საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სემინარი - რეგისტრაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 2022 წლის 10, 11 და 12 ოქტომბერს მართავს საერთაშორისო სემინარს "ხარისხის შიდა უზრუნველყოფა: პერსპექტივები და გამოწვევები".

 

სემინარზე განხილული იქნება ირლანდიის ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მოდელი, სადოქტორო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და ონლაინ სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა.

 

სემინარზე მოხსენებებს გააკეთებენ და სამუშაო შეხვედრებს გამართავენ:

ირლანდიის ოთხი (University of Limerick, Dublin City University, Mary Immaculate College, South East Technological University) უნივერსიტეტის წარმომადგენლები;

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა და სადოქტორო განათლების საბჭოს (EUA-CDE)  წარმომადგენლები;

უკრაინის უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლები;

ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები. 

 

სემინარის სამუშაო ენა - ინგლისური.

 

სემინარის დღის წესრიგი იხილეთ აქ.

 

სემინარზე დასწრების მსურველებს 6 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ ბმულზე.

თარიღი: 04/10/2022