Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის სილაბუსის ფორმის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 
22 ივლისის №100/2019 დადგენილებით

 


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 13.06.2011, 14887/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს თანდართული:


ა) „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის  სილაბუსის ფორმა‘‘ (დანართი 1);


ბ) „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის შინაარსი“ (დანართი 2);


გ) „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის კავშირი განსავითარებელ კომპეტენციებთან“ (დანართი 3);


დ) დამტკიცდეს თანდართული „მაგალითი: მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის კავშირი განსავითარებელ კომპეტენციებთან“ (დანართი 4).


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2010 წლის 22 თებერვლის №20/2010 დადგენილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სილაბუსის მოდიფიცირებული ფორმის დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 55/2011

მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის სილაბუსის ფორმის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 
22 ივლისის №100/2019 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
28.12.2011, №129/2011 დადგენილებით

 


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 13.06.2011, 14887/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს თანდართული:


ა) „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის  სილაბუსის ფორმა‘‘ (დანართი 1); (28.12.2011, №129/2011)


ბ) „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის შინაარსი“ (დანართი 2);


გ) „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის კავშირი განსავითარებელ კომპეტენციებთან“ (დანართი 3);


დ) დამტკიცდეს თანდართული „მაგალითი: მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის კავშირი განსავითარებელ კომპეტენციებთან“ (დანართი 4).


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2010 წლის 22 თებერვლის №20/2010 დადგენილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სილაბუსის მოდიფიცირებული ფორმის დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 55/2011

„2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო და 2011–2012 სასწავლო წლის საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის და სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენის ვადების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს №140/2010 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე, 61–ე და 63-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-6 მუხლის პირველი, მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო და 2011–2012 სასწავლო წლის საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის და სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენის ვადების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 22 დეკემბრის №140/2010 დადგენილება.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 54/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორთათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 27.05.2011 წერილის საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 29 სექტემბრის №290 დადგენილებით აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ ასისტენტ–პროფესორებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა გადის 2011 წლის 29 სექტემბერს, გაუგრძლდეს ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 1 მარტამდე (დანართი 1).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 53/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორთათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2011 წლის 8 დეკემბრის №121/2011 დადგენილებით


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 27.05.2011 წერილის საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 29 სექტემბრის №290 დადგენილებით აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ ასისტენტ–პროფესორებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა გადის 2011 წლის 29 სექტემბერს, გაუგრძლდეს ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 1 მარტამდე (დანართი 1). (№121/2011, 8.12.2011)

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 53/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლის, რექტორის 2011 წლის 6 მაისის №45/01-01 ბრძანებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 03.06.2011, 14000/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე: გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

 

კომისიის მდივანი: თამარ ზარანდია – სამართლის დოქტორი, თსუ–ის ასოცირებული პროფესორი;

 

კომისიის წევრები:


1.  გიორგი შავლიაშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი;
2.  ლაშა კალანდაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
3.  დიმიტრი ძაგნიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
4.  ვასილ გონაშვილი – სამართლის დოქტორი, თსუ–ის ასოცირებული პროფესორი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 52/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2011  წლის 25 მარტის  №30/01–01  ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე: რევაზ ჯორბენაძე – ასოცირებული პროფესორი;


კომისიის მდივანი: მარინა ხიზანიშვილი – ასოცირებული პროფესორი;

 

კომისიის წევრები:


1.    დალი ოსეფაშვილი – ასოცირებული პროფესორი;
2.    ელდარ იბერი – ასოცირებული პროფესორი;
3.    ნანა ტალახაძე – ასოცირებული პროფესორი.        


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 51/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 14 ივლისის №78/2017 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011  წლის 7 თებერვლის №17/01-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 20 მაისის დასკვნის (წერილი №12694/02; 20.04.2011) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

ა) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით:

 

ასოცირებულ პროფესორებად:


1.    სერგი კაპანაძე;
2.    თორნიკე თურმანიძე.

 

ასისტენტ–პროფესორებად:


1.    გიორგი ხელაშვილი;
2.    სოფიო პეტრიაშვილი.

 

ბ) ჟურნალისტიკის მიმართულებით:

 

სრულ პროფესორად:


1. მარიამ გერსამია.

 

გ) სოციალური მუშაობის მიმართულებით:

 

კონკურსი არ შედგა, რადგან განაცხადი არავის არ შეუტანია.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4.დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 50/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 14 ივლისის №78/2017 დადგენილებით

 


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№103/2015, 28.09.2015; №25/2016, 29.02.2016;

№64/2017, 31.05.2017 დადგენილებებით



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011  წლის 7 თებერვლის №17/01-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 20 მაისის დასკვნის (წერილი №12694/02; 20.04.2011) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს: 

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

ა) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით:

 

ასოცირებულ პროფესორებად:


1.    ამოღებულია; (№25/2016, 29.02.2016)
2.    თორნიკე თურმანიძე.

