულებით სამთვიანი გამოსაცდელი ვადით (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 
ა) ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის  და მეტყველების უნარი;
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Microsoft Office; Internet Browser;

4. აპლიკანტი უნდა  იცნობდეს:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;
ბ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დებულებას;
გ) ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებულ თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: 

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა  ამოცანაზე დამოუკიდებლად  და ეფექტურად  მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი.

6. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის  სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში  პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:
1) კომპეტენციის  ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების  (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) შემუშავება-დაგეგმვისა და განვითარების  პროცესში მონაწილეობა;
2) საგანმანათლებლო  პროგრამებსა და სასწავლო კურსების სილაბუსებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ტექნიკურ საქმიანობაში მონაწილეობა;
3) საბაკალავრო, სამაგისტრო  და   სადოქტორო  საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების სილაბუსების ანოტაციების  მომზადების პროცესში მონაწილეობა;
4) ფაკულტეტზე სწავლების სამივე  საფეხურის  სტუდენტებისათვის დახმარებისა და კონდულტაციების გაწევა საზღვარგარეთ ან სხვა უმაღლესს სასწავლებელში მიღებული კრედიტების აღიარებაზე,  საგნის  თავსებადობაზე  (ფაკულტეტზე არსებული  საგნების სილაბუსების შედარება სხვა უმაღლესი სასწავლებლის საგნებთან) და მიმდინარე სასწავლო პროცესში ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე;
6) სასწავლო კურსების და აკადემიური პერსონალის შესახებ  სტუდენტთა გამოკითხვაში,  მათ  შორის  ფოკუს  ჯგუფებში,  ჩართულობა; გამოკითხვის  შედეგების შესახებ  პროგრამის ხელმძღვანელებისთვის, და საჭიროების  შემთხვევაში  აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, ინფორმაციის მიწოდება;
7) სამსახურში შემოსულ კორესპონდენციებზე საპასუხო წერილებისა და ოქმების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8.   კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო  მოთხოვნებს,  წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან  გაივლის გასაუბრებას  (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ  მისამართზე:    vacancy@tsu.ge.   სათაურის    ველში უნდა მიეთითოს - „სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის  სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიცია“.
10. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის  სპეციალისტის (შტატგარეშე) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს  კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის  სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ნოემბრისა.
14.  წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 314/02-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის "ზ"   ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  რექტორისა და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2025 წლის  23 ივლისის     N11/04 ერთობლივი  ბრძანების,   ფსიქოლოგიისა  და  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის მზია წერეთლის 2025 წლის 8 ოქტომბრის N25368/26 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის  საშტატო განრიგით განსაზღვრულ      ხარისხის       უზრუნველყოფის      სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1250  (ათასორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ- მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო სფეროში   მუშაობის   არანაკლებ  ერთწლიანი გამოცდილება.

4. აპლიკანტი უნდა  იცნობდეს:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;
ბ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონს;
გ) თსუ  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  დებულებას;
დ) ფაკულტეტის  დებულებას;
ე) თსუ წესდებას.
ვ)  ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებულ თსუ - ში მოქმედ რეგულაციებს.
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიულობა;
გ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად  და ეფექტურად მუშაობის უნარი;
დ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ე) დასაბუთების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი. 
ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
ი) კრეატიულობა

6. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის საშტატო  განრიგით განსაზღვრულ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია)    პოზიციაზე    დასაქმების  შემთხვევაში  პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები)  შესრულება:
1)  მობილობის  პროცესში  გადმოსული  სტუდენტების მიერ  თსუ-სა   და  სხვა  უსდ საგანმანათლებლო  პროგრამების ფარგლებში მოპოვებული  კრედიტების აღიარების პროცედურაში მონაწილეობა;
2) სასწავლო კურსის  სილაბუსებში და საგანმანათლებლო  პროგრამებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის საორგანიზაციო  საქმიანობაში მონაწილეობა;
3)  საბაკალავრო და  სამაგისტრო  სასწავლო კურსების  სილაბუსების  ანოტაციების მომზადება და სილაბუსების ბაზაში დროულად განთავსება;
4) სასწავლო კურსების და აკადემიური პერსონალის შესახებ  სტუდენტთა გამოკითხვის  ორაგანიზებაში  მონაწილეობა და შედეგების  შესახებ  აკადემიური პერსონალისათვის ინფორმაციის მიწოდება;
5)  საბაკალავრო, სამაგისტრო  და  სადოქტორო პროგრამების  აკრედიტაციისა   და ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა;

