საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფი

 

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფი დაფუძნდა 2019 წლის 6 დეკემბერს, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეორე სხდომაზე. ხარისხის უზრუნველყოფის თემატურ ჯგუფს ჰყავს 85 წევრი 43 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფი არის ხარისხის უზრუნველყოფის თემების განსახილველი პლატფორმა და აღრმავებს უსდ-ებს შორის თანამშრომლობას; ასევე აღნიშნული ჯგუფი თანამშრომლობს გარე დაინტერესებულ მხარეებთან  ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

 

თემატური ჯგუფის მისია:

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მისიაა ხელი შეუწყოს უსდ-ებში ხარისხის კულტურის განვითარებას დაგროვილი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, გამოწვევების განხილვისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით.

 

თემატური ჯგუფის მიზნები:

 

  • უსდ-ების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
  • უსდ-ების შესაძლებლობების განვითარება ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით;
  • პლატფორმის შექმნა ხარისხის უზრუნველყოფის თემების განსახილველად;
  • უსდ-ებში უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) პირველი ნაწილის - სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპები ხარისხის შიდა უზრუნველყოფისთვის დანერგვის ხელშეწყობა;
  • უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში მიმდინარე სიახლეების განხილვა და გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობა;
  • უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციასიათან (ENQA), უმაღლესი განათლების ევროპულ რეესტრთან (EQAR), ევროპის უნივერსიტეტთა ასოციასთან (EUA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების კოლეგიალური შეფასება;
  • საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამების შესაფასებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით;
  • ერთობლივი კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კვარტალური ანგარიშის მომზადება რექტორთა საბჭოზე წარსადგენად;
  • კვარტალური ჟურნალის გამოშვება;
  • ყოველწლიური კონფერენციის ჩატარება ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

 

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის წევრ(ებ)ი შეიძლება იყოს როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელ(ებ)ი, ასევე ნებისმიერი სხვა პირ(ებ)ი, რომელიც უსდ-ში მუშაობს და დაინტერესებულია ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებით, და სტუდენტები.

 

 

Flag Counter