საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „წ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 4 სექტემბრის №19378/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 7 სექტემბრის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრედიტების აღიარებისა და გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №25/2024 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
“4. აღიარებული კრედიტების რაოდენობიდან გამომდინარე, 180 კრედიტიანი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს ეძლევა რეკომენდაცია, სწავლა განაგრძოს შესაბამისი სემესტრიდან შემდეგი სქემის მიხედვით:
| აღიარებული კრედიტი | შესაბამისი სემესტრი |
| 0 – 19 | I სემესტრი |
| 20 – 49 | II სემესტრი |
| 50 – 79 | III სემესტრი |
| 80 – 109 | IV სემესტრი |
| 110 – 139 | V სემესტრი |
| 140 – 179 | VI სემესტრი |
“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე