ზოგადი ინგლისურის კურსები განკუთვნილია ნებისმიერი ზრდასრული მსურველისათვის და მოიცავს ოთხს დონეს: A1 (A1.1., A1.2), A2 (A2.1, A2.2), B1 (B1.1, B1.2), B2 (B2.1, B2.2). კურსების ფარგლებში მონაწილეები დაეუფლებიან ყოველდღიურობაში გამოსადეგ ფუნქციურ ინგლისურ ენას. გაკვეთილები ორიენტირებულია სასაუბრო, წერითი, მოსმენისა და კითხვის უნარების განვითარებაზე.
თითოეულ დონესა და მოდულზე მონაწილეობისათვის საჭიროა ენის ცოდნის სათანადო დონეზე ფლობის სერტიფიკატის წარმოდგენა (ასეთის არსებობის შემტხვევაში) ან ადგილზე წინასწარი ტესტირების გავლა, რათა მსურველები შესაბამის ჯგუფებში განაწილდნენ. წინაპირობა არ ეხება მხოლოდ A1.1 მოდულს.
კურსის ხანგრძლივობა:
დონე A1 - 108 სთ (მოდული A1.1 - 54 სთ, მოდული A1.2 - 54 სთ)
დონე A2 - 108 სთ (მოდული A2.1 - 54სთ, მოდული A2.2 - 54 სთ)
დონე B1 - 108 სთ (მოდული B1.1 - 54სთ, მოდული B1.2 - 54 სთ)
დონე B2 - 108 სთ (მოდული B2.1 - 54 სთ, მოდული B2.2 - 54 სთ)
კურსის ღირებულება:
ყოველი მოდულის ღირებულებაა 650 ლარი
თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის 550 ლარი
(თანხის პირველი ნაწილის გადახდა ხდება კურსის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, თანხის მეორე ნაწილის უნდა დაიფაროს კურსის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ).
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). კურსის კურატორი: ტელ.: 599 930 920, ელფსოტა: tsulifelonglearning@tsu.ge