Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    შეთავაზება პირველი კურსის სტუდენტებს

    თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი თსუ-ის პირველკურსელ სტუდენტებს სთავაზობს სამუშაო შეხვედრების სერიას შემდეგ თემებზე:

     

    (საგამოცდო პერიოდთან დამთხვევის გამო შეხვედრების თარიღები განახლებულია)

     

    1. პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა 

    24 ნოემბერი, 13:00-15:00

     

    • პრეზენტაციის დაგეგმვა
    • ეფექტური პრეზენტაციის დიზაინის ძირითადი ვიზუალური მახასიათებლები (powerpoint, canva)
    • პრეზენტაციის წარდგენის ტექნიკები

     

    რეგისტრაცია

     

     

    2. დროის მართვა

    1 დეკემბერი, 13:00-15:00

     

    • დროის მფლანგველების იდენტიფიციერება
    • დროის ეფექტიანად დაგეგმვის ძირითადი მეთოდები
    • პროდუქტიულობის ზრდის მოტივატორები

     

    რეგისტრაცია

     

    3. შემოქმედებითი აზროვნება 

    8 დეკემბერი, 13:00-15:00

     

    • შემოქმედებითი აზროვნება vs კრიტიკული აზროვნება
    • პრობლემის იდენტიფიცირების და გადაჭრის შემოქმედებითი გზები

     

    რეგისტრაცია

     

    შეხვედრების თემები შეირჩა მათი აქტუალობის გათვალისწინებით და ორიენტირებულია სტუდენტებში იმ უნარების გამომუშავებაზე, რომლებიც მათ ყოველდღიურად დასჭირდებათ საუნივერსიტეტო გამოწვევებთან წარმატებით გასამკლავებლად. 

     

    შეხვედრები ჩატარდება პირისპირ, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში. დარეგისტრირებული მონაწილეები, მეილზე მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას.

     

    შეზღუდული ადგილების გამო, თითოეულ შეხვედრაზე მიიღება მხოლოდ 30 მონაწილე. რეგისტრაციების ბმულები გააქტიურდება 31 ოქტომბრიდან. ადგილების შევსებისთანავე რეგისტრაციების მიღება შეჩერდება. 

     

    მონაწილეობა უფასოა.