თსუ პროფესიული პროგრამები 2025
სტუდენტური პროექტი ქუთაისში
ტრენინგი „პრიორიტეტიზება და გადაწყვეტილებების მიღება“
თსუ პროფესიული სტუდენტების გუნდი საუკეთესო სამეულშია
თსუ პროფესიული სტუდენტების გუნდი ფრენბურთში ვერცხლის პრიზიორია
დასაქმების შესაძლებლობები - შეხვედრა „გუდვილთან“
კონფერენციის მონაწილეები კახეთს ეწვივნენ
სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებულები
პროფესიული განათლების მეორე კონფერენცია წარმატებით დასრულდა
პროექტი „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ წარმატებით დასრულდა
ALUMNI
სალომე ღაჭავა თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საბაჟო საქმე“ 2025 წლის კურსდამთავრებულია.
სალომეს ახალი პროფესიის შესწავლა კარიერული ზრდის სურვილმა გადააწყვეტინა. როგორც ამბობს, მისმა არჩევანმა გაამართლა, რადგან თსუ პროფესიული განათლების ცენტრში მიღებული ცოდნა ხარისხიანი და მარტივად გამოყენებადია, დასაქმებით თვალსაზრისით.
„საბაჟო საქმის“ პროფესიული პროგრამაზე სწავლა საუკეთესო საშუალებაა ცოდნის მისაღებად და კარიერული განვითარებისთვის“, - აღნიშნა სალომე ღაჭავამ.
გიგა გიგაური „თიბისი ბანკში“ მრჩეველის პოზიციაზე მუშაობს. ის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია.
გიგამ პროფესიულ პროგრამაზე „საფინანსო სერვისები“ სწავლა მეტი ცოდნისა და განათლებისთვის გადაწყვიტა და თვლის, რომ არჩევანმა გაამართლა. პროფესიულ პროგრამაზე მირებული ცოდნას მას პროფესიულ განვიტარებაში დაეხმარა.
მაია კანდელაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულია. პროგრამამ „საბიბლიოთეკო საქმე“ (ქუთაისი) პროფესიის საფუძვლიანი შესწავლის საშუალება მისცა.
მაია კანდელაძე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეა საორგანიზაციო საკითხებში. ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობასთან ერთად აქტიურად არის ჩართული ბიბლიოთეკის სტრატეგიული განვითარებისა და ორგანიზაციული პროცესების მართვაში.
„ბიბლიოთეკაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მიუხედავად, ვთვლი, რომ ეფექტური მენეჯმენტისთვის აუცილებელია პროფესიული ცოდნის ქონა იმ სფეროში, რომლის მართვაშიც იღებ აქტიურ მინაწილეობას. სწორედ ამ სურვილმა და ინტერესმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება – საფუძვლიანად შემესწავლა საბიბლიოთეკო საქმე. თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა მიმიზიდა ხარისხიანი სასწავლო პროგრამითა და ასაკობრივი შეზღუდვების არარსებობით, რაც ჩემთვის დამატებითი მოტივაციის წყარო გახდა“,-განაცხადა მაია კანდელაძემ.
მისივე თქმით, საბიბლიოთეკო საქმის სიღრმისეულად შესწავლამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი ხედვა და მართვის სტილი, უკეთ გაიაზრა ბიბლიოთეკარების ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკა, რამაც ორგანიზაციული პროცესების უფრო ეფექტურად დაგეგმვისა და წარმართვის საშუალება მისცა.
ჯუნა კუხალაშვილი თსუ პროფესიული პროგრამის “საბიბლიოთეკო საქმე” (ქუთაისი) 2023 წლის კურსდამთავრებულია.
ჯუნამ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის შემდეგ პოლიციის აკადემიაში მიიღო განათლება. შესაბამისად საბანკო სექტორიდან სამუშაოდ მანდატურის სამსახურში გააგრძელა, სადაც დღემდე საქმიანობს.
“საბიბლიოთეკო საქმის პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნას ამჟამად ვიყენებ ჩემს სამსახურში. სხვადასხვა ასაკობრივ ბავშვებს ვურჩევ თუ როგორ შეძლონ სხვადასვა სახის ლიტერატურის სწორად შეარჩევა და სწორად კითხვა.”-აღნიშნა ჯუნა კუხალაშვილმა.
თამარ მელია თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი ეკონომიკური განათლება აქვს და საკუთარი ბიზნესიც, მიაჩნია, რომ პროფესიულმა პროგრამამ „ღონისძიების ორგანიზება“ (ქუთაისი) მისი საქმიანობა უფრო საინტერესო და აქტიური გახადა.
