Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლის, უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის №63/01-01 ბრძანებისა და თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 03.11.2011, №30156 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №88/2011 დადგენილებით შექმნილ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიას იმავე შემადგენლობითა და სტრუქტურით, დაევალოს თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 2011 წლის 3 ნოემბრის №30156 წერილით წარმოდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, 4 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის №63/01-01 ბრძანების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებულ კონკურსში მონაწილე გეოგრაფიის მიმართულების (ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგიის ქვემიმართულების) კონკურსანტებთან დაკავშირებით კომისიის დოკუმენტაციაში დაფიქსირებული უზუსტობებისა და ტექნიკური ხარვეზების გასწორება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 120/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორისათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 28.11.2011, №32150/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორ ელდარ იბერს გაუგრძლდეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა მიმდინარე სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 119/2011

საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში გეორგიოს ხაძიმიხელაკისისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის “ს” პუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 63-ე მუხლის პირველი პუნქტისა და თსუ–ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორის 05.12.2011, №32/699/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გეორგიოს ხაძიმიხელაკისს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

 

2. დადგენილებით მიღებული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

4. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 118/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და უნვერსიტეტის რექტორის 2011 წლის 10 ოქტომბრის N105/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე:  პროფ. რევაზ ჯორბენაძე; 

 

კომისიის მდივანი: პროფ. მანანა შამილიშვილი;

 

წევრები:


ა) იოსებ სალუქვაძე – სრული პროფესორი;
ბ) რევაზ გაჩეჩილაძე – სრული პროფესორი;
გ) გიორგი გოგსაძე – სრული პროფესორი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 117/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და უნვერსიტეტის რექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის N106/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე:  პროფ. რევაზ ჯორბენაძე; 

 

კომისიის მდივანი:  პროფ. მანანა შამილიშვილი;

 

წევრები:


ა)  ზურაბ დავითაშვილი – სრული პროფესორი;
ბ)  ალექსანდრე რონდელი – სრული პროფესორი;
გ) ფიქრია ასანიშვილი – ასოცირებული პროფესორი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 116/2011

 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 17 ნოემბრის №136/2017
დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011  წლის 2 აგვისტოს №80/01-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 2 ნოემბრის დასკვნის (წერილი 14.11.2011, №30933/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

1) ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა:
ა) თენგიზ კიკაჩეიშვილი;

 

2) თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობები:
ა) ნანი გაფრინდაშვილი;
ბ) ეკატერინე ნავროზაშვილი;

 

3) კლასიკური ფილოლოგია:
ა) რუსუდან ცანავა;
ბ) მანანა ფხაკაძე;

 

4) ახალი ბერძნული ფილოლოგია:
ა) ანა ჩიქოვანი;

 

5) ფრანგული ფილოლოგია (ფრანგული ლიტერატურა):
ა) ნანა გუნცაძე;

 

6) იტალიური ფილოლოგია:
ა) მაია ჯავახიძე;

 

7) ამერიკისმცოდნეობა:
ა) ვასილ კაჭარავა;

 

8) კავკასიოლოგია (კავკასიური ენები):
ა) მერაბ ჩუხუა;

 

9) აღმოსავლეთმცოდნეობა (არაბისტიკა):
ა) გიორგი ლობჟანიძე;

 

10) განათლების მეცნიერებები:
ა) ივანე მინდაძე.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 115/2011

 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 17 ნოემბრის №136/2017
დადგენილებით


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
8.10.2012, №96/2012 და 1.05.2017, №47/2017
დადგენილებებით



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011  წლის 2 აგვისტოს №80/01-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 2 ნოემბრის დასკვნის (წერილი 14.11.2011, №30933/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

1) ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა:
ა) ამოღებულია; (1.05.2017, №47/2017)

 

2) თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობები:
ა) ამოღებულია (8.10.2012, №96/2012);
ბ) ეკატერინე ნავროზაშვილი;

 

3) კლასიკური ფილოლოგია:
ა) რუსუდან ცანავა;
ბ) მანანა ფხაკაძე;

 

4) ახალი ბერძნული ფილოლოგია:
ა) ანა ჩიქოვანი;

 

5) ფრანგული ფილოლოგია (ფრანგული ლიტერატურა):
ა) ნანა გუნცაძე;

 

6) იტალიური ფილოლოგია:
ა) მაია ჯავახიძე;

 

7) ამერიკისმცოდნეობა:
ა) ვასილ კაჭარავა;

 

8) კავკასიოლოგია (კავკასიური ენები):
ა) მერაბ ჩუხუა;

 

9) აღმოსავლეთმცოდნეობა (არაბისტიკა):
ა) გიორგი ლობჟანიძე;

 

10) განათლების მეცნიერებები:
ა) ივანე მინდაძე.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 115/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორთათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  04.11.2011 №30260/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორებს ეკა აკობიასა და დავით მაცაბერიძეს გაუგრძლდეს ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა თსუ–ის რექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის №106/01–01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე კანდიდატთა არჩევამდე.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 114/2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლებისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 08.11.2011, №30491/02 საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის „ფ-ღ“  ქვეპუნქტები:

 

„ფ) შესავალი გამოყენებით სტატისტიკაში SPSS –ის ელემენტებით (დანართი №21);
ქ) SPSS–ის კურსი დოქტორანტებისათვის (დანართი №22);
ღ) კვლევის სტატისტიკური მეთოდები (დანართი №23);“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 113/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პერსონალის მართვის, საფინანსო და იურიდიული დეპარტამენტების უფროსების 24.10.2011, №29087/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს, აკადემიური პერსონალის მიერ თავის ვალდებულებათა სრულფასოვნად შესრულების მიზნით, პედაგოგიური დატვირთვით (სააუდიტორიო საათები), უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყონ აკადემიური პერსონალი.

