Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების  თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის  ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

 


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” პუნქტის შესაბამისად,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო, ვინც  ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის  N122 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას (სრული პროფესორისათვის კვირაში არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორისათვის – არანაკლებ 6 საათი, ასისტენტ პროფესორისათვის –არანაკლებ 8 საათი) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას,  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 

 

  • სრული პროფესორი 900 ლარი თვეში;
  • ასოცირებული პროფესორი 720 ლარი თვეში;
  • ასისტენტ პროფესორი 540 ლარი თვეში.


თანამდებობრივ სარგოზე დანამატი  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: 

 

 

  • სრული პროფესორი 600 ლარი თვეში;
  • ასოცირებული პროფესორი 380 ლარი თვეში;
  • ასისტენტ პროფესორი 160 ლარი თვეში.

 

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან (8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას,  შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას – განისაზღვროს 900 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –2100 ლარი თვეში.

 

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24-საათიან ( 12 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას  - განისაზღვროს 720 ლარი თვეში,დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –1480 ლარი თვეში.

 

4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 26-საათიან (14 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას -  განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –860  ლარი თვეში.

 

5. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის 170-ე და 2009 წლის 19 ოქტომბრის 293-ე დადგენილებები.

 

6.  კონტროლი დადგენილების  შესრულებაზე  დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს.

7. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

8. დადგენილება  გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი N885/02. 20.01.2010

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 27/2010

ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობის დადგენის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, №32/2010 და 25.05.2011, №45/2011
დადგენილებებით

 
 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” პუნქტის შესაბამისად,


 
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო, ვინც  ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის  N122 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას (სრული პროფესორისათვის კვირაში არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორისათვის – არანაკლებ 6 საათი, ასისტენტ პროფესორისათვის – არანაკლებ 8 საათი) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას,  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 

* სრული პროფესორი 900 ლარი თვეში;
* ასოცირებული პროფესორი 720 ლარი თვეში;
* ასისტენტ პროფესორი 540 ლარი თვეში.

 

თანამდებობრივ სარგოზე დანამატი  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 

* სრული პროფესორი 600 ლარი თვეში;
* ასოცირებული პროფესორი 380 ლარი თვეში;
* ასისტენტ პროფესორი 160 ლარი თვეში.

 

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან (8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას,  შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას –  განისაზღვროს 900 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 2100 ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)

 

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24-საათიან (12 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას  - განისაზღვროს 720 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 1480 ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)

 

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 22-საათიან (10 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას - განისაზღვროს 720 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 1480 ლარი თვეში. (25.05.2011, №45/2011 - ძალაში შევიდეს 2011-2012 სასწავლო წლიდან);

 

4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 26-საათიან (14 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას -  განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 860  ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010);

 

4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24-საათიან (12 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას -განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 860  ლარი თვეში. (25.05.2011, №45/2011 - ძალაში შევიდეს 2011-2012 სასწავლო წლიდან);

 

41. დადგენილების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ, ამჟამად მოქმედ აკადემიურ პერსონალს 2012 წლის 1 იანვრამდე გაეზარდოს ყოველთვიური სახელფასო დანამატი: ა) სრულ პროფესორს - 300 ლარით; ბ) ასოცირებულ პროფესორს - 300 ლარით; გ) ასისტენტ–პროფესორს - 100 ლარით. (25.05.2011, №45/2011)


 
5. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის 170-ე და 2009 წლის 19 ოქტომბრის 293-ე დადგენილებები.
 
6.  კონტროლი დადგენილების  შესრულებაზე  დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს.
 
7. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
 
8. დადგენილება  გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 
საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი N885/02. 20.01.2010
საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი  07572/02, 24.03.2010.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 27/2010

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა   ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის  ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

 


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” პუნქტის შესაბამისად,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო, ვინც  ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის  N122 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას, (სრული პროფესორისათვის კვირაში არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორისათვის – არანაკლებ 6 საათი, ასისტენტ პროფესორისათვის –არანაკლებ 8 საათი) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას,  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 

  • სრული პროფესორი 900 ლარი თვეში;
  • ასოცირებული პროფესორი 720 ლარი თვეში;
  • ასისტენტ პროფესორი 540 ლარი თვეში.


