საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

 

ინსტიტუტი აერთიანებს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის კათედრებს. თითოეული მათგანი ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას და პროფილის მიხედვით ანტიკური პერიოდის ბერძნული და ლათინური ენების, შუა საუკუნეების ბერძნულისა და ლათინურის, აგრეთვე თანამედროვე ბერძნული ენის, ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესწავლას ემსახურება. ინსტიტუტის მიზანია შესძინოს სტუდენტს საფუძვლიანი პროფილური ცოდნა და, ამასთანავე, უზრუნველყოს მისი ინტერდისციპლინური განათლება, რათა ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა არა მარტო ვიწრო სპეციალობით, არამედ ფართო ზოგადფილოლოგიური და ზოგადჰუმანიტარული პროფილით დასაქმებაშეძლოს. ამ მიზანს ემსახურება ინსტიტუტის სპეციალიზებული ბიბლიოთეკა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დარგობრივი საბიბლიოთეკო ცენტრია (ბიბლიოთეკაში დაცულია 30.000-ზე მეტი წიგნი). ინსტიტუტში არსებული სამივე კათედრა დიდ ყურადღებას უთმობს როგორც ინდივიდუალურ, ისე ერთობლივი სამეცნიერო პროექტებს, რომელთაგან აღსანიშნავია ლექსიკონებზე, სახელმძღვანელოებსა და ერთობლივ კრებულებზე მუშაობა. საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო აპარატით აღჭურვილ თარგმანთა მომზადებას. დიდი მოცულობის ერთობლივი პროექტებიდან აღსანიშნავია ბერძნული მითების სამყაროს ათტომეული, ძველბერძნულ-ქართული, ახალბერძნულ-ქართული და ქართულ-ახალბეძნული ლექსიკონები. ამჟამად ინსიტუტში მიმდინარეობს ორ დიდ პროექტზე მუშაობა: უკვე გამოქვეყნდა მრავალტომეული ენციკლოპედიის, ანტიკური კავკასიის ორი ტომი; უახლოეს წლებში დაგეგმილია შემდეგი ტომების გამოქვეყნება. გამოსაცემად მზადდება ბიზანტიურ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონიByzantino-Georgica.სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომთა პუბლიკაციას ინსტიტუტში მოქმედი საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“ უზრუნველყოფს. ინსტიტუტის აკადემიური და სამეცნიერო სტრატეგიისთვის არსებითია რელიეფური საერთაშორისო პროფილის გამოკვეთა. ინსტიტუტში თითქმის ყოველ წელს ტარდება საერთაშორისო კონფერენციები. ასე, 2017 წელს ინსიტუტმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „მედეას თემა მსოფლიო მხატვრულ კულტურაში“. 2018 წელს განსაზღვრულია საერთაშორისო კონფერენციის „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“ ჩატარება. ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა საერთაშორისო რეფერირებადი წელიწდეული ფაზისი, რომელიც ქართველ და უცხოელ მეცნიერთა სამეცნიერო წერილებს აქვეყნებს. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობა საერთაშორისო დონეზე საცნაურია აგრეთვე ინსტიტუტის თანამშრომელთა უცხოეთში განხორციელებული პუბლიკაციებითა და პროფესორმასწავლებელთა თუ დოქტორანთა მობილობით. სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებში მეცნიერული მუშაობის უნარჩვევათა გამომუშავებისთვის ინსტიტუტში შემოღებულია სამეცნიერო პუბლიკაციებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და სხვა ერთობლივ პროექებში პროფესორმასწავლებელთა და სტუდენტთა თანამშრომლობის პრაქტიკა.2004 წლიდან ინსტიტუტი გამოსცემს სტუდენტთა წელიწდეულმნემოსინეს. ბოლონიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ინსტიტუტში ხორციელდება ფრანგულენოვანი სადოქტორო პროგრამა, რომელიც თავის კურსდამთავრებულს ორმაგ აკადემიურ ხარისხს ანიჭებს.