საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

 

ინსტიტუტის მიზანია - თანამედროვე ახალგაზრდა ხელოვანის ფორმირება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სხვა, საუნივერსიტეტო სპეციალობათა სტუდენტების ხელოვნებასთან ხელშესახები მიახლოვება, მხატვრული აზროვნების საწყისებთან ზიარება. ამისთვის სწავლების ყველა საფეხურზე, საჭიროა მისი პრაქტიკული და თეორიული სეგმენტებისთვის მეთოდოლოგიის განსაზღვრისას, მოხდეს ტრადიციული, აკადემიური მეთოდიკის ადაპტაცია თანამედროვე სახელოვნებო რეალიებთან. აღნიშნული მოითხოვს არა მარტო სწავლების პროგრამული ჩარჩოს ფარგლებით გათვალისწინებული, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მუდმივ ჩართულობას სხვადასხვა სახის სახელოვნებო-შემოქმედებით აქტივობაში. ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დანიშნულება განსაზღვრავს მის წინაშე მდგარი ამოცანებისა და მიზნების ხასიათს, რომლის სპეციფიკა მდგომარეობს - სახელოვნებო სასწავლო პროცესის და სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის ინტერაქტიულ კავშირში. აღნიშნული ემყარება - სახვითი ხელოვნების და კინო-ტელე ხელოვნების სფეროში დაგროვილი, პრაქტიკულშემოქმედებითი გამოცდილებისა და ესთეტიკური, მხატვრულ-თეორიული ცოდნის სინთეზს. ზემოხსენებული მოიცავს - ხელოვნებისა და მისი სწავლების სფეროში არსებული თეორიული ცოდნის გააზრებას, ასევე წარსული და მიმდინარე საწავლო პროცესისადმი პრაქტიკულ, ემპირიულ მიდგომას და ეყრდნობა სამი ფუნდამენტური აკადემიური სეგმენტის - უშუალოდ, სასწავლო პროცესის პრაქტიკის, მხატვრულ-შემოქმედებითი პრაქტიკისა და თეორიული კვლევის რეზულტათტა შეჯერებასა და დაბალანსებას. ხელოვნების პრაქტიკული შესწავლა მჭიდროდ არის ინტეგრირებული ხელოვნების თეორიულ-კრიტიკულ სწავლებაგააზრებასთან. ეს პრობლემა ღრმა და მრავალშრიანია, რადგან კონკრეტულ, სასწავლო, სახვით დისციპლინათა, ძირთადი პრინციპების, მის მომიჯნავე დისციპლინათა, სპეციფიკურ, გამომსახველობით ასაპექტთა კომპლექსთან ურთიერთმიმართების ანალიზს, აგრეთვე ზოგადად, ვიზუალური ხელოვნების სფეროში, ისტორიულად დაგროვილი, თუ მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში არსებული, შესაბამისი პედაგოგიური გამოცდილების, თსუ-ში დაგროვილ, გამოცდილებასთან, გაფართოებულ შეჯერებას ისახავს მიზნად