Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და უნვერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N63/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე: ელიზბარ ნადარაია (სრული პროფესორი);

 

კომისიის მდივანი: გრიგოლ სოხაძე (ასოცირებული პროფესორი);

 

ა) მათემატიკის მიმართულება, ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება):


1.    როლანდ ომანაძე – სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    უშანგი გოგინავა – სრული პროფესორი
3.    გიორგი ჯაიანი – სრული პროფესორი;

 

ბ) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება:


1.    კობა გელაშვილი – სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    გია სირბილაძე – სრული პროფესორი
3.    მანანა ხაჩიძე – სრული პროფესორი;
    


გ) გეოგრაფიის მიმართულება:


1.    ლია მაჭავარიანი – ასოცირებული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    დავით კერესელიძე – სრული პროფესორი
3.    ნოდარ ელიზბარაშვილი – სრული პროფესორი
4.    ზურაბ სეფერთელაძე – სრული პროფესორი
5.    რამინ გობეჯიშვილი – სრული პროფესორი
6.    თენგიზ ურუშაძე – სრული პროფესორი;

 

დ) ბიოლოგიის მიმართულება:


1.    ნანა კოშორიძე – სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    დიანა ძიძიგური – სრული პროფესორი
3.    ნანული კოტრიკაძე – სრული პროფესორი
4.    ნინო ფორაქიშვილი – სრული პროფესორი
5.    ნანული დორეული – სრული პროფესორი
6.    თეიმურაზ ლეჟავა – სრული პროფესორი
7.    არნოლდ გეგეჭკორი – სრული პროფესორი;

 

ე) ელექტრონიკის მიმართულება:


1.    რომან ჯობავა – სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    გიორგი ღვედაშვილი – ასოცირებული პროფესორი
3.    ოთარ ლაბაძე – ასოცირებული პროფესორი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 88/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2017 წლის 15 სექტემბრის №103/2017 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 8 ივნისის N55/01-01 ბრძანებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის №2243/25–00, 06.09.2011 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს თამარ მახარაძე (სოციალური მუშაობის მიმართულებით).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 87/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის #23037/02, 6.09.2011 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ­„ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის  მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 15 სექტემბრის №127 და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 10 ოქტომბრის №148 დადგენილებებით სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ პროფესორებს გაუგრძლდეს აკადემიურ თანამდებობებზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 1 აგვისტომდე (დანართი 1).

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 86/2011

 „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო (სტრატეგიული) გეგმების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №60/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო (სტრატეგიული) გეგმების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №60/2011 დადგენილების:


ა) დანართი №1–ით დამტკიცებული უნივერსიტეტის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) სამოქმედო (სტრატეგიული) გეგმის მე–4 პუნტის მე–2 აბზაცის ბოლოს დაემატოს შემდეგი წინადადება:

 

„უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პროფესიული განათლების პროგრამების მრავალფეროვნებასა და განვითარებას სწრაფად ცვალებად შრომის ბაზრის შესაბამისად.“;

 

ბ) დანართი №2–ის ბოლოს დაემატოს შემდეგი წინადადება:

 

„პროფესიული განათლების პროგრამების განვითარების სტრატეგიის შექმნა, პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და ხარისხის ზრდის მიზნით.“;

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 85/2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №74/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N64/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №74/2011 დადგენილებით არჩეულ საკონკურსო კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ამოღებულ იქნეს მე–7 პუნქტი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 84/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 6 მაისის №45/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 6 ივნისის №52/2011 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 22 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

კერძო სამართლის მიმართულებით:


ა) ბესარიონ ზოიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ბ) დავით კერესელიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
გ) თევდორე ნინიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
დ) ლადო ჭანტურია (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ე) ირაკლი ბურდული (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
ვ) თამარ ზამბახიძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
ზ) გიორგი ცერცვაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

 

საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:


თ) ლევან ალექსიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ი) კონსტანტინე კორკელია (სრული პროფესორის თანამდებობაზე).

 

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით:


კ) მაია კოპალეიშვილი (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ლ) ირმა ხარშილაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

 

კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:


მ) გიორგი კვერენჩხილაძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ნ) ნანა ჭიღლაძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ო) გიორგი თევდორაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
პ) გიორგი კახიანი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

 

სისხლის სამართლის მიმართულებით:


ჟ) მაია ივანიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
რ) ლალი ფაფიაშვილი (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ს) გიორგი თუმანიშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

 

სამართლის ისტორიის მიმართულებით:


ტ) გიორგი დავითაშვილი (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
უ) ნუგზარ სურგულაძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ფ) დავით ბოსტოღანაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
ქ) მარინა გარიშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2011 წლის 8 სექტემბრიდან.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 83/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№111/2012, 14.11.2012, №35/2013, 25.02.2013,
№1/2013, 21.01.2013, №87/2014, 08.09.2014,
№44/2015, 23.03.2015, №51/2015, 04.05.2015,
 №92/2015, 14.09.2015; №70/2016, 30.06.2016;
№19/2017, 20.02.2017; №46/2017, 01.05.2017;
№80/2017, 14.07.2017; №207/2018, 17.10.2018
დადგენილებებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 6 მაისის №45/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 6 ივნისის №52/2011 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 22 აგვისტოს დასკვნის, ასევე ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის N21/2013 დადგენილება) გადაწყვეტილების, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2012 წლის 17 დეკემბრის N126/2012 დადგენილება) გადაწყვეტილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

კერძო სამართლის მიმართულებით:


ა) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ბ) დავით კერესელიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
გ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
დ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ე) ამოღებულია (№111/2012, 14.11.2012);
ვ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ზ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) მარიამ ცისკაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე) (№1/2013, 21.01.2013)
2) ეკატერინე შენგელია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№19/2017, 20.02.2017)
3) თამარ ზარანდია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№19/2017, 20.02.2017)
4) სოფიო ჩაჩავა (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№19/2017, 20.02.2017)

 


საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:


თ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) დავით პატარაია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№35/2013, 25.02.2013)
ი) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)

 

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით:


კ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) ირმა ხარშილაძე (პროფესორის თანამდებობაზე) (№44/2015, 23.03.2015);
2) პაატა ტურავა (პროფესორის თანამდებობაზე) (№44/2015, 23.03.2015);
ლ) ამოღებულია (№44/2015, 23.03.2015);
1) ამოღებულია(№1/2013, 21.01.2013) (№44/2015, 23.03.2015);
2) ხათუნა ლორია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№92/2015, 14.09.2015)
3) ეკატერინე ქარდავა (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე). (№92/2015, 14.09.2015)
4) თამარ გვარამაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე). (№70/2016, 30.06.2016)

 


კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:


მ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ნ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) ირაკლი კობახიძე (პროფესორის თანამდებობაზე); (№46/2017, 01.05.2017)
ო) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
პ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) ამოღებულია;  (№87/2014, 08.09.2014) (№207/2018, 17.10.2018)
2) ამოღებულია; (№87/2014, 08.09.2014) (№46/2017, 01.05.2017)
3) ვასილ გონაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№19/2017, 20.02.2017)

 


სისხლის სამართლის მიმართულებით:


ჟ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) მერაბ ტურავა (სრული პროფესორის თანამდებობაზე) (№1/2013, 21.01.2013)
2) ნონა თოდუა (პროფესორის თანამდებობაზე) (№87/2014, 08.09.2014)
რ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ს) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) ირა აქუბარდია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე). (№51/2015, 04.05.2015)
2) მორის შალიკაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№19/2017, 20.02.2017) 

 

სამართლის ისტორიის მიმართულებით:


ტ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
უ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ფ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ქ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)

 

სამართლის მეთოდების მიმართულებით:


ღ) გიორგი ხუბუა (სრული პროფესორის თანამდებობაზე). (№1/2013, 21.01.2013)
ყ) ლელა ჯანაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე) (№44/2015, 23.03.2015).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2011 წლის 8 სექტემბრიდან.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 83/2011

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 

ა) ცვლილებები შევიდეს დადგენილების შემდეგი ქვეპუნქტებით დამტკიცებულ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„14. ფუნდამენტური ფიზიკა (დანართი 14);
15. გამოყენებითი ფიზიკა (დანართი 15);
18. ბიოლოგია (დანართი 18);
33. გამოყენებითი ეკოლოგია (დანართი 33);
77. ეკონომიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 77);
81. ბიზნესის ადმინისტრირება (დანართი 81);
146. ძველი ენები და ცივილიზაციები (დანართი 146);
158. სლავური ფილოლოგია (დანართი 158);
166. ასირიოლოგია (დანართი 166);
171. კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა (დანართი 171)“;

 

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ პუნქტი:


„ზ) ინტერფაკულტეტური პროგრამები:


190. სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში (დანართი 196).“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 82/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ი1 ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტები და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა (დანართი №1).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 81/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №104/2011 და 10.10.2011, №106/2011
დადგენილებებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ი1 ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტები და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა (დანართი №1).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 81/2011

