Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისა და კიოლნის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისათვის სწავლის საფასურის განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. 2009-2010 სასწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებიც იმავდროულად სწავლობენ კიოლნის სამაგისტრო პროგრამაზე, სწავლის სემესტრული გადასახადი ორივე პროგრამისათვის განისაზღვროს 2500 ლარის ოდენობით.

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 10/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისა და კიოლნის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისათვის სწავლის საფასურის განსაზღვრის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№45/2013, 11.03.2013; №36/2014, 14.04.2014

დადგენილებებით

 


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების „LL.M  zu Köln“ თსუ-ში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 2500 ლარის ოდენობით. (45/2013,11.03.2013)(№36/2014,14.04.2014)


11. კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების „LL.M zu Köln“ კიოლნის უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს  ინდივიდუალურად, თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტს შორის დამატებითი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით. (№36/2014,14.04.2014)


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 10/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
17.12.2012, №128/2012 დადგენილებით

 

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამები (დანართი 1).


2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაეკისროს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 9/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,


1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1.1.   საფაკულტეტო კომისიის თავმჯდომარე – რევაზ ჯორბენაძე, ასოცირებული პროფესორი

 

1.2.   საფაკულტეტო კომისიის მდივანი –ნინო ჭალაგანიძე, ასისტენტ პროფესორი

 

1.3.   ქვეკომისიები:

 

1.3.1.  საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება:

 

1. იოსებ სალუქვაძე, სრული პროფესორი

2. რევაზ გაჩეჩილაძე, სრული პროფესორი

3. ნინო პავლიაშვილი, ასოცირებული პროფესორი

 

1.3.2.  პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება:

 

1. რევაზ გაჩეჩილაძე, სრული პროფესორი

2. ალექსანდრე კუხიანიძე, სრული პროფესორი

3. ნანა მაჭარაშვილი, ასოცირებული პროფესორი

 

1.3.3.  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება:

 

1. ზურაბ დავითაშვილი, სრული პროფესორი

2. ალექსანდრე რონდელი, სრული პროფესორი

3. რევაზ გაჩეჩილაძე, სრული პროფესორი

 

1.3.4. ფსიქოლოგიის მიმართულება:

 

1. გუგული მაღრაძე, სრული პროფესორი

2. ია  კუტალაძე, ასოცირებული პროფესორი

3. მზია წერეთელი, სრული პროფესორი

4. თამარ გაგოშიძე, სრული პროფესორი

5. მარინე ჩიტაშვილი, სრული პროფესორი

 

1.3.5. ჟურნალისტიკის მიმართულება:

 

1. დალი ოსეფაშვილი, ასოცირებული პროფესორი

2. გიორგი ჩართოლანი, ასოცირებული პროფესორი

3. მარიამ გერსამია, ასოცირებული პროფესორი

 

1.3.6.  სოციოლოგიის მიმართულება:

 

1. იაგო კაჭკაჭიშვილი სრული პროფესორი

2. ამირან ბერძენიშვილი, ასოცირებული პროფესორი

3. ლია წულაძე, ასოცირებული პროფესორი

 

1.3.7.  სოციალური მუშაობა:

 

1. იაგო კაჭკაჭიშვილი, სრული პროფესორი

2. ლელა გაფრინდაშვილი, ასოცირებული პროფესორი

3 .ნატო ზაზაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” თავ-რე

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 8/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010 წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
17.12.2012, №128/2012 დადგენილებით

 

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,


1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010 წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამა (დანართი 1).


2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაეკისროს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 7/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ საჯარო მმართველობის “ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სემესტრული გადასახადის განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. 2009–2010 სასწალო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს  1500 ლარის ოდენობით.


2.  კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტს.
3.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 6/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ საჯარო მმართველობის “ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სემესტრული გადასახადის განსაზღვრის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№47/2013, 11.03.2013;  №19/2015, 02.02.2015;
№77/2017, 14.07.2017; №35/2018, 05.02.2018;

№114/2024, 09.09.2024 დადგენილებებით

 


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამისათვის 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით. (№47/2013, 11.03.2013) (№19/2015, 02.02.2015) (№77/2017, 14.07.2017) (№35/2018, 05.02.2018) (№114/2024, 09.09.2024)


2.  კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტს.

3.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 6/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების წესის და თვითშეფასების კითხვარის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
28.12.2011, №124/2011 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითშეფასების კითხვარი (დანართი 1) და სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების პროცედურა (დანართი 2).

 

2.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასება განხორციელდეს თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე ყოველი კალენდარული წლის ბოლოს.


3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია) და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (გ. ღვედაშვილი).
4.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 5/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
17.12.2012, №128/2012 დადგენილებით

 

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე, 

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამები (დანართი 1). 