 

2. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, თუ დამსაქმებელი (ფაკულტეტი) ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წესით არჩეულ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვით.

 

3. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს, დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ.

 

4. დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) ან დამსაქმებლის (ფაკულტეტი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელფასის დაქვითვა განხორციელდეს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია) 50%-დან, შეუსრულებელი პედაგოგიური დატვირთვის პროპორციულად (ერთი საათის საშუალო ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე).

 

5.  დასაქვითი შრომის ანაზღაურების გაანგარიშება განხორციელდეს შესაბამისი სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და გამოიცეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი.

 

6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

7. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

8. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული საკითხი დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

9. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 112/2011

პროფესორ ჰაინც ფენრიხისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 14.11.2011 №30958/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ქართველოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, ცნობილ გერმანელ ქართველოლოგს, იენის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, ბატონ ჰაინც ფენრიხს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 111/2011

ზოგიერთი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 06.10.2011, №27471/02 და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 10.10.2011, №2678/25–00 წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოქმედდეს შემდეგი სამაგისტრო პროგრამები ამ პროგრამებზე ხუთზე ნაკლები სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში:

 

ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები:

 

1.    ფილოსოფია;
2.    ქრისტიანობის ისტორია;
3.    ძველი ენები და ცივილიზაციები;
4.    მედიევისტიკა;
5.    ეთნოლოგია;
6.    ქართველური ენათმეცნიერება;
7.    გერმანული ფილოლოგია;
8.    ბერძნულ-რომაული ფილოლოგია;
9.    კავკასიოლოგია;
10.    თურქული ფილოლოგია;
11.    კულტურის კვლევები;
12.    კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია.

 

ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები :

 

1.    გამოყენებითი მათემატიკა;
2.    ფუნდამენტური ფიზიკა;
3.    ქიმია;
4.    ქიმიური ექსპერტიზა.

 

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები:

 

1.    გენდერის კვლევა;
2.    მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები;
3.    კლინიკური ნეიროფსიქოლოგია;
4.    ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 110/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის   მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის და 57–ე მუხლის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე–2 და მე-3 პუნქტების, მე–9 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 10.10.2011. №6908/2205 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი.

 

2. წინამდებარე დადგენილებით მიღებული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 109/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№4/2015, 22.01.2015 დადგენილებით



,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის   მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის და 57–ე მუხლის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე–2 და მე-3 პუნქტების, მე–9 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 10.10.2011. №6908/2205 წერილის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი. (№4/2015, 22.01.2015)

 

2. წინამდებარე დადგენილებით მიღებული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს. 

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს. 

5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 109/2011

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 29.09.2011 №26503/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ  №1–ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა) მე-6 მუხლის 6.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„6.3. სამეცნიერო ხელმძღვანელის სალექციო და კვლევითი დატვირთვიდან გამომდინარეობს, თუ რამდენ დოქტორანტს შეუძლია უხელმძღვანელოს.“;

 

ბ) მე-10 მუხლის 10.4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

გ) 22-ე მუხლის 22.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„22.1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე დისერტაციის შესაფასებლად გამოყოფს მინიმუმ ორ შემფასებელს.“;

 

დ) 25-ე მუხლის 25.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„25.2. დისერტაციის დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის დახურულ სხდომაზე ფარული კენჭისყრით, რაზედაც დგება ოქმი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“.

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2007 წლის 28 მაისის №23 დადგენილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 108/2011

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 10.10.2011, №2657/25–03 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ცვლილებები შევიდეს „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგი ქვეპუნქტებით დამტკიცებულ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„45.  მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები (დანართი 45);
47.   გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია (დანართი 47).“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 107/2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 18 აგვისტოს №81/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის, იურიდიული ფაკულტეტის 10.10.2011. №6908/2205 და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 03.10.2011, 26913/02 წრილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 18 აგვისტოს №81/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის მე–7, მე–9, 21- ე, 32–ე, 34–ე, 54- ე, 55-ე, 81–ე და 82–ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 106/2011

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 24 სექტემბრის №103/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე მუხლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 04.10.2011, №36/01/02–01–10 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 24 სექტემბრის №103/2010 დადგენილებით დამტკიცებულ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ქვემიმართულება - პრაქტიკული ინფორმატიკის ასისტენტ–პროფესორთა ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს „კუთხაშვილი ქეთევანი“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 105/2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 18 აგვისტოს №81/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 18 აგვისტოს №81/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის 77–ე და 78–ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 104/2011

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 14 ივლისის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 22.09.2011, №25256/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 14 ივლისის №95 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის პროგრამაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით (დანართი 1).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 103/2011