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №259 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 25.07.2011 №19486/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №259 დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა)  საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 1);
ბ) საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 2);
გ) საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიო-ტექნოლოგია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 3);

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 80/2011

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო  პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №64/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 25.07.2011 №19486/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №64/2010 დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა)  საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 1);
ბ) საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 2);
გ) საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიო-ტექნოლოგია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 3);
დ) საბაკალავრო პროგრამა „ეკოლოგია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 4).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 79/2011

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლის ა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 25.07.2011 №19486/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

 

ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81, 82, 83 პუნქტები:


„81. გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია (დანართი 190);
82. კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ–ფრანგული) (დანართი 191);
83. ეკოლოგია (დანართი 192).“ .

 

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 231, 232, 233 პუნქტები:


„231. გამოყენებითი ბიომეცნიერებები (დანართი 193);
232. გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ინ­გ­ლი­­­სურენოვანი) (დანართი 194);
233. სამედიცინო მოლეკულური ბიოლოგია (ინგლისურენოვანი) (დანართი 195).“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 78/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, მე–9 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61–ე მუხლის პირველი, მე–3, მე–6 და მე–7 ნაწილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი 1).

 

2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36 დადგენილება.

 

3. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. წინამდებარე დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შედის 2011–2012 სასწავლო წლიდან.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 77/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
19.09.2011, №92/2011, 16.01.2012, №2/2012,
22.02.2012, №13/2012, 11.06.2012, №46/2012,
09.08.2013, №93/2013, 4.11.2013, №111/2013,
09.06.2014, №48/2014, 14.07.2014, №64/2014,
23.02.2015, № 26/2015, 19.06.2015, № 59/2015,
19.09.2016, № 111/2016, 17.05.2017, № 55/2017,
22.01.2018, № 8/2018, 14.05.2018, № 123/2018;
12.11.2018, №224/2018; 22
.02.2024, №21/2024

დადგენილებებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, მე–9 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61–ე მუხლის პირველი, მე–3, მე–6 და მე–7 ნაწილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი 1).


2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36 დადგენილება .
3. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის 2011–2012 სასწავლო წლიდან.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 77/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის შესახებ

ძალაკარგულია აკადემიური საბჭოს

2016 წლის 27 ივნისის №66/2016 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურა (დანართი № 1).

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:


ა) ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის ანოტაციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №239 დადგენილება;
ბ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №240 დადგენილება.

 

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალოს თსუ–ის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს.

4. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 76/2011

პროფესორ კლაუს დიკესათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 20.07.2011 №19121/02 წარდგინების საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  თსუ–ისა და იენის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოჩენილ მეცნიერს, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ კლაუს დიკეს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 75/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და უნვერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N64/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ომისიის თავმჯდომარე: მარიამ გერსამია  – სრული პროფესორი;

 

კომისიის მდივანი: თამარ დოლბაია – ასისტენტ პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი;

 

წევრები:

1. რევაზ გაჩეჩილაძე – სრული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
2. სერგი კაპანაძე – ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
3. ირაკლი კალანდია – ფილოსოფიის დოქტორი, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი;
4. მანანა შამილიშვილი – ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება;
5. ალექსანდრე კუხიანიძე – სრული პროფესორი, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება;
6. ნოდარ სარჯველაძე – ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
7. მედეა დესპოტაშვილი – ასისტენტ-პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიის მიმართულება.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 74/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
06.09.2011; №84 დადგენილებით

 



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და უნვერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N64/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე: მარიამ გერსამია  – სრული პროფესორი;

 

კომისიის მდივანი: თამარ დოლბაია – ასისტენტ პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი;

 

წევრები:


1. რევაზ გაჩეჩილაძე – სრული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
2. სერგი კაპანაძე – ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
3. ირაკლი კალანდია – ფილოსოფიის დოქტორი, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი;
4. მანანა შამილიშვილი – ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება;
5. ალექსანდრე კუხიანიძე – სრული პროფესორი, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება;
6. ნოდარ სარჯველაძე – ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
7. ამოღებულია (06.09.2011; №84)

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 74/2011

სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მდივნის დანიშვნის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2024 წლის 9 სექტემბრის №108/2024 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის, სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2006 წლის 30 ოქტომბრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის“ პირველი თავის პირველი პუნქტისა და მე–4 თავის მე–3 პუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ლელა ჯანაშვილი.

 

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მდივნად დაინიშნოს მზექალა აჭაიძე.

 

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 73/2011