თანამდებობრივ სარგოზე დანამატი  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: 

 

 

  • სრული პროფესორი 150 ლარი თვეში;
  • ასოცირებული პროფესორი 130 ლარი თვეში;
  • ასისტენტ პროფესორი 110 ლარი თვეში.

 

2.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,

მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან (8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას –  განისაზღვროს 900 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –1150 ლარი თვეში.

 

3.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20-საათიან ( 10 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას - განისაზღვროს 720 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –930 ლარი თვეში.

 

4.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24-საათიან (12 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას - განისაზღვროს 540 ლარი თვეში,დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –660  ლარი თვეში.

 

5. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის 169-ე  დადგენილება.

6. კონტროლი დადგენილების  შესრულებაზე  დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს.

7. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

8. დადგენილება  გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი N 1045/02, 21.01.2010.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 26/2010

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობის დადგენის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
26 .03. 2010 , №32/2010 დადგენილებით

 
 
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” პუნქტის შესაბამისად,


 
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო, ვინც  ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის  N122 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას, (სრული პროფესორისათვის კვირაში არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორისათვის – არანაკლებ 6 საათი, ასისტენტ პროფესორისათვის – არანაკლებ 8 საათი) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას, განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:


·   სრული პროფესორი 900 ლარი თვეში;
·   ასოცირებული პროფესორი 720 ლარი თვეში;
·   ასისტენტ პროფესორი 540 ლარი თვეში.


თანამდებობრივ სარგოზე დანამატი  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:


·   სრული პროფესორი 150 ლარი თვეში;
·   ასოცირებული პროფესორი 130 ლარი თვეში;
·   ასისტენტ პროფესორი 110 ლარი თვეში.


 
2.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან (8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას –  განისაზღვროს 900 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 1150 ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)

 

3.   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20-საათიან (10 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას  - განისაზღვროს 720 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –  930 ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)
 


4.   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24-საათიან (12 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას - განისაზღვროს 540 ლარი თვეში,დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 660  ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)


 
5. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის 169-ე დადგენილება.
 
6. კონტროლი დადგენილების  შესრულებაზე  დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს.
 
7. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
 
8. დადგენილება  გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი N 1045/02, 21.01.2010.


საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი  07572/02, 24.03.2010.
 


 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 26/2010

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის - სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების  თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის  ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

 


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ნ“ ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ“ პუნქტის შესაბამისად,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო, ვინც  ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის  N122 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას (სრული პროფესორისათვის კვირაში არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორისათვის – არანაკლებ 6 საათი, ასისტენტ პროფესორისათვის –არანაკლებ 8 საათი) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას,  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 

 

  • სრული პროფესორი 900 ლარი თვეში;
  • ასოცირებული პროფესორი 720 ლარი თვეში;
  • ასისტენტ პროფესორი 540 ლარი თვეში.

 

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო:

 

ა) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან (8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას     –  განისაზღვროს 900 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –800 ლარი თვეში.

ბ) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 12-საათიან (6 საათი სააუდიტორიო, 6 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას   –  განისაზღვროს 900 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –430 ლარი თვეში.

 

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო:

 

ა) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20-საათიან ( 10 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას - განისაზღვროს 720 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –630 ლარი თვეში.

ბ) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან ( 8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას  - განისაზღვროს 720 ლარი თვეში,დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –330 ლარი თვეში.

 

4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო:

 

ა) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 26-საათიან (14 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას – განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –410  ლარი თვეში.

ბ) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 22-საათიან (12 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას – განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –230  ლარი თვეში.

 

5. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი აკადემიური საბჭოს 2009 წლის 13 აპრილის №212–ედადგენილება.

