საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ინფორმაცია საერთაშორისო სტუდენტებისთვის

ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე სწავლის თაობაზე (უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის/საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელთაც განათლება მიიღეს საზღვარგარეთ)

 

 

ჩარიცხვის პროცედურა:

 

1.აპლიკაცია: აპლიკანტმა უნდა გააკეთოს განაცხადი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ და წარადგინოს დოკუმენტები.

 

2.დოკუმენტების მიმოხილვა/გამოცდა: ფაკულტეტის მოთხოვნის შესაბამისად, აპლიკანტს ენიშნება გასაუბრება ან გამოცდა. ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა.

 

3.თანხმობის წერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გასცემს რექტორის წერილობით თანხმობას აპლიკანტის ჩარიცხვის შესახებ, რომელიც პირმა უნდა წარადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის.: ალექსიძის №1).

 

4.დოკუმენტების აღიარება: უცხო ქვეყანაში მიღბული განათლების  აღიარების შემთხვევაში, ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრი, აღიარების შესახებ დასკვნას გზავნის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.

 

5.ჩარიცხვა: საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, აპლიკანტი აფორმებს ხელშეკრულებას თსუ-სთან, ხოლო უნივერსიტეტი გამოსცემს  ბრძანებას აპლიკანტის ჩარიცხვის შესახებ.