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს. 
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 4/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის 06 ნოემბერის № 119/01-01 ბრძანების საფუძველზე, 

 

I.   დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 

 

კლასიკური ფილოლოგია


1. რისმაგ გორდეზიანი –  სრული პროფესორი, თავმჯდომარე; 
2. ნანა ტონია –  ასოცირებული პროფესორი;

 

ინგლისური ფილოლოგია


3. მანანა რუსიეშვილი – სრული პროფესორი;
4. თინათინ მარგალიტაძე –  ასოცირებული პროფესორი;

 

ახალი ქართული  ლიტერატურა


5. ლადო მინაშვილი –  ასოცირებული  პროფესორი;
6.  იუზა ევგენიძე – ასოცირებული  პროფესორი;

 

ახალი ქართული ენა და თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება 

 

7. ლალი ეზუგბაია – ფილოლოგიის დოქტორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი;
8. კახა გაბუნია – ასოცირებული პროფესორი;
9. ეთერ სოსელია – ფილოლოგიის დოქტორი;
10.  ზაალ კიკვაძე – ქუთაისის აკაკი  წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი


საქართველოს ისტორია


11. თეიმურაზ პაპასქირი – სრული პროფესორი;
12. მიხეილ ბახტაძე – ასოცირებული პროფესორი;
13. დიმიტრი შველიძე– ასოცირებული პროფესორი;

 

ფილოსოფია


14. გიორგი ბარამიძე – სრული პროფესორი;
15. მამუკა ბიჭაშვილი –ასოცირებული პროფესორი;
16. დემურ ჯალაღონია – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი.

 


II.   დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 3/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის  საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამები – მიკროეკონომიკა (დანართი 1); მაკროეკონომიკა (დანართი 2); სტატისტიკის შესავალი (დანართი 3); ფინანსური მათემატიკა (დანართი 4); კურორტისა და სასტუმროს მენეჯმენტი (დანართი 5); ტურიზმის მენეჯმენტი (დანართი 6); ტურის მეგზური (გიდი) (დანართი 7); ტურისტული დანიშნულების ადგილების მენეჯმენტი და ტურიზმის პოლიტიკა (დანართი 8); პროგრამა გენერალური მენეჯერებისათვის (დანართი 9).

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 2/2010

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს დადგენილება  N91–ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1–ლი პუნქტის  „ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს დადგენილება N91–ში და მე–14 პუნქტში ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„14. სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ ერთი  თვით ადრე.“

 

2. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესს“ დაემატოს 141 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 

„141. საბუთების მიღება გრძელდება 2 კვირის განმავლობაში.“

 

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესს დაემატოს 142 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 

„142. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან   არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.“

 

4. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 1/2010

თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის № 249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის II.18 მუხლის მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ინდივიდუალურ სადოქტორო პროგრამებზე მიღება დასრულდეს 2009–2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში“.


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
3.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 328

ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები წარმოდგენილ იქნას თსუ ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არაუგვიანეს 2009 წლის 25 დეკემბრისა.

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).

3.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 
 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 327

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აზერბაიჯანულენოვანი  და სომხურენოვანი სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წელს ვაკანსიების გამოყოფის შესახებ.

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 საწავლო წლისთვის გამოიყოს 252 ვაკანსია აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტებისათვის დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1).


2. ეთხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტებისათვის განსაზღვრული 252 ვაკანსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოს ინსტიტუციური აკრედიტაციით დადგენილი ქვოტის ზემოთ.


3.  კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
4.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 326

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N91 და 247/1 დადგენილებების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილების, რექტორის 2009 წლის 28 სექტემბრის N102/01-01 და 2009 წლის 7 ოქტომბრის N105/01-01 ბრძანებების საფუძველზე,

 

I.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.


II. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს ეკა ავალიანი.


III.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 324

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2012 წლის 11 ივნისის  N43/2012 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს

10.09.2012, N81/2012 და 18.02.2013, N27/2013 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N91 და 247/1 დადგენილებების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილების, რექტორის 2009 წლის 28 სექტემბრის N102/01-01 და 2009 წლის 7 ოქტომბრის N105/01-01 ბრძანებების საფუძველზე,

 

I.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.


II. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს ეკა ავალიანი.

 

II1. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრულ პროფესორ ეკა ავალიანს გაუგრძელდეს სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა თსუ რექტორის 10.01.2013, №03/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგების ძალაში შესვლამდე. (10.09.2012, N81/2012; 18.02.2013, N27/2013)


III.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 324

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ალექსანდრე ჩხიტაურის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მომართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯენარო ქრისტესაშვილმა, იურიდიულ ფაკულტეტზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ალექსანდრე ჩხიტაურის კანდიდატურის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის” მე-3 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 58-ე და მე-100 მუხლების საფუძველზე,


1. უარი ეთქვას ალექსანდრე ჩხიტაურს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატად რეგისტრაციაზე.


2. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ მხარეს (ა. ჩხიტაურს), საარჩევნო კომისიას, იურიდიულ ფაკულტეტს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას (ნ. ავსიანიკოვა) წინამდებარე დადგენილების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
4.  დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6).

 


საფუძველი: ხმის დამთვლელი კომისიის 14.12.2009 ოქმი.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 323

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის” მე-3 მუხლის საფუძველზე,

 


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირდეს:

 

1.ირაკლი ბურდული

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 322

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის ქვემიმართულებისათვის სახელის შეცვლის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ქვემიმართულებას „საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკა“ შეეცვალოს სახელი - „საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია“.


2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, ნოდარ ბელქანიას 2009 წლის 9 დეკემბრის, N1585/25-04 მიმართვა.

 


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 321