 

ასისტენტ–პროფესორებად:


1.    გიორგი ხელაშვილი;
2.    ამოღებულია (№103/2015, 28.09.2015)

 

ბ) ჟურნალისტიკის მიმართულებით:

 

სრულ პროფესორად:


1. ამოღებულია. (№64/2017, 31.05.2017)

 

გ) სოციალური მუშაობის მიმართულებით:

 

კონკურსი არ შედგა, რადგან განაცხადი არავის არ შეუტანია.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4.დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 50/2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის და ეკონომიკის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ და შპს – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ ბიზნესის და მართვის მიმართულების და ეკონომიკის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში) ცვლილებების შეტანის შესახებ“აკადემიური საბჭოს №9/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის `ბ` და `ს` ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის `ბ` ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წერილის (29.04.2011 №10657/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნესის მართვის და ეკონომიკის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის”  და შპს – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის”  ბიზნესის  და მართვის მიმართულების და ეკონომიკის  უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში)  ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს  2011 წლის 31 იანვრის №9/2011 დადგენილების მე–3 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 4–ში  შეტანილ იქნეს ცვლილებები განვლილი პირველი და მეორე სემესტრების ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 1).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 49/2011

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36 დადგენილებით დამტკიცებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში შეტანილ ექნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 

ა) პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. თსუ-ს სტუდენტის სტატუსის მინიჭება


1. ბაკალავრიატის/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2.  პროფესიულ პროგრამებზე პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდა.
3.  მაგისტრატურის საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია სამაგისტრო გამოცდის შედეგები, რომელიც მოიცავს საერთო სამაგისტრო გამოცდასა და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ შიდა გამოცდას/გამოცდებს.
4.     დოქტორანტურაში მიღების წესი განისაზღვრება თსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით.
5.  ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს თსუ–ის სტუდენტის სტატუსი მიენიჭება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

 

ბ) მე–2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. თსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა


თსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

 

გ) პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:


„11. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია
სტუდენტთა სემესტრული რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: ადმინისტრაციული – ბანკში სწავლის საფასურის გადახდით და აკადემიური (საგნობრივი) - ,,სასწავლო პროცესის მართვის სისტემის” საშუალებით.“.

 

2. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 48/2011

,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა‘‘

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2017 წლის 8 დეკემბრის №153/2017 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა“ (დანართი 1).

 

2. დამტკიცდეს თანდართული „სასწავლო კურსის სილაბუსი“ (დანართი 2) .

 

3. დამტკიცდეს თანდართული ,,თანხმობის წერილი ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ“ (დანართი 3).

 

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს შემდეგი დადგენილებები:


ა) "საბაკალავრო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ" 2007 წლის 23 იანვრის №11 დადგენილება;
ბ) "სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების შესახებ" 2007 წლის 18 ივნისის №28 დადგენილება;
გ) "საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" 2009 წლის 16 ივლისის №252 დადგენილება;
დ) "სამაგისტრო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" 2009 წლის 16 ივლისის №253 დადგენილება;
ე) "სილაბუსის ახალი ფორმის დამტკიცების შესახებ" 2009 წლის 16 ივლისის №255 დადგენილება.

 

5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

6. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

7. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 47/2011

,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა‘‘ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2017 წლის 8 დეკემბრის №153/2017 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
28.12.2011, №128/2011 და 27.06.2016, №65/2016
დადგენილებებით 

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა“ (დანართი 1).  (27.06.2016, №65/2016)

 

2. დამტკიცდეს თანდართული „სასწავლო კურსის სილაბუსი (სარეკომენდაციო ფორმა)“ (დანართი 2). ( 28.12.2011, №128/2011 )(27.06.2016, №65/2016)

 

3. დამტკიცდეს თანდართული ,,თანხმობის წერილი ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ“ (დანართი 3).

 

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს შემდეგი დადგენილებები:


ა) "საბაკალავრო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ" 2007 წლის 23 იანვრის №11 დადგენილება;
ბ) "სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების შესახებ" 2007 წლის 18 ივნისის №28 დადგენილება;
გ) "საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" 2009 წლის 16 ივლისის №252 დადგენილება;
დ) "სამაგისტრო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" 2009 წლის 16 ივლისის №253 დადგენილება;
ე) "სილაბუსის ახალი ფორმის დამტკიცების შესახებ" 2009 წლის 16 ივლისის №255 დადგენილება.