6. კონტროლი დადგენილების  შესრულებაზე  დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს.

7. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

8. დადგენილება  გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი N3437/02. 16.02.2010

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 25/2010

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის - სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების  თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის  ოდენობის დადგენის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, №32/2010 დადგენილებით


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ნ“ ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ“ პუნქტის შესაბამისად,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო, ვინც  ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის  N122 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას (სრული პროფესორისათვის კვირაში არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორისათვის – არანაკლებ 6 საათი, ასისტენტ პროფესორისათვის –არანაკლებ 8 საათი) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას,  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 

სრული პროფესორი 900 ლარი თვეში;
ასოცირებული პროფესორი 720 ლარი თვეში;
ასისტენტ პროფესორი 540 ლარი თვეში.
 

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო:

 

ა) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან (8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას     –  განისაზღვროს 900 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –800 ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)

ბ) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 12-საათიან (6 საათი სააუდიტორიო, 6 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას   –  განისაზღვროს 900 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –430 ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)

 

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო:

 

ა) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20-საათიან ( 10 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას - განისაზღვროს 720 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –630 ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)

ბ) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან ( 8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას  - განისაზღვროს 720 ლარი თვეში,დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –330 ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)

 

4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო:

 

ა) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 26-საათიან (14 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას – განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –410  ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)

ბ) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 22-საათიან (12 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას – განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –230  ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)

 

5. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი აკადემიური საბჭოს 2009 წლის 13 აპრილის №212–ე დადგენილება.

6. კონტროლი დადგენილების  შესრულებაზე  დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს.

7. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

8. დადგენილება  გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი N3437/02. 16.02.2010

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 25/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის XII სემესტრის სტუდენტ ლანა ხარებაშვილისათვის 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საპატიოდ ჩათვლის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს N92 დადგენილებისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N92 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს N191 დადგენილების საფუძველზე:

 

I. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის XII სემესტრის სტუდენტ ლანა ხარებაშვილის 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩაეთვალოს საპატიოდ ახალშობილი ბავშვის მძიმე ავადმყოფობის  გამო.


II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: სასწავლო დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათი.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 24/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის საფუძველზე

 

1. გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა აკადემიურ თანამდებობაზე   არჩევის შესახებ   გადაწყვეტილების   მიღებამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ ასისტენტ პროფესორებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა ამოიწურა 2010 წლის 5 მარტს.


2.  დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის  დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე)

3.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 23/2010

გერმანელი პროფესორის კლაუს ჰიპისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,პ“ პუნქტის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის გერმანელ პროფესორ კლაუს ჰიპს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარდგინება.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 22/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 16  ნოემბრის №128/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე  აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეული იქნენ:

 

ფიზიკის მიმართულება

 

ქვემიმართულება - მიკრო და ნანოელექტრონიკა

 

ასოცირებული პროფესორი: ამირან ბიბილაშვილი

 

ქვემიმართულება - თეორიული ფიზიკა

 

ასისტენტ-პროფესორი: გიორგი  ციციშვილი

 

ქვემიმართულება -ატომის, ატომბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა

 

ასისტენტ-პროფესორი: ზაალ მაჭავარიანი

 

კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულება

 

ქვემიმართულება - ტექნიკური ინფორმატიკა

 

ასისტენტ-პროფესორი: მაია არჩუაძე

 

მათემატიკის მიმართულება

 

ქვემიმართულება - მათემატიკური ანალიზი:

 

ასისტენტ-პროფესორი: შალვა ზვიადაძე

 

ქვემიმართულება - დიფერენციალური განტოლებები

 

ასისტენტ-პროფესორი: ნატალია ჩინჩალაძე

 

გეოგრაფიის მიმართულება

 

ქვემიმართულება - ჰიდროლოგია, მეტეოროლოგია, ოკეანოლოგია

 

ასოცირებული პროფესორი: ვაჟა ტრაპაიძე

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის 10.03.2010 შემაჯამებელი ოქმი.