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს ცნობა  -  ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8.   კონკურსში    მონაწილეობის   მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა   განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის  მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით  მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 ოქტომბრამდე 17:00 საათამდე ელექტრონულ  მისამართზე:    vacancy@tsu.ge.   სათაურის    ველში   უნდა    მიეთითოს   -
„ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიცია“.
10. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის       ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის       ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია)   შესარჩევი კონკურსის  გამოცხადების  შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ნოემბრისა.
14.  წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,   შესყიდვების განყოფილება, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 315/02-01  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი,  პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო,2025- 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“რექტორის 2025 წლის 1 ოქტომბრის N996/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების,    56–ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის        – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის    მართვის    ელექტრონული    სისტემის      (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.„სსიპ     - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო            პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთსა და   იმავე   სავალდებულო  სასწავლო  კომპონენტში   (სასწავლო  კურსი, პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო,2025- 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“რექტორის 2025 წლის
1 ოქტომბრის     N996/01-04 ბრძანების   პირველი   პუნქტით   დამტკიცებულ    N1 დანართში და  აღნიშნული  დანართი  ჩამოყალიბდეს წინამდებარე  ბრძანების   N1 დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.   ბრძანების  დაინტერესებულ  პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1097/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის "ზ"   ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 23 ივლისის N11/04 ერთობლივი ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის მზია წერეთლის 2025 წლის 8 ოქტომბრის N25346/26 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს     კონკურსი     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ფსიქოლოგიისა    და     განათლების     მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე შესარჩევად.
2. პირველი    პუნქტით    განსაზღვრული     ვაკანსიისათვის    შრომის    ანაზღაურება განისაზღვროს თვეში     950  (ცხრაასორმოცდაათი) ლარის  ოდენობით   (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის  ჩათვლით ). სამუშაო საათები  09:00 სთ-დან  18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

შერჩეული კანდიდატი   დასაქმდება   სამი   თვის   გამოსაცდელი  ვადით   (შემდგომში დასაქმების პერსპექტივით).

3.  აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს ( Microsoft Office; Internet Browser).

4.  აპლიკანტი უნდა  იცნობდეს:

ა) „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს;
ბ) თსუ  წესდებას;
გ) ფაკულტეტის  დებულებას;
დ)პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

5.  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: 
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიულობა;
გ)   ერთდროულად   სხვადასხვა    ამოცანაზე    დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
დ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; ე) დასაბუთების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი.
ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
ი) კრეატიულობა და შემოქმედითობა

6. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა   ფაკულტეტის  პროფესორის ასისტენტის   პოზიციაზე    დასაქმების შემთხვევაში  პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები)  შესრულება:
ა) განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის მიმდინარე სასწავლო პროგრამებში ჩართული აკადემიური  პერსონალის დახმარება:
1) სასწავლო კურსების დაგეგმვაში;
2) სხვადასხვა პროექტის ფარგლებში შესასრულებელი დავალებების განხორციელებაში;
3)    სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების თარგმნა, მომზადებასა და რედაქტირებაში;
4)  წერითი და  ზეპირი  საგამოცდო  მასალის  (ტესტი,  კითხვარი, ბილეთები) ტექნიკურ     გამართვაში;
5) სამეცნიერო პუბლიკაციების ტექნიკურ რედაქტირებაში;
6) სტუდენტთა ნაშრომების გასწორებაში;
7) დამხმარე სასწავლო მასალის მოძიებისა და  თარგმნის ორგანიზებაში.
ბ) განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის სტუდენტთა კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითზებზე;
გ) ესეების, პუბლიკაციებისა და პრეზენტაციების თემატიკის შერჩევაში სტუდენტებისათვის დახმარების გაწევა;
დ)  კომპეტენციის  ფარგლებში სამეცნიერო ღონისძიებებისა  და აქტივობების ორგანიზება, შეფასება და ანალიზი ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურთან  თანამშრომლობით;
ე)   პედაგოგიური    პრაქტიკის    ორგანიზაციული   და   ტექნიკური   საკითხების მოგვარება.
ვ) სამუშაო  პროცესში ნაწარმოები დოკუმენტების მოწესრიგება და არქივისთვის გადასაცემად მომზადება;
ზ)  ფაკულტეტის დეკანის მიმდინარე დავალებების  შესრულება.კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში  უნდა  წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