 

5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

6. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

7. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 47/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო (შემეცნებითი) სტრუქტურული ერთეული - ინტერნეტ–ტელევიზიის შექმნის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
11.06.2012, №45/2012 დადგენილებით

 


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის   მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის და 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე–2 და მე-3 პუნქტების, მე–9 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 


1. შეიქმნას საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო (შემეცნებითი) სტრუქტურული ერთეული ინტერნეტ–ტელევიზია (,,თსუ.ტვ“/,,TSU.TV“).


2. წინამდებარე დადგენილებით მიღებული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 46/2011

„ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობის დადგენის შესახებ“  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 10 მარტის №27/2010 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2011 წლის 29 აპრილის №10711/02 წერილობითი მიმართვის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 აპრილის  სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  ,,ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობის დადგენის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 10 მარტის №27/2010 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 

ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 22-საათიან (10 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას - განისაზღვროს 720 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 1480 ლარი თვეში.“.

 

ბ) დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24-საათიან (12 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას -განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 860  ლარი თვეში.“.

 

გ) დადგენილებას მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-41 პუნქტი:


,,41. დადგენილების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ, ამჟამად მოქმედ აკადემიურ პერსონალს 2012 წლის 1 იანვრამდე გაეზარდოს ყოველთვიური სახელფასო დანამატი: ა) სრულ პროფესორს - 300 ლარით; ბ) ასოცირებულ პროფესორს - 300 ლარით; გ) ასისტენტ–პროფესორს - 100 ლარით.“.

 

2.    ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული,
ასოცირებული  და ასისტენტ–პროფესორების სახელფასო დანამატის ოდენობის ხელახალი განსაზღვრა განხორციელდეს მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის, მის დაწყებამდე.

 

3.    წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს 2011-2012 სასწავლო წლიდან.

 

4. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული საკითხები დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

5.    წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 45/2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან ტურიზმის სპეციალობის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორცილების უფლების ტურიზმის საერთაშორისო სკოლისათვის გადაცემის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ  29.04.2011  №10657/02   წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. თსუ–ის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს – ტურიზმის საერთაშორისო სკოლას განსახორციელებლად გადაეცეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები ტურიზმის სპეციალობით:


ა) ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის მართვა (სპეციალობით ტურიზმის ბიზნესი)“;
ბ) სადოქტორო პროგრამა – ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი), პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. მაია მარგველაშვილი (დამტკიცებულია თსუ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №66/2010 დადგენილებით).


2. დაევალოს თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორ მაია მარგველაშვილს ტურიზმისა და მასპინძლობის სპეციალობებით უმაღლესი საგანამანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 44/2011

„ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №24/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ  29.04.2011  №10657/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

„ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №24/2011 დადგენილებაში შეტანილ იქნეს დამატება:

 

1. დადგენილების პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:


„11. ყოფილი სსიპ – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ თეუსუ–ში ათვისებული კრედიტები და ინდივიდუალურად განესაზღვროთ ასათვისებელი სასწავლო კომპონენტები თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოქმედი  სადოქტორო პროგრამების კურიკულუმების შესაბამისად.“.


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 43/2011

უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ,,წარმატებული ზრდის სტრატეგიები“ და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები ბიზნესის დამწყებთათვის“ დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის მ/შ 19.04.2011 №9981/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამები: ,,წარმატებული ზრდის სტრატეგიები“ (დანართი 1) და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები ბიზნესის დამწყებთათვის“ (დანართი 2);


2.    კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5.    დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 42/2011

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის №165 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ს“ ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 54-ე მუხლის, 56-ე მუხლიე მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების (ოქმი №3) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის №165 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“;


2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული - ტურიზმის საერთაშორისო სკოლა.“;


3. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:


,,11. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლას, მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესით საქმიანობის უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების განხორციელებისას უზრუნველსაყოფი თანმდევი ღონისძიებების განხორციელების პირობები განესაზღვროს თავისი დებულებით.“.


4. გადაწყვეტილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ დასამტკიცებლად გადაეცეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
5. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი      
       

სრულად

დადგენილება N: 41/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მაძიებელთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
№84/2013, 15.07.2013 დადგენილებით

 


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 28.04.2011 №10535/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მაძიებელთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი 1).


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 8 ნოემბრის №132/2010 დადგენილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მაძიებელთა სწავლების პროცესის მარეგულირებელი წესის“ დამტკიცების თაობაზე“.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს თსუ კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 40/2011