საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სიახლეები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 2022 წლის 10, 11 და 12 ოქტომბერს მართავს საერთაშორისო სემინარს "ხარისხის შიდა უზრუნველყოფა: პერსპექტივები და გამოწვევები". სემინარზე განხილული იქნება ირლანდიის ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მოდელი, სადოქტორო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და ონლაინ სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა. სემინარზე მოხსენებებს გააკეთებენ და სამუშაო შეხვედრებს გამართავენ: ირლანდიის ოთხი (University of Limerick, Dublin City University, Mary Immaculate College, South East Technological University) უნივერსიტეტის წარმომადგენლები; ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა და სადოქტორო განათლების საბჭოს (EUA-CDE)  წარმომადგენლები; უკრაინის უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლები; ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები. სემინარზე დასწრების მსურველებს 6 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ ბმულზე. სემინარის სამუშაო ენა - ინგლისური.

 

Flag Counter