 


პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 21/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სილაბუსის მოდიფიცირებული ფორმის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია  აკადემიური საბჭოს
13.06.2011, №55/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1.  დამტკიცდეს სილაბუსის მოდიფიცირებული ფორმა (დანართი 1, 2) და მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსების სილაბუსების განსხვავებული ფორმა (დანართი 3, 4, 5, 6).
 

2. სილაბუსის მოდიფიცირებული ფორმის მიხედვით წარმოდგენილ იქნას პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, დიპლომირებული მედიკოსის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სასწავლო კურსები.
 

3.  სილაბუსის ახალი ფორმები ძალაში შევიდეს 2010 -2011 სასწავლო წლიდან.  
 

4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დავალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
 

5.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,  რექტორი

სრულად

დადგენილება N: 20/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოფიზიკის  ქვემიმართულების სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის, აკადემიური საბჭოს 247/1 დადგენილებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 4 ნოემბრის №117/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოფიზიკის ქვემიმართულებით აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული იქნენ:


ა)    სრული პროფესორი: თამაზ მძინარაშვილი
ბ)    ასოცირებული პროფესორი: ედუარდ ჩიკვაიძე

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის ბიოფიზიკის დარგობრივი ჯგუფის 17.02.2010 წლის შემაჯამებელი ოქმი.

 


პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 19/2010

კიოლნის უნივერსიტეტის პრორექტორისათვის პროფესორ დოქტორ ანგელიკა ნუსბერგერისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის კიოლნის უნივერსიტეტის პრორექტორს, პროფესორ დოქტორ ანგელიკა ნუსბერგერს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 18/2010

შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრორექტორის პიტერ ზომერმანისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრორექტორს, პიტერ ზომერმანს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 17/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული პროფესორების ნოდარ ხადურისა და ირაკლი კოვზანაძისათვის აკადემიური დატვირთვის განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  სრულ პროფესორებს ნოდარ ხადურსა და ირაკლი კოვზანაძეს განესაზღვროთ აკადემიური დატვირთვა – კვირაში 4 საათი - სააუდიტორიო და 4 საათი - საკონსულტაციო.


2. პირობები და ანაზღაურება განისაზღვროს ინდივიდუალური ხელშეკრულებით.


3. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 16/2010

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს №11/2010 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 25 მაისის №91 დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე,

 


1. შევიდეს დამატება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს №11/2010 დადგენილების პირველი მუხლის 1.2 პუნქტში და დაემატოს შემდეგი კომისიის წევრი:

 

1.2 კომპიუტერულ მეცნიერებათა დარგობრივი ჯგუფი:


ლელა ალხაზიშვილი, თსუ ასოცირებული პროფესორი.

 

2. შევიდეს დამატება დადგენილების პირველი მუხლის 1.4 პუნქტში და დაემატოს შემდეგი კომისიის წევრები:

 

1.4 გეოგრაფიის დარგობრივი ჯგუფი:


ელიზბარაშვილი ნოდარი, თსუ სრული პროფესორი;
გობეჯიშვილი რამინი, თსუ სრული პროფესორი.

 

3. შევიდეს დამატება დადგენილების პირველი მუხლის 1.5 პუნქტში და დაემატოს შემდეგი კომისიის წევრი:

 

1.5 ბიოფიზიკის დარგობრივი ჯგუფი:


მითაგვარია ნოდარი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე.

 

4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 15/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის № 247 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,


1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის № 247 დადგენილებაში და Ι ნაწილის პირველი პუნქტის 1.5 და 1.6  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.5 სასესიო პერიოდი – 11 იანვარი – 6 თებერვალი, 11–18 თებერვალი;  1.6 არდადეგები –  7 – 10 თებერვალი, 19 –28 თებერვალი.“


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 14/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულთათვის მისანიჭებელი აკადემიური ხარისხების (კვალიფიკაციების) ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,


1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულთათვის მისანიჭებელი აკადემიური ხარისხები (კვალიფიკაციების) (დანართი 1).