„8 წელია ვხელმძღვანელობ საკუთარ სარეკლამო სააგენტოს „თიჯი სტუდიო“, რომელიც აერთიანებს პოლიგრაფიულ/ბეჭდვით მომსახურებას, ბიზნესის და მარკეტინგის მიმართულებებს. გავხდი გიდების ასოციაციის წევრი. ვსაუბრობ 4 ენაზე, ვმუშაობ გიდად და ვაორგანიზებ კულტურულ ტურებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ., ჩართული ვარ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტებში. ამ პროცესში პროფესიულ პროგრამაზე სწავლისას მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება უზომოდ მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა თამარმა.
როგორც თამარ მელიამ განაცხადა, პროფესიული განათლება სწორედ ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით ცოდნის გაღრმავების სურვილმა განაპირობა და ეს იყო გამიზნული ნაბიჯი პროფესიული განვითარებისკენ. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს პროგრამის ხელმძღვანელის ანა რაზმაძის მიმართ, ვინც, მისივე თქმით, პროფესიულ ზრდასა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარა.
“დღევანდელ საქმიანობაში, იქნება ეს ტურების დაგეგმვა, საზოგადოებრივი ან სარეკლამო ღონისძიებების ორგანიზება, ყოველთვის ვიყენებ თსუ-ში მიღებულ პრაქტიკულ ცოდნას. განსაკუთრებით მადგება გუნდის მართვასთან, ბიუჯეტირებასა და ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებული ცოდნა, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი პროექტები გავხადო უფრო ეფექტური და ორგანიზებული”,-დასძინა თამარმა.
თედო ბუხრიკიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია.
თედო ბუხრიკიძემ პროფესიული განათლების მიღება გადაწყვიტა, რადგან მიაჩნდა რომ მისი არჩევანი პროფესიულ განვითარებას შეუწყობდა ხელს. მისი აზრით, მოლოდინი გამართლდა.
თედოს საკუთარი ბიზნესი აქვს და პროფესიული პროგრამაზე “ღონისძიების ორგანიზება” (ქუთაისი) მიღებულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას წარმატებით იყენებს პროფესიულ საქმიანობაში.
მარიამ ეფსაია თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. მარიამი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „სვისკაპიტალი“ მოლარე-ოპერატორია.
„ჩემი ინტერესის სფერო ყოველთვის იყო საბანკო პროდუქტები და ამ მხრივ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა მომცა თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა,”-აღნიშნა მარიამ ეფსაიამ. მისივე თქმით, პროფესიული პროგრამაზე “საფინანსო სერვისები” (თბილისი) სწავლისას მიღებული ცოდნა “სვისკაპიტალში” ყოველდღიურ საქმიანობაში ადგება.
ანა ხეცაძე “კრედო ბანკში” უფროსი კლიენტთა მრჩეველია. პროფესიულ პროგრამაზე “საფინანსო სერვისები” (ქუთაისი) სწავლისას მიღებული ცოდნა ანას ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარება.
ანა ხეცაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია.
“თსუ პროფესიული განათლების ცენტრში სწავლა ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პირველ რიგში, თსუ როგორც უძველესი უნივერსიტეტი, ჩემთვის ხარისხიანი განათლების გარანტიაა. მეორეც, ის თეორიულ ცოდნასთან ერთად ,იძლევა რეალურ პრაქტიკულ ცოდნას, რისი გამოყენებაც შრომის ბაზარზეა შესაძლებელი”, - განაცხადა ანამ, რომელიც დარწმუნებულია, რომ პროფესიული განათლება მას განვითარებისკენ ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.
გვანცა ბუაძე “საქართველოს ბანკის” დისტანციური ბანკირი და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია.
პროფესიულ პროგრამაზე “საფინანსო სერვისები” (თბილისი) სწავლა რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტა. პირველ რიგში, მისი გადაწყვეტილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპუტაციამ განაპირობა. მეორე, და მთავარი, მიზეზი კარიერულ, პროფესიულ და პირად განვითარებაზე ზრუნვა იყო.
ორი შვილის დედა მიიჩნევს, რომ სწორედ პროფესიული განათლების შემდეგ შეძლო საბანკო სექტორში კარიერული წინსვლა.
მეგი ვარდოსანიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2023 წლის კურსდამთავრებულია.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე “საფინანსო სერვისები” (ქუთაისი) სწავლა მისთვის წარმატებული დასაქმების წინაპირობა აღმოჩნდა. მეგი “კრედო ბანკის” კონსულტანტია.
“ვმუშაობ “კრედო ბანკში” მომსახურეობის კონსულტანტად, სადაც ვეხმარები მომხმარებლებს საბანკო ოპერაციების განხორციელებაში, ვაძლევ ინფორმაციას პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, ვზრუნავ ხარისხიან და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებაზე”,-განაცხადა მეგი ვარდოსანიძემ.
List of training programs
Browse Programs