7.    კონკურსში    მონაწილეობის   მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა   განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის  დოკუმენტები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის  მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8.    ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:   vacancy@tsu.ge.  სათაურის   ველში  უნდა   მიეთითოს   -
„ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ასისტენტის პოზიცია“.
9.    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის       პროფესორის ასისტენტის   შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს  კომისიის  მუშაობის წესი (დანართი 1)
10. ბრძანება    სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის       პროფესორის ასისტენტის   პოზიციაზე  შესარჩევი კონკურსის  გამოცხადების  შესახებ  განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
11. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე   განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის  20 ნოემბრისა.
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
14.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 319/02-01  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ  საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი, პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო, 2025- 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2025 წლის 25 სექტემბრის N951/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე მუხლის პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების, 56–ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება  „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების      ინტეგრირებულ საბაკალავრო- სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის  ჩათვლით ერთსა და  იმავე სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი,  პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი  ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო, 2025- 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების  თაობაზე“  რექტორის 2025 წლის 25 სექტემბრის  N951/01-04 ბრძანების ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 დანართებში  და აღნიშნული  დანართები  ჩამოყალიბდეს წინამდებარე  ბრძანების N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 დანართების შესაბამისად.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.   ბრძანების  დაინტერესებულ  პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 1096/01-04      

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2025 წლის 5 აგვისტოს N169/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2025 წლის 15 ოქტომბრის N25969/29 წერილის  საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის  გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2025 წლის 5 აგვისტოს  N169/01-01 ბრძანებაში და მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ 3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 31 ოქტომბრისა“.
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ  "თბილისის უნივერსიტეტის "ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა     აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 249/01-01  

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-13 მუხლის,  მე-2 პუნქტის, მე-18  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტის,  37 2 მუხლის   პირველი,  მე-3,  მე-4  და  მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის ,და მე-11 პუნქტის , 322 მუხლის  პირველი, მე-4 , მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ილისის N10/04 ერთობლივი ბრძანებისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის დირექტორის   ირმა რატიანის     2025 წლის  8 ოქტომბრის N25336/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის  სახელობის ქართული  ლიტერატურის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა  პირი, რომელსაც აქვს დოქტორის  ან მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის გამოცდილება  (რაც  გულისხმობს   არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც  სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით აირჩევა პირი,   რომელსაც აქვს დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის     გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში  სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც   სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობები  შეიძლება
დაიკავოს  პირმა,  რომელიც  აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო- კვლევითი  ერთეულის   სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში  მიღების   ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების მე-11 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
5.კონკურსი  გამოცხადდეს 2025 წლის 16 ოქტომბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025   წლის   17 ნოემბრიდან 2025   წლის   20 ნოემბრის ჩათვლით.  საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 2 დეკემბრისა.
6.კონკურსი  გამოცხადდეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

რუსთველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)

ციფრული ლიტერატურის  ლაბორატორია

მეცნიერ-თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)


7.სამეცნიერო თანამდებობაზე  (უფროსი  მეცნიერი  თანამშრომელი და მეცნიერ თანამშრომელი) გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია განსაზღვრული  პირობებისა  და ვადების  დაცვით  წარუდგინოს  საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო კომისიის სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის   დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი; 
ე)   სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის  ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით  და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“.
8.საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 17 ნოემბრიდან 2025 წლის 20  ნოემბრის  ჩათვლით  1100-დან  1800 საათამდე,  ინსტიტუტის  შენობაში,   თბილისი, კოსტავას ქ. N5 ინსტიტუტის კანცელარია.
9.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.