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი

სრულად

დადგენილება N: 13/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების ვაკანტურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.


2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების ვაკანტურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

2.1. ფილოსოფია, პრაქტიკული ფილოსოფია:  

      
2.2.1. აკაკი ყულიჯანიშვილი - სრული პროფესორი  
2.1.2. ანასტასია ზაქარიაძე - ასოცირებული პროფესორი
2.1.3. ვალერიან რამიშვილი - ასოცირებული პროფესორი 


2.2. ფილოსოფია, ფილოსოფიის ისტორია


2.2.1. რევაზ გორდეზიანი - ასოცირებული პროფესორი

 

3. ისტორია, საქართველოს ისტორია


3.1. თედო დუნდუა - სრული პროფესორი  

 

4. კლასიკური ფილოლოგია


4.1. ქეთევან ნადარეიშვილი - ასოცირებული პროფესორი
4.2. ზაზა ხინთიბიძე - ასოცირებული პროფესორი

 

5. თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება    

       
5.1. თინათინ ბოლქვაძე - ასოცირებული პროფესორი

 

6. ქართული ფილოლოგია, ახალი ქართული ენა


6.1. ნინო შარაშენიძე - ასოცირებული პროფესორი

 

7. ქართული ფილოლოგია, ახალი ქართული ლიტერატურა


7.1. თამარ შარაბიძე - ასოცირებული პროფესორი

 

8. ინგლისური ფილოლოგია


8.1. რუსუდან დოლიძე - ასოცირებული პროფესორი

 

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 12/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


1.1 მათემატიკის დარგობრივი ჯგუფი


1. უშანგი გოგინავა,თსუ სრული პროფესორი (თავმჯდომარე);
2. თამაზ თადუმაძე, თსუ სრული პროფესორი;
3. ლერი გოგოლაძე, თსუ ასოცირებული პროფესორი;
4. თენგიზ კოპალიანი, თსუ ასოცირებული პროფესორი;
5. რომან კოპლატაძე, თსუ ასოცირებული პროფესორი;
6. ოთარ ჯოხაძე, თსუ ასოცირებული პროფესორი (მდივანი);


1.2. კომპიუტერულ მეცნიერებათა დარგობრივი ჯგუფი


1. ალექსანდრე გამყრელიძე, თსუ სრული პროფესორი ;
2. კობა გელაშვილი, თსუ სრული პროფესორი (თავმჯდომარე);
3. გია სირბილაძე,თსუ სრული პროფესორი;
4. მანანა ხაჩიძე, თსუ სრული პროფესორი (მდივანი);


1.3. ფიზიკის დარგობრივი ჯგუფი


1. ალექსანდრე შენგელაია, თსუ სრული პროფესორი (თავმჯდომარე);
2. არჩილ უგულავა,თსუ სრული პროფესორი;
3. ნანა შათაშვილი, თსუ სრული პროფესორი (მდივანი);
4. მერაბ ელიაშვილი, თსუ სრული პროფესორი;
5. თამაზ კერესელიძე, თსუ სრული პროფესორი;
6. ვაჟა ბერეჟიანი, თსუ სრული პროფესორი;


1.4. გეოგრაფიის დარგობრივი ჯგუფი


1. გიორგი მეტრეველი - გეოგრ. მეცნ. დოქტ., პროფესორი (თავმჯდომარე);
2. ზურაბ ხვედელიძე - ფ.-მ. მეცნ. დოქტ. პროფესორი.
3. გივი გავარდაშვილი – წყალთა მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (მდივანი)


1.5. ბიოფიზიკის დარგობრივი ჯგუფი


1. ზურაბ ქომეთიანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე (თავმჯდომარე);
2. გვანცა ჭკადუა, ფიზიოლოგიის ინსტიტუტი (მდივანი);
3. თენგიზ ზაალიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი,
4. ილია ლაზრიშვილი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტი.

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 11/2010