Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნათია ჭანკვეტაძე

ნათია ჭანკვეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. მან მაგისტრის ხარისხი მიიღო მშვიდობისა და კონფლიქტის კვლევებში მანჩესტერის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში. ხოლო ამჟამად კი ის ასრულებს სადისერტაციო ნაშრომს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, კარტერის სახელობის მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების სკოლაში თემაზე „გაჭიანურებული კონფლიქტის მშვიდობის მშენებლობა და ცოდნის შექმნის კრიტიკული თეორია“ 

ნათია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა“ მოწვეული ლექტორია და მას ასევე აქვს სწავლების გამოცდილება ჰარვარდისა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტებში.

2024 წლიდან  ნათია ჭანკვეტაძე ხელმძღვანელობს ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრში არსებულ საქართველოს შემსწავლელ პროგრამას.

ნათია 2023-2024 წლებში იყო უნივერსიტეტელ ქალთა ამერიკული ასოციაციის სტიპენდიანტი (American Association of University Women) და ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის (Middle East Institute) შავი ზღვის პროგრამის არარეზიდენტი მკვლევარი (2020-2022); ასევე, ნათია არის ჩივნინგის პროგრამის სტიპენდიანდი (2015-2016), ხოლო 2022 წელს კი იგი გახდა ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის თანამფლობელი.

ნათია ჭანკვეტაძის კვლევისა და პუბლიკაციების  სფერო მოიცავს მშვიდობის და კონფლიქტების კვლევას, ყოველდღიური მშვიდობის, კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებს; ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებში ვაჭრობის, ახალგაზრდების ჩართულობისა, კონფლიქტის ხელშემწყობი ნარატივების შესწავლას.