11.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტი).

12.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 248/01-01      

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის  პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ისტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ “რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის 10/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2025 წლის 10 ოქტომბრის  N25531/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად

ა) შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება

ალექსანდრე თვარაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული
ქეთევან ქუთათელაძე- უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

ბ)  ახალი და უახლესი ისტორიის  განყოფილება

არჩილ კოხრეიძე- უფროსი  მეცნიერი  თანამშრომელი (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

 

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  უზრუნველყოს  შრომითი ხელშეკრულებების  გაფორმება ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არჩეულ სამეცნიერო პერსონალთან.

3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 245/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2025 წლის 8 ოქტომბრის N25256/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 8 ოქტომბრის სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ალექსანდრე შენგელაია - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ბ) სულხან ნანობაშვილი - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 
გ) ნელი საპოჟნიკოვა - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ალექსანდრე შენგელაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სულხან ნანობაშვილი, საკონკურსო კომისიის  მდივნად  ნელი საპოჟნიკოვა.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 19 ნოემბრისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 244/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ , ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2025 წლის 9 ოქტომბრის N25416/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ ”უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო    გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის ’’ მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,თ) თსუ-ს სრულად უცხოენოვანი ან/და ერთობლივი უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები თავისუფლდებიან შესაბამისი (რომელი უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტებიც არიან) უცხო ენის ტესტირების ვალდებულებისაგან, თუკი განაცხადს აკეთებენ ისეთ მობილობაზე, სადაც სწავლების ენა იგივეა, რაც სრულად უცხოენოვანი ან/და ერთობლივი უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა თსუ-ში. აღნიშნული პირობა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, მიმღები უნივერსიტეტი არ ითხოვს თსუ-ს სრულად უცხოენოვან ან/და ერთბლივ პროგრამაზე რეგისტრირებულ სტუდენტებს შორის შერჩეული სტიპენდიანტებისგან უცხო ენის ტესტირების დამადასტურებულ ცნობას.’’


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

რექტორიჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 17/04     

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის  შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის  გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და ინსტიტუტის  დირექტორის თამარ წუწუნავას 2025 წლის 9 ოქტომბრის N25381/10 წერილის (თან ერთვის  ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N3 06.10.2025) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თა ნამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზურაბ ლებანიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო
უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) მარიამ ახალკაციშვილი– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) კახა ქოიავა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ლებანიძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მარიამ ახალკაციშვილი, მდივნად კახა ქოიავა.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 3 ნოემბრისა.
5.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 246/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55- ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია   ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის   მინიჭების წესისა  და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის  შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  რექტორის 2020 წლის  14 აგვისტოს  №:154/01-01 ბრძანების  №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა“  და  სსიპ   – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ეკონომიკის  და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის  2025 წლის 8 ოქტომბრის  №25202/29  კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს კონკურსი მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის   ბიზნეს  ადმინისტრირების სპეციალობის  ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

2. დამტკიცდეს  კონკურსში  მონაწილეობის მსურველის  განცხადების   ფორმა (დანართი №1).

3. კანდიდატების შერჩევა განახორციელოს სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა და „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია   ღაღანიძის   სახელობის   სტიპენდიის   მინიჭების   წესისა    და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის  შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს  №:154/01-01 ბრძანების  №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის“ საფუძველზე.

4. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა ბაკალავრიატის სტუდენტებმა კომისიის  სახელზე წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სტუდენტის განცხადება, წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად; 
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წინა სემესტრის  განმავლობაში კონფერენციაში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი  დოკუმენტ(ებ)ი (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა);
დ) წინა სემესტრის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის ასლი;
ე) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა, თსუ-სა  და უცხო  ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  შორის გაფორმებული მემორანდუმის  საფუძველზე,  უცხო  ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი  დოკუმენტი;

ვ) საქართველოს ბანკიდან სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.

