geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2026 წლის 3 სექტემბრის №19248/10 და 2026 წლის 4 სექტემბრის №19341/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 7 სექტემბრის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 94-ე ქვეპუნქტით №94 დანართად დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“  (დანართი №94);
ბ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 95-ე ქვეპუნქტით №95 დანართად დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „სტომატოლოგია“ (დანართი №95);
გ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 96-ე ქვეპუნქტით №96 დანართად დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“  (დანართი №96);
დ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 961 ქვეპუნქტით №300 დანართად დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №300).


2. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მე-7 ნაწილის „ბ“ პუნქტის 204-ე და 2061 ქვეპუნქტები და “გ” პუნქტის 213-ე ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე