ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უპილოტო საფრენი აპარატების აქტიურ პოპულარიზაციას.
ამჯერად, სტუდენტებს გთავაზობთ FPV დრონების პილოტირების შემსწავლელ კურსებს. კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან:
თეორიული ნაწილი:
- დრონის მუშაობის პრინციპი – რა ტიპის დრონები არსებობს და როგორია მათი ძირითადი კომპონენტები;
- ავიაციის საფუძვლები – ფრენის დინამიკა, აეროდინამიკა, სიმძიმის ცენტრი და ბალანსი;
- ბატარეებისა და ენერგიის მენეჯმენტი – ბატარეების გამოყენება და უსაფრთხოება;
- დრონის ასაწყობი კომპონენტები – როგორ ავაწყოთ FPV დრონი;
- სიხშირეები და სიგნალები;
- უსაფრთხოება და რეგულაციები – ფრენის წესები, ზონები, სად შეიძლება და სად არა დრონის გაშვება;
- მფრინავის პასუხისმგებლობა – ეთიკა, უსაფრთხოების პროტოკოლი.
პრაქტიკული ნაწილი:
- სიმულატორზე ვარჯიში – თავდაპირველად ფრენის უნარების განვითარება დრონის სიმულატორში;
- FPV დრონის მართვა რეალურ გარემოში – სხვადასხვა მანევრის სწავლა: takeoff, flip და ა.შ.
- პროგრამირება და ტუნინგი;
- დრონის შეკეთება და ტექნიკური მხარდაჭერა – დაზიანებული კომპონენტების შეცვლა, ფრენის პრობლემების დიაგნოსტიკა.
- გადაღება და მონაცემების ანალიზი;
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:
- FPV დრონის დამოუკიდებლად ფრენას.
- FPV სისტემით ობიექტების დათვალიერებას ან ვიდეოგადაღებას.
- თავიანთი დრონის დიაგნოსტიკას, შეკეთებას და პროგრამულად მართვას.
- კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობის მიღებას.
რეგისტრაციის ვადები: 7 ივლისი - 10 ივლისი;
კურსები დაიწყება 14 ივლისს და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში.
კურსის ზუსტი განრიგი შედგება სტუდენტების საჭიროებიდან გამიმდინარე.
FPV დრონების პილოტირების კურსი უფასოა თსუ-ს სტუდენტებისთვის.
კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
კურსის სპეციფიკა საჭიროებს მინიმალურ ცოდნას, ადგილები შეზღუდულია.
TSU Knowledge Transfer and Innovation Center
ktic@tsu.ge | 577 978 722