თვითმმართველობა
➢ ისტორია
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა დაარსდა 2006 წლის 8 მაისს. სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. ასევე, წარმოადგენს შუამავალს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთობისას. სტუდენტური თვითმმართვლობის დელეგატები და ხელმძღვანელები აირჩევიან 2 წელიწადში ერთხელ პირდაპირი, დემოკრატიული არჩევნების გზით. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში როგორც აქტიური ასევე პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობს თსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტი.
სტუდენტური თვითმმართველობა აერთიანებს 8 ფაკულტეტსა და 5 ცენტრალურ დეპარტამენტს. ორგანიზაციაში გაწევრიანება თავისუფალია თსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტებისათვის. დღეისათვის სტუდენტურ თვითმმართველობაში გაწევრიანებულია 700-ზე მეტი სტუდენტი.
2018 წლის 16 ნოემბერს გაიმართა მეშვიდე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, რომლის შედეგადაც არჩეულ იქნა სტუდენტური თვითმმართველობის მმართველი გუნდი.
☏ დაგვიკავშირდით: /tssg.office | ✉ tssg.office@tsu.ge 📖 იხილეთ: ორგანიზაციის დებულება
➢ მეშვიდე მოწვევის გუნდი
შოთა კეჟერაშვილი
პრეზიდენტი
✉ shota.kezherashvili@tsu.ge
არჩილ ჯავახიშვილი
ვიცე-პრეზიდენტი
✉ archil.javakhishvili@tsu.ge
ლუკა ონიანი
ვიცე-პრეზიდენტი
✉ luka.oniani@tsu.ge