5.სტიპენდიის მიღების  მსურველის  სტუდენტების საბუთების მიღება მოხდეს 2025 წლის 15 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით.

6. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის  მართვის  სამსახურის სტუდენტთა  მომსახურების   ცენტრში,  ელექტრონული ფოსტის  გზავნილით, მისამართზე:  nana.chargeishvili@tsu.ge;   (საკონტაქტო პირი:  თეონა გამხუაშვილი ტელ: 2250484(9801)

7. სტიპენდიანტების შერჩევის თაობაზე  რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს  №:154/01-01 ბრძანებით  დამტკიცებული  კომისიის  დასკვნა  მომზადდეს არაუგვიანეს  2025 წლის 03 ნოემბრისა.

8. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 242/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის  10 მარტის N8/04 ერთობლივ ბრძანებაში ტექნიკური შეცდომების  გასწორების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივ ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორების   მიზნით (ბეჭდვაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის’’ მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:


,,ა) უნივერსიტეტის კრიტერიუმებით შერჩევის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემულ ცხრილზე დაყრდნობით;


 

    მინიმალური ქულა მაქსიმალური
პროფესიული სტატუსი (0-5 ქულა) რექტორი/რექტორის მოადგილე/დეკანი 0 5

დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი/ცენტრალური ადმინისტრაციული ერთეულის  (დეპარტამენტი, სამსახური, ცენტრი) ხელმძღვანელი

0 4
ფაკულტეტის დეკანის მოადგილე/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე 0 3
საფაკულტეტო ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი/აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი 0 2
ERASMUS+ ICM პროგრამების კოორდინირებასთან კავშირში მყოფი ადმინისტრაციულ ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული  პირი 0 1
       
სამეცნიერო რანგი (0-5 ქულა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 0 5
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0 4
მეცნიერი თანამშრომელი 0 2
       
აკადემიური რანგი
(0-5 ქულა)
პროფესორი 0 5
ასოცირებული პროფესორი 0 4
ასისტენტ პროფესორი 0 2
ასისტენტი 0 1
     
პრეზენტაბელურობა შესარჩევი ინტერვიუს
პროცესში (0-45
ქულა)

აკადემიური მობილობის დროს: შემოთავაზებული სამუშაო გეგმის გავლენა მშობლიური ფაკულტეტის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის/აკადემიური პროგრამის აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერებაზე
ან ადმინისტრაციული მობილობის დროს: შემოთავაზებული სამუშაო გეგმის გავლენა იმ სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე და საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე, სადაც აპლიკანტი დასაქმებულია კონკურსში მონაწილეობის მომენტში

0 10
მობილობის შესაძლო გავლენა თსუ-სა და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის არსებული ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებაზე 0 10
მობილობის განხორციელების მოტივაცია 0 10
მობილობისთვის რელევანტულ უცხოურ ენაში კომპეტენციის დონე 0 10
თსუ-ს მონაწილეობით განხორციელებული გაცვლითი და მობილობის პროგრამების (ადმინისტრირებაზე გავლენა 0 5
ახალი აპლიკანტი (გამოცდილების არ მქონე) (0-4 ქულა) K107/K171 პროგრამაში გამოცდილების არ მქონე - 4 ქულა
1-დან 2 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 3 ქულა
3-დან 4 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 2 ქულა
5 დან 6 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 1 ქულა
6 მობილობაზე მეტი ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 0 ქულა
0 5
შეზღუდული შესაძლებლობები (0-1 ქულა) შშმპ სტატუსი 0 1


2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
3.  ბრძანების ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი   ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის   ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ      საქმეთა     კოლეგიაში,     მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე 

რექტორი ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 16/04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025 წელს დარეგისტრირებული აპლიკანტების საჩივრის წარმოდგენისა და საჩივრების განმხილველი სააპელაციო კომისიის მუშაობის წესის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის  - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ",  ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის    პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  სასწავლო  პროცესის   მარეგულირებელი   წესის   მე-10 მუხლის  პირველი პუნქტის, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის  ხელმძღვანელის 2025 წლის 06 ოქტომბრის N24843/10 წარდგინების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამებზე       2025 წელს   დარეგისტრირებული აპლიკანტების საჩივარში წარმოდგენილი საკითხების განხილვა წარიმართოს შემდეგი
პროცედურული  დაცვით:
ა) აპლიკანტმა საჩივარი უნდა  გამოაგზავნოს თსუ  პროფესიული განათლების ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე cve@tsu.ge იმ ელექტრონული ფოსტიდან, რომლითაც დარეგისტრირებულია  აპლიკანტი სსიპ  - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. საჩივრის  ტექსტში უნდა   იყოს მითითებული, თუ   რომელ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელ ლოკაციაზე (თბილისი, ქუთაისი), რა თარიღში ჰქონდა გასაუბრება  (შერჩევა) აპლიკანტს და შემდეგ გასაჩივრების საფუძველი/მიზეზი;
ბ) სააპელაციო კომისია  აპლიკანტის  საჩივარს განიხილავს თუ  დაცული  იქნება წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები და აპლიკანტი   მიუთითებს   გასაუბრების პროცესში  წარმოშობილი  ტექნიკური  ხასიათის შემდეგ საკითხ(ებ)ზე:
ბ.ა) აპლიკანტს არ მიეცა საკმარისი დრო გასაუბრებაზე (5 წთ.-ზე  ნაკლები);
ბ.ბ)  შესარჩევმა კომისიამ  აპლიკანტს  არ გააცნო გასაუბრების   ზოგადი   წესები  და  ამ ინფორმაციის არცოდნამ აპლიკანტის შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედა;
ბ.გ) გასაუბრების  პროცესში კომისიის  წევრმა აპლიკანტს დაუსვა  ისეთი  კითხვები, რომელიც არ იყო კავშირში  მოტივაციურ გასაუბრებასთან ან/და აპლიკანტს  არ მიეცა საშუალება კომისიის წევრის მხრიდან დასმულ შეკითხვაზე ეპასუხა ამომწურავად.

2.  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე  2025  წელს  დარეგისტრირებული აპლიკანტების  საჩივრების  განმხილველი სააპელაციო კომისიის  მუშაობა  წარიმართოს შემდეგი წესის დაცვით:
ა) სააპელაციო კომისიის  თავმჯდომარემ ორგანიზება გაუწიოს  კომისიის  სრულფასოვან მუშაობას და კომისიის წევრების შეკრებას;
ბ)  სააპელაციო კომისიის   მდივნის ფუნქცია-მოვალეობას ასრულების  კომისიის  ერთ- ერთი  წევრი   კომისიის   თავჯდომარის   დავალებით,   რომელსაც ევალება  დააოქმოს კომისიის ყველა შეკრება;
გ) სააპელაციო კომისიის  წევრ(ებ)ი აქტიურად  არიან ჩართული კომისიის  მუშაობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
დ) კომისია უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
ე) სააპელაციო კომისია  აპლიკანტის  საჩივართან დაკავშირებით  დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე  დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. 
ვ) კომისიის  წევრების ხმების  თანაბრად გაყოფის შემთხვევაში  გადამწყვეტია თავმჯდომარის  ხმა.;
ზ) კომისიის  მუშაობის შედეგები  და გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით  და მას ხელს აწერს კომისიის დამსწრე წევრები;
თ) სააპელაციო კომისია იღებს ორი სახის გადაწყვეტილებას: პირველი, საჩივარი რჩება განუხილველი  და ეცნობება აპლიკანტს ელექტრონული სახით,  მეორე, საჩივარი დაკმაყოფილდება და სააპელაციო კომისიის  გადაწყვეტილება ეგზავნება  თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელს შემდგომი რეაგირების მიზნით.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა  და შესაბამის   სტრუქტურულ  ერთეულებისთვის  მიწოდება